Sep 20, 2009

გრანა და ”პოლკაგრისები”

ესეც ესე, დავბრუნდი სახლში და ჩამოგიტანეთ პატარა რეპორტაჟი ერთი პაწაწინა შვედური დასახლებიდან გრანნა (1652) - Gränna რომელიც გაშლილია ტბა ვეტერნის სანაპიროზე. (ეს ტბა სიდიდით მეორეა მთელს შვედეთში)

ქალაქში მხოლოდ 2500 მაცხოვრებელია. პაწაწუნა კოხტა ადგილია, სადაც ზამთრის განმავლობაში ჩამიჩუმი არ ისმის, ზაფხულობით კი უამარავ სტუმარს მასპინძლობს, პლიაჯებისა და გარშემო გაშენებული ტყეების გამო :)
ეს ერთ ერთი სასტუმრო

ესეც ერთ-ერთი უძველესი კაფის შესასვლელი :) ესაა ადგილი ყავის დასალევად, ზიხარ სვავ ყავას და გადაყურებს უსასრულოდ გადაშლილ ტბას :)

გრანა ცნობილია განსაკუთრებული ტკბილეულით - Polkagris , რომელიც 1859 წელს, სწორედ ამ ქალაქში იყო გამოგონებული. აი ასე გამოიყურება დაფასოებული კამფეტები

ქალაქის ყველაზე დიდი ღირსება მე თუ მკითხავთ მისი პატრა და ძალიან კოხტა სახლებია, რომელთა ეზოებში და კედლებზეც კი სიმყუდროვე და გემოვნება იგრძნობა

მოკლეთ აი ასეთი ლამაზი დღე გავატარე დღეს, და ძალიან კმაყოფილი ვარ რადგან კარგი ამინდი იყო, არც ციოდა არც წვიმდა, ხალხიც მშვენიერ განწყობაზე იყო, გაღიმებული დადიოდა და ერთმანეთს ესალმებოდა :)

Eng. summery:
This post is about one Swedish town Gränna. I was there whole day today, bought famous Polkagris candies, walked around and just enjoyed with nice day :)

13 comments:

Da-v-iD said...

არადა თითქოს არაფერია.მაგრამ ყველაფერი კარგად ააქვთ "შეფუთული", სავლის ექსტერიერი, ეზოები, ქუჩები, ტკბილეულობაც კი... ეგ მაგრად მშურს ამათი. პეწი იციან. ჩვენ კი მთავარია შიგნით გვქონდს სახლი გამოტენილი და სუფა... თემას არ ეხებოდა მარა.. რა ვქნა ;)

leksodav said...

მაგარია აქ მინდა :შ

clown said...

მეც დიდი სიამოვნებით დავათვალიერებდი ამ ქალაქს ^^

ბაბისა said...

mominda mand :\

exposemaximum said...

This place loos really beautiful. So neat and clean.

unaamarga said...

ძალიან ლამაზია! აი, პირველმა ფოტომ მომხიბლა განსაკუთრებით.

Tomushka said...

კიიიიი, მაგარი საყვარელი ადგილია ნამდვილად. :)
ეს ტბაც ძალიან მომწონს დიდია და ლამაზი :)

Keti said...

როგორი ლურჯი ტბაა :)
მიყვარს ასეთი მშვიდი ქალაქები. რამდენიმე დღით სიამოვნებით გავერიდებოდი ხმაურს მსგავს ადგილებში

Tomushka said...

Keti- მასეთ ადგილას იცხოვრებდი? რათქმაინდა სამსახურიც თუ გექნებოდა

ჩორვენი¹³ said...

da es kamfeti ritaa gansakutrebuli? :O

ჩორვენი¹³ said...

da es kamfeti ritaa gansakutrebuli? :O

Tomushka said...

ჩორვენი¹³ - arc arafrit :D :D :D :D sufta Saqaria :D

Nicole said...

ადრე მეგონა, რომ კალიფორნიაში მინდოდა ცხოვრება, ახლა მივხვდი, რომ აქ მნდომებია! გმადლობ! :)