Sep 19, 2009

როგორ წარმოგიდგენია?

გუშინ სიმფონიური ორკესტრის კონცერტზე ვიყავი, და ამ პოსტის იდეაც სწორედ კონცერტზე დამებადა.

რა კავშირშია ერთმანეთთან ადამიანის პროფესია და მისი ფიზიოლოგიური თავისებურებები? მაგალითად - სანტა კლაუსი (როგრც პროფესია) არის მსუქანი, წვერებიანი, თეთრი თმებითა და ულვაშებით. პროგრამისტი კაცი - მძიმე წონიანი, რომელსაც უჭირს ადვილად გაადაადგილება :D პროგრამისტი ქალი- ასეთი იშვიათია მაგრამ ისინი ვინც არიან კაცებს გავნან, არანაირი ქალური აღნაგობა არ აქვთ. ვიოლინოზე დამკვრელები- ისტერიულ ადამანებად წარმომიდგენია, თხელი აღნაგობით, სათვაალეებით და ფერმკრთალი სახით. ტრუბაზე შემსრულებლები კი დიდი ღიპითა და ლოყებით.

ასე დაუსრულებლივ შემიძლია წერა მაგრამ არ ვაგრძლებ, რადგან ძალიან მინდა თქვენ მითხრათ თქვენი მოსაზრებები ამა თუ იმ პროფესიის წარმომადგენელის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური თავისებურებების შესახებ :)

14 comments:

Da-v-iD said...

ხოოო. მძღოლი რიპიანი,ცალ ხელზე მიღებული ზაგარით და მოღეღილი ყელით.
პედაგოგი ქალი, მშობლების ნაჩუქარი სამკაულებით და უგემოვნოთ გაღებილი, კაბა პიჯაკში.

ბაბისა said...

ეს ფოტო დავინახე და შემოვედი, ვიფიქრე რამე ისეთი იყო :დ და პროფესიებიო.. მმმმ პროგრამისტებს მე სულ გამხდრებს ვიცნობ რავიც. ისე არის კი ეგეთი თავისებურებები, აი ფსიქოლოგები სათვალიანები და ხმელები არიან ძირითადად, მხატვრები გამხდრები, მეფუნთუშეები,მზარეულები, გამყიდველები ძირითადად პუტკუნები და ა.შ.
თუმცა აღწერილობა ყველაზე არ ვრცელდება :))

tamunsio said...

კიი მაგრამ ყველა ერთნაირი ხომ არაა ყველა პროფესიის..მე მაგალითად ინფორმატიკულზე ვწავობ მომავალი პროგრამისტი ვარ და არანაირად არ ვარ ისეთი როგორიც დაახასიათე.. :P

Lalena said...

იურისტი მამაკაცები: საინტერესოები, კომუნიკაბელურები, იდუმალები, მიმზიდველები, კლასიკურად გამოწყობილნი, მაქსიმალურად კარგ ფორმაში.

იურისტი ქალები: ოდნავ ”სწერვები”, გემოვნებიანი, გამხდარები, მეტიჩარა სათვალეეებით (ანუ სინამდვილეში, რომ არ ჭჳრდებათ) და ლაკონურები

Cyborg said...

პრაქტიკულად ყველა ქართველი პროგრამისტი გამხდარი და სუსტი აღნაგობისაა.

ეს ალბათ უკვე "გეოგრაფიული" ასობენნოსწის ბრალია რო პროგრამისტს იმდენს არ უხდიან აქ რო გასუქდეს :დ

exposemaximum said...

and what is this? A post on women's underwear ?

Tomushka said...

exposemaximum - same problem as always . i have already written once for you.

well, this post is about a professions and people. how do u imagene a programmer, or a teacher?


Tamunsio- yvellaferi win gaqvs

exposemaximum said...

OK, thanks a ton for u r response :)

Keti said...

მართალია, ყველა პროფესია თავისებურ გარეგნობას აყალიბებს.

პროგრამისტი ბიჭები მართლა ძალიან გამხდრები არიან :) ვინც ვიცი, სულ ასეთებია :) ქალებს არ ვიცნობ.

ფეხბურთელები – გაღუნული ფეხებით :)
პოლიციელები სულ ერთნაირი "პახოდკით"; მხატვარი კაცები საქართველოში მაინც, ძირითადად წვერით.. მეტი ვერ მოვიფიქრე, უფრო სწორედ აქ წერია :)

Nicole said...

ჩემი სუბიექტური აზრით: 1. ადამიანი გამოიყურება ისე, როგორიც აზრებიც აქვს;
2.ნებისმიერი ადამიანის აღნაგობას აყალიბებს გენეტიკა და ღრმა ბავშვობაში (შესაძლოა ამქვეყნად მოვლენისასაც კი) მიღებული ფსიქოტრავმები.
ძალიან საინტერესო ბლოგი გაქვს. წარმატებები!

ramaz said...

პროგრამისტები ვმრავლობთ აქ, რა გასაკვირია?!
დაახლოებით მართალია ავტორი, მძიმეწონიანი ნაკლებად თუმცა ამ ბოლოს ღიპმა და მხრებმა შემაწუხა, თვალები ჯერ არა. რა უბედურებაა.

iasamani said...

მე, ვაფშეტა დიდი ხანია შევამჩნიე, რომ მხოლოდ წარმოდგენაში კი არა, რეალურადაც ეგრეა და ავხსენი ასე: ადამიანები პროფესიას ირჩევენ მათი ფსიქოლოგიური მახასიათებლების და მიდრეკილებების მიხედვით და ამიტომ არის, რომ ხშირად ერთი პროფესიის ადამიანებს, ხასიათებიც მსგავსი აქვთ. შეიძლება იგივე მიზეზი განაპირობებს მათ გარეგნობას, რაც მათ პროფესიულ არჩევანს )))

Tomushka said...

ძალიან გაკვირვებული ვარ, გამხდარი პროგრამისტი არ მინახავს მე ჯერ :D :D არადა იმდენს ვიცნობ იდენს რომ მგონი ყველაზე მეტი პროგრამიტი ნახნობები მყავს :D :D

lasharela said...

სანტა კლაუსი პერსონაჟია და არა პროფესია, ამიტომაცააქვს მკვეთრად გამოკვეთილი გარეგნობა..

დანარჩენებზე ვერამც და ვერამც ვერ დაგეთანხმები :) უამრავ პროგრამისტთან მაქვს შეხება, საქართველოშიც და მის გარეთ. მსუქანი არცერთი არაა :)

გოგო პროგრამისტი ვიცი ძალიან ნაზი და დახვეწილი და ქალური.

დანარჩენი აღწერებიც დიდად არ ემთხვევა...

აი პროფესია+ხასიათი უფრო მისაღები იქნება....

პროფესიაც ახდენს ხასიათზე გავლენას და ხასიათიც განსაზღვრავს მომავალ პროფესიას.