Sep 14, 2009

შენი არგუმენტირებული პოზიცია!

ამ პოსტში ერთ ფრიად საკამათო თემას მინდა შევეხო, რომლის იდეაც გუშინ ფორუმზე ერთ ერთ თემაში ატეხილმა კამათმა შთამაგონა. კამათი ან უბრალოდ მსჯელობა რაც გინდათ ის დავარქვათ, ეხებოდა ჩვეულებრივი საჯარო სკოლის საკლასო ოთახებში ხატების კუთხის მოწყობას.

რათქმაუნდა ბევრმა ადამიანმა აღნიშნა რომ მიესალმება მსგავს წამოწყებას, ზოგმაც ნეიტრალური პოზიცია დაიჭირა, რამოდენიმე ადამიანმა კი მათ შორის ”მემ” :P მკაცრად უარყოფითი პოზცია დაიკავა. ჩემი ძირითადი არგუმენტი იყო რომ: არასპეციფიკურ სკოლაში მსგავსი კუთხის მოწყობა, რელიგიური შეხედულებების თავზე მოხვევის მცდელობაა. ღრმად მწამს რომ თუ მშობელს სურს მისი შვილის სწავლა განათლებაში რელიგიური ელემენტების შეტანა უბრალოდ სპეციალური სკოლა უნდა აირჩიოს, ან კიდევ საშაბათო სკოლაში მიიყვანოს.

აი ასე მოკლედ მინდა დავასრულო ეს პოსტი.

ძალიან გთხოვთ გულწრფელად გამოხატოთ თქვენი არგუმენტირებული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.


Eng. Summery:
This post is about the religious elements in middle schools without special religious direction. The question is : should only one religious elements be in the classrooms or not and why do you think so? Or should they be there at all?

32 comments:

ჩორვენი¹³ said...

aranairad araa misagebi!! isic ki rom religiis gakvetilebze mxolod martmadideblur sarwmunoebaze xdeba saubari da magis iqit religia rogorc eseti ar gvjera ar gvesmis ar gvcams zalian cudia da mit umetes xatebi klasshi!!
klasi araa adgili sadac msgavsi religiuri sicminde unda iyos. tu mainc da mainc skolashi aigon patara otaxi da iq gaaketon rogoric hqonda magalitad pirvel eqsperimentul skolas.

Sophie Golden said...

ყველაფრის გაkitschება რატომ უყვარს ამ ხალხს, ვერ ვხვდები :(
ჩემთვის მიუღებელია, ბუნებრივია, რადგან არაქრისტიანი ბავშვები თავს არაკომფორტულად იგრძნობენ.

Keti said...

რაღა დავამატო შენს არგუმენტს, იგივეა ჩემიც!

Tomushka said...

Sophie Golden - სამარცხვინოა მაგრამ არ ვიცი როგორ გრძნობენ ბავშვები თავს ამ შემთვევაში. შენ იცნობ ვინმე არაქრისტიანს ვინც მსგავს სიტუაციაშია? ძალიან საინტერესო იქნებოდა რომ გეკითხა.

ნატოშა said...

წინააღმდეგი ვარ. პრინციპში უკვე ითქვა რატომაც:
1. რელიგიის თავზე ძალით მოხვევის მცდელობა.
2. დიდი დისკომფორტი არამართლმადიდებებლი ბავშვებისთვის.

მითუმეტეს წინააღმდეგი ვარ, ყველანაირი პედაგოგიური ინიციატივების, ტიპა: "მოდით, ბავშვებო, გაკვეთილის დაწყებამდე ვილოცოთ."

Dv0rsky said...

გეთანხმებით, მაგრამ სხვა არგუმენტი მაქვს - არამართლმადიდებლები რა შუაშია, გინდაც მართლმადიდებელი იყოს ბავშვი, შუა საუკუნეების დროინდელ სიბნელეში უნდათ დააბრუნონ?

სკოლაში ხატების საყურებლად კი არ დადის ბავშვი, არამედ სასწავლად.
და სწავლის უმთავრესი ამოცანაა, ბავშვს გაუღვივოს დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნების უნარი. რასაც ყველანაირი რელიგია კლავს.

Lasha Beraia said...

მეც მიუღებლად მიმაჩნია, იმავე ზემოთ ჩამოთვლილი არგუმენტებით. თან ჩვენი სკოლები ხომ საეროა, რა შუაშია ერთ-ერთი რელიგია? ახალ სახელმძღვანელოებში (მაგალითად, ისტორიის, მე-7 კლასში) ყველა დიდ რელიგიაზეა საუბარი. კუთხეების მოწყობას განათლების სამინისტროც არ დაუშვებს.

Da-v-iD said...

მე პირადად ბევრ სხა კითხვებზეც მინდა პასუხი მივიღო რაც მსგავსი, რელიგიისადმი ლამის ფანატიკური და ბრმა დამოკიდებულებიდან არის გამოწვეული. კონკრეტულ საკითხს რაც შეეხება.არ არის მისი ადგილი მანდ. მაგ ნაირი შემართებით საგნები ასწავლონ ბავშვებს ეგ აჯობებდა. კონკრეტულად ისტორია და ქართული მაქვს მხედველობაში.

ERM0NIA said...

საკვირაო ან სასულიერო სკოლებში კი ბატონო. ჩვეულებრივ სკოლებში კიდევ არ იქნება ტრაგედია ერთი სამლოცველო ოთახი რომ იყოს. ფსევდოტოლერანტულობაც არ ვარგა.

clown said...

ჩემს კლასში ყველა მართმადიდებელია, მაგრამ მაინც წინააღმდეგიო ვიყავი გაგვეკეთებინა ხატების კუთხე:|
მაინც გააკეტეს.... მოხდებოდა ცხუბი, საღეჭი რეზინების სროლა ეგრეთ წოდებული "ტრუბკებით" ომი და ასე შემდეგ... და ყველაფერი ხატების კუთხეში ეყარა... ხო და კიდე მართმადიდებლური და კათოლიკური ხატები ერთად გვეწყო :|
საშინელებაა რა :|

Leonard Shelby said...

სკოლაშჲ როდესაც რელიგიას ვსწავლობდი, მასწავლებელი ლოცვით გვაწყებინებდა გაკვეთილს. კლასში ებრაელი მყავდა რომელსაც ასევე ალოცებდა ხოლმე, ის პატარა იყო და ვერ ხვდებოდა, რომ ეს არ უნდა ექნა. მე ერთი-ორჯერ არ ვილოცე(რადგან ამბობდა თუ განწყობა არ გაქვთ არ ილოცოთო) მეც მეზარებოდა ფეხზე დგომა და ვჯდებოდი. მთელი გაკვეთილი ჩემზე იყო დაბოღმილი ხოლმე.

რათქმაუნდა არ უნდა იყოს არანაირი ხატები და მათთვის განკუთვნილი კუთხეები კლასებში, მართმადეიდებლობა არ არის სახელმწიფო რელიგია და არაფრით არ არის სხვა სარწმუნოებაზე "აღმატებული". რელიგიის სწავლებაც კი არასწორადაა ჩვენს სკოლაში, თუ რელიგია ჰქვია საგანს მაშჲნ ყველა რელიგია უნდა გააცნო მოსწავლეს და არა ის რომლისაც შენ გწამს :)

ბაბისა said...

ამ კომენტარების გადამკითხველს კომუნისტების დრო გამახსენდა, ხატები რომ იკრძალებოდა, მიზეზები სხვადასხვაა, შედეგი ერთი :) ყველა რელიგიას პატივს ვცემ, მაგრამ კლასში , სადაც 1 ან 2 შეიძლება არამართლმადიდებელიც იყოს(ისიც იშვიათად), არაფერი შავდება თუ ხატი იქნება სადმე. მე არ მახსოვს სხვა აღმსარებლობის მქონე ადამიანის დაცინვა ან შეურაცხყოფა , ასეთი ფაქტები, მითუმეტეს სკოლაში, იშვიათია და არც ის მგონია, ვინმე დისკომფორტს გრძნობდეს ერთი ხატის გამო :)

ნან said...

არ მომწონს ხატების კუთხე არც სკოლაში, არც სამსახურში და არც საჯარო თავშეყრის ადგილებში, თუ ეკლესიას და სასულიერო სასწავლებლებს არ ჩავთვლით რასაკვირველია.
საქმე მხოლოდ იმაში არაა, რომ კლასში ან სამსახურში შესაძლოა არამართლმადიდებელი იყოს და ეს არ მოეწონოს.
რელიგიური საკითხები ჩემთვის ძალიან ფაქიზი და პირადია, არ არის საჭირო საჯაროდ ამის აფიშირება. ძალიან ხშირად ხდება ხატების კუთხესთან და ღვთისმოსაობასთან დაკავშირებული ამბები უბრალოდ სასაცილო.
ყველამ ილოცოს სახლში!

Alexander said...

ძალით თავზე მოხვევა დაუშვებელია ნებისმიერი რამის. თუ მაინც და მაინც სურვილი აქვთ, გაკეთდეს ეს ისტორიის კაბინეტში, სადაც ყველა რელიგიაზე იქნება შესაბამისი მასალა, რომ ბავშვობიდანვე ისწავლონ პატარებმა, რაშია განსხვავებები და როგორ უნდა ხდებოდეს ერთმანეთის პატივისცემა. ჩემი აზრით, სკოლებში უმჯობესია ადამიანების სიყვარული და ტოლერანტობა ასწავლონ, ვიდრე აზუთხვინონ ლოცვები, რაც სინამდვილეში მხოლოდ სპეციფიურ დაწეებულებებში უნდა ხდებოდეს და არა საჯარო სკოლებში. ვიღაცამ თქვა დაცინვა არ ხდებაო. ამისი მაგალითები საკმაოდ ვიცი, ასე რომ ამაზე ხელის დაფარება არ ღირს. მით უმეტეს, როცა ბავშვებს თავიანთ ასაკში სჩვევიათ განსხვავებული ადამიანების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გამოვლენა სხვადასხვა ფორმებში. პირადა მე მომსწრე ვარ, როგორ სწავლობდა და იზუთხებდს მუსულმანი გოგონა მამაო ჩვენოს წლების განმავლობაში. ამის გამო ის მართლმადიდებელი არ გამხდარა, მაგრამ მის ოჯახში ამ მიმართულებით კონკრეტულად რა ხდებოდა ვერაფერს გეტყვით. სიფრთხხილეა საჭირო და კიდევ ცოდნა, და არა ის, რომ თავის დროზე ოროსანმა და გაუნათლებელმა ადამიანებმა მერე სკოლაში ისტორია და რელიგია ასწავლონ. გაისეირნეთ რეგიონებში, სოფლებში და გაიკითხეთ, ვინ არის იქ ამ საქმით დაკავებული. მერე არ უნდა გვიკვირდეს, რომ ფანატიკოსები იზრდებიან და ყველაფერზე წამსვლელები არიან, როცა მათ რწმენა მოსთხოვთ ამას...

zicke said...

წინააღმდეგი ვარ კლასში ხატების კუთხის მოწყობის

სკოლაში შეიძლება იყოს ერთიკუთხე სადაც ვსაც მოუნდება შეუძლია შევიდეს და ილოცოს, იმ სკოლის კლასებში რომელიც არის არასაჯარო (მაგ. წმ გიორგის სახელობის)

ნუ მე პრინციპში ყველაზე მეტად არ მომწონს ის რომ ეს არის მასწავლებლის ინიციატივა და სუბიექტური არამშობლებთან შეთანხმებული გადაწყვეტილება

exposemaximum said...

It is of my opinion that teachers in schools should not teach about religion at all. after all what kids are going to learn from it ? Will religion help them in shaping their lives ? They will get nothing from the religion. The only religion they can teach students i.e "Humanity".

Anonymous said...

da ra moxda rooo?
xatebi ro ekidos skolaSi Tundac erT kuTxeSi?
esufro mizanSewonilad mimaCnia)
kartoCe Zaan yvelafris 2 WrilSi aRqma, kargia-cudiaTi ro ufro vamzafrebT ama tu im safrTxilo sakiTxs rato ver xvdeba zogi?
Sexedet ''tolerantebo" imasac tolerantulad rom skolaSi sadac tradiciuli religiis aRmsarebeli bavSvebia umravlesoba. iqave xatebic iyos, ilocon kidec.
ar momwons umcirewsobis mimarT aseTi dakompleqseba da gafetiseba
umciresobhis ''saTuTi grZnobebisa
:P

Alexander said...

ანონიმო, არც მე მომწონს ლათინური შრიფტით რომ წერ, დაწერე ქართულად და გავიგებთ რისი თქმა გინდა. ხო ახლა გაკვეთილები–ღა გვაკლია, რომ ლოცვების ადგილად ვაქციოთ და ავშენდებით. მერე ქალებს ფარანჯები ჩამოვამხოთ თავზე, შაჰი საქართველოდან გავაგდოთ და აიათოლა კი გვყავს და თუ არ გვეყოლება, ახალს დაგვინიშნავს მისი მოწყალება მამა კირილე მოსკოვიდან. ძალიან მაგარი პერსპექტივაა... ვერაფერს იტყვი...

Sophie Golden said...

@ dvorsky, შუასაუკუნეები რა შუაშია? არსებობს სპეციალური რელიგიური სკოლები, სადაც ლოცვით იწყებენ და ამთავრებენ კიდეც, ამიტომ პრობლემა არ მაქვს ამასთან. თბილისში ორი ასეთი ებრაული სკოლაა, სადაც რელიგიას განსაკუთრებულად ასწავლიან. უნდა იყოს ასეთივე ქრისტიანული სკოლები, თუკი მშობლებს სურვილი აქვთ, შვილები რელიგიურები ჰყავდეთ.

რაც შეეხება ანონიმის კომენტარს, უმცირესობების გრძნობები რა შუაშია - მარტივი ლოგიკაა, მაგალითად, ისრაელში, ჩვეულებრივ სკოლებში რელიგიაზე საერთოდ არ ამახვილებენ ყურადღებას, იმიტომ, რომ იქ ერთად სწავლობენ იუდეველები, ქრისტიანები, არაბებიც კი და იქ აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე საუბარი მარაზმი იქნება, იმიტომ, რომ ყველა ადამიანს თავისი რელიგია მიაჩნია ჭეშმარიტად.
:| რა მნიშვნელობა აქვს ხატების დაკიდებას, თუ აივნიდან ნაგვის პარკს გადმოისვრი და ავტობუსს "გადააგდებ"???

Sadie said...

როდის მოტვინავს ეს ხალხი, რომ რაც უფრო შეუჩიჩხინებ ბავშვს ამ შენი რელიგიით, (მეშენგეტყვი და აზრიანად აგიხსნის ვინმე რამეს, რა უნდა გწამდეს და რატო) მით უფრო ნაკლები სურვილი გაუჩნდება იყოს რელიგიური/იაროს ეკლესიაში. მარტივია. რაც არ უნდა იყოს, აი ნებისმიერი რამე, რითიც შეგიკიკინებენ, მოგბეზრდება და ყელში ამოგივა.

Anonymous said...

ragac sheuracxmyofelad laparakoben xatebze. ki batono,nu dakideben xatebs klasshi ,magram ara imitom rom romeligac musulmans es ''ar uswordeba'' da ''dachagrulad grdznobs tavs''... sheidzleba ar mogwondes xatebi otaxshi,magram xelasc xo ar gishlis?..

Katieé... (aka ეკა.ტერინე) said...

აბსოლუტურად ვეთანხმები პოსტის ავტორს, რომ საკლასო ოთახებში ხატების კუთხის (წარმომიდგენია რამხელა იქნება ეს კუთხე) მოწყობა არამიზანშეწონილია.

თავი რომ დავანებოტ უმცირესობაში მყოფ სხვა რელიგიის წარმომადგენლებს, რომლებიც კლასში შესაძლოა სულ არ გვყავდეს, იმაში ხომ ყველა დამეთანხმებით რომ ათეისტები და ნონთეისტები ნამდვილად იქნებიან ყველა ჯგუფში? მათი დისკომფორტი ნაკლებმნიშვნელოვანია?

მე, რომელიც არც იეღოველი ვარ, არც მუსლიმი და არც ნონთეისტი, ვღიზიანდები სამსახურებში რომ ვუყურებ მთელ კედელს ხატებით დაფარულს, არა იმიტომ რომ ხატებს და მართლმადიდებლობას ვერჩი რამეს, არამედ იმიტომ რომ სამსახური (სკოლა, ინსტიტუტი) არ არის საკუთარი რწმენის გამოსაფენი ადგილი და საერთოდ რელიგიაზე გამუდმებული საუბარი, ვინ სად ჩააბარა აღსარება, ვინ სად მიიღო ზიარება და ვისი "მამაო" უფრო მაგარია, უკულტურობაა, რბილად რომ ვთქვათ.

და კიდევ ერთი ფაქტორი,
ვეფხიტყაოსანი ხომ შეგვაძულეს სკოლაში უაზროდ დაზეპირებით, შინაარსი რომ არ ვიცოდით ბოლომდე 5 წელი ისე ვიზეპირებდით თავებს ნაწყვეტებად... ეხლა ხატები და მართლმადიდებლობა შეაძულონ ძალით თავში ჩატენვით.

ვერ გაიგო ამ ხალხმა რომ მე19 საუკუნეში დამთავრდა სასულიერო სემინარიები, როზგები და დღეში 9ჯერ ლოცვა – როგორც სწავლის განუყოფელი ნაწილი.

Alexander said...

ანონიმო, ქართულად წერა კიდევ ვერ ისწავლე... ისე გეტყობა ასაკით ძალიან პატარა ხარ და სადღაც რაღაცას ჩაგჩიჩინებენ შვილო, ცხოვრება ეგ არ არის. ის არავის უშლის, ეს არავის უშლის – ეს ლაპარაკი არ არის. შენ თუ არ გიშლის, ეგ არ ნიშნავს, რომ ყველა შენნაირია. და ამაზე არ არის ლაპარაკი. "რომელიღაც" მუსულმანი შენი მეზობელია და მასთან ერთად სუნთქავ ერთ ჰაერს. ასეა ნებისმიერი სხვა რელიგიის წარმომადგენელიც. შენსას რომ ახვევ თავზე, ჯერ იმაზე უნდა იზრუნო, რომ ეს ექსტრემალური ფორმებით არ მოხდეს, და თუ სხვა რელიგიის წარმომადგენელი შენი რელიგიის უპირატესობაში დარწმუნდება, ის თავად მოექცევა შენს სარწმუნოებაზე, და არა ჯოხით და თავში ჩარტყმით.

Anonymous said...

Sophie Golden -:| რა მნიშვნელობა აქვს ხატების დაკიდებას, თუ აივნიდან ნაგვის პარკს გადმოისვრი და ავტობუსს "გადააგდებ"???
amaSi absoluturad getanxmebi,
Tumca me ar moviTxov rom maindamainc unda idges skolaSi xatebi da ilocon da asebve vewinaaRmdegebi im azrs rom aravitar SemTxvevaSi ar unda iyos religiuri elementi skolebSi...
mokled kategoriul0oba am sakiTxSi cemTvis miuRebelia...

Alexander said...
jer erTi ro cota wesierad imetyvele da seni Wkuis swavleba ar mWirdeba...
jer erTi rogorc minda ise vwer da ra shriftit es Seninsaqme ar ari!!!...
da kidev... meore anonimis posti sxvisia da pirveli anonimis chemi -cnobisTvis P;

Michael Oren მიხეილ წიწუაშვილი said...

ისრაელში ვცხოვრობ 1989 წლიდან.როდესაც ჩემი გოგონა მეორე კლასში გადავიდა სკოლის დირექტორმა მოიწვია მშობელთა კრება.ჩემს მეუღლეს არ ეცალა და დიდი ხვეწნის შემდეგ მე წავედი კრებაზე.კრება ეძღვნებოდა უცხო ენის შესწავლას. დირექტორი გვთავაზობდა რომ ინგლისურის მაგივრად ბავშვებს დაეწყოთ იდიშის შესწავლა,ინგლისურს ისედაც როგორმე ისწავლიანო(ვინც არ იცის იდიში არის ევროპელი ებრაელების სალაპარაკო ენა-ანბანი აღებული აქვთ ივრიტიდან და გერმანული ენა დაბინძურებულია ივრიტით პოლონურით და ასე შემდეგ).ჩემს მეტი ყველა ჩუმად იყო,მე წამოვდექი,მივედი დირექტორთან მოვითხოვე მიკროფონი და ჩემი დამტვრეული ივრიტით ავუხსენი ყველას რომ საქართველოს ებრაელებს ქართულის მეტი მშობლიური ენა არ გაგვაჩნია,საქართველოში აბსოლუტურად ყველა ებრაელი ლაპარაკობს ქართულად და რადგანაც ყველა ქართველი ებრაელი მიმაჩნია ნამდვილ ებრაელად ამიტომ ქართულს ვთვლი ებრაელთა სალაპარაკო ენად და შევთავაზე რომ იდიშის მაგივრად სკოლაში შემოეღოთ ქართული ენის გაკვეთილი. ჩემი სიტყვის დამთავრება იყო და დაახლოებით 200 მშობელი გამოფხიზლდა,მაშინვე მოითხოვეს სიტყვა სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულებმა რომელთა სალაპარაკო ენა იყო არაბული,ბერძნული,თურქული და ასე შემდეგ . ასე გადავარჩინე ძალიან ბევრი ბავშვი როგორც იდიშის ასევე ქართულის შესწავლას.
მე ცოტა შორიდან მოუარე მაგრამ ვიტყვი ჩემს აზრს რომ რელიგია და ბიბლია უნდა ისწავლებოდეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ისტორიის დონეზე, უნდა აუხსნან ბავშვებს რომ ყველა ძირითადი რელიგია აღიარებს ერთ ღმერთს და ყველა ადამიანს ერთი წინაპარი გვყავდა და თუ ჩვენს შორის რაიმე განსხვავება არსებობს მხოლოდ ტრადიციებში.გმადლობთ ყურადღებისათვის.

თაზო said...

დაახლოებით 11 წლის წინ, თბილისის მე-100 სკოლაში ვსწავლობდი, კლასში გვყავდა იაღოველი და-ძმა. თვქენ გენახათ, მეხუთეკლასელ ბავშვებს როგორ ექცეოდა რელიგიის მასწავლებელი. ბავშვები საშინელ ტერორში იყვნენ. ერთხელაც, რამდენიმე ბავში გამოვესარჩლეთ მათ, მაგრამ რად გინდათ, ჩვენ უარესი დღე გვაყარეს. საბოლოოდ, იმდენი სკანდალი ატყდა, რომ ზოგიერთ არამართლმადიდებელს ნება დართეს რელიგიის გაკვეთილს არ დასწრებოდნენ.მათ შორის კიდევ იყო ორი სომეხი და ერთიც ებრაელი, პლუს იეღოველები.

თორნე said...

ჩემთვის მიუღებელია კომენტარების ავტორთა მოსაზრებები და ვითომც ''არგუმენტირებული''პოზიცია,რადგან მხოლოდ ხატების კუთხე კი არ უნდა იყოს სკოლაში,არამედ რელიგიის გაძლიერებული სწავლება უნდა მიმდინარეობდეს.მე ვსწავლობდი რელიგიას სკოლაში და ჩემთან ერთად სწავლობდა რამდენიმე ქურთი ბავშვი.ისინიც დიდი სიამოვნებით სწავლობდნენ გაკვეთილებს.კლასშიც გვქონდა ხატების კუთხე და სკოლის შესასვლელშიც,სადაც დიდი სასანთლეც იდგა.ყველა ადამიანი მაინც თვითონ აკეთებს არჩევანს.კომენტარებში ''უჩვეულო'' აგრესია იგრძნობა მართლმადიდებლობის მიმართ!ამას შესანიშნავად ფარავენ ვითომც ''ტოლერანტობის'' და ''ადამიანთა თანასწორობის''ქადაგებით!

Keti said...

რა შუაშია ნაგვის პარკის სროლა რელიგიურობასთან?
ეს შინაგანი კულტურის საკითხია – რელიგიურობის მიუხედავად ადამიანებს ან აქვთ, ან – არა.

ვეთანხმები დვორსკის, რომ რელიგია ზღუდავს ადამიანებს. ნებისმიერი.
და კიდევ, რელიგია დიდი ხანია მასების მართვის ბერკეტად იქცა.

ახლა რაც შეეხება რელიგიის სწავლებას. ამ გაკვეთილებს საეკლესიო პირები არ ატარებენ. არც სასულიერო განათლების მქონეები. საერო პირებს კი არ აქვთ ნება, ვინმე ალოცონ და მოძღვრობა შეითავსონ.

სხვა საქმეა რელიგიის ისტორიის სწავლება და ამას ცალკე საგანი სულ არ სჭირდება.

მე არასდროს შევიყვან შვილს რელიგიურ სკოლაში, ან ასე ყურადღებაგამახვილებულში. თუ ის ამ გზას ზრდასრულ ასაკში აირჩევს, შეუძლია სემიანარიაში განაგრძოს სწავლა.

და რატომ არ ფიქრობთ, იმ პატარა გოგოს, რომელსაც "მამაო ჩვენოს" აზუთხინებდნენ, მისი საკუთარი რელიგიის მიხედვით ცოდვაში რომ აყენებდნენ?

Keti said...

p.s. მიხეილ წიწუაშვილსაც ვეთანხმები.

Sophie Golden said...

@ ქეთი, ნაგვის პარკები რა შუაშია და ჯობია ბავშვებს ასწავლონ ზრდილობა, ქვეყნის გაფრთხილება, შრომისმოყვარეობა.
მხოლოდ რელიგია არ აყალიბებს ადამიანად. ადამიანობა - კიდევ ყველაზე მთავარია ამქვეყნად!!!

Keti said...

სოფი, რა თქმა უნდა, ადამიანობა მთავარია.
"ზრდილობა, ქვეყნის გაფრთხილება, შრომისმოყვარეობა" – მხოლოდ სკოლაში არ ისწავლება, ოჯახის როლი ამ ყველაფრის ათვისებაში ყოველთვის ბევრად მეტია, ვიდრე მასწავლებლისა.

Lasha Beraia said...

ძვირფასო ბლოგერებო,

მივესალმები თქვენს კორექტულობას და იმ სიფრთხილეს, რომლითაც ერთმანეთს დისკუსიისას ეპყრობით.
როგორც საკითხში მეტ-ნაკლებად გარკვეულმა ადამიანმა მინდა გითხრათ, რა ვითარებაა დღევანდელ სკოლაში, ასე ვთქვათ, კანონის დონეზე და შემოგთავაზოთ გაეცნოთ რელიგიის თავს მე-7 კლასის ერთ-ერთი – ჩემ მიერ გამოცემული სასკოლო სახელმძღვანელოდან. რადგან ჩემი კომენტარი ვრცელია და დამოუკიდებელი პოსტის ფორმა უფრო აქვს, გიწვევთ იგი წაიკითხოთ ჩემს ბლოგზე: http://lashaberaia.blogspot.com/