Sep 7, 2009

ცუდადაა ჩემი საქმე

გთხოვთ ეს პოსტი ისე გაიგოთ როგორც ვწერ. ის არ წარმოადგენს არც წუწუნის, არც თავის მოსაწყლების და არც რაიმე მსგავის რამის მცდელობას, უბრალოდ ვახდენ ფაქტის კონსტანტაციას - ცუდადაა ჩემი საქმე!

რატომ? დღეს კიდევ ერთი ახალი საგანი დავიწყე, ანუ ამ მონეტისათვის ორ საგანს ვსწავლობ, და ორივე საგანში ყველაფერი აგებულია ჯგუფურ მუშაობაზე. გამოცდებისათვის რაპორტიც კი ჯგუფურად უნდა მოვამზადოთ. რა პრობლემაა, შეიძლება ბევრმა გაიფიქროს, უკეთესი არაა მთელ პასუხისმგებლობას ჯგუფი გადაინაწილებს (5 კაცი ვართ ჯგუფში). პრობლემა არის და დიდი პრობლემა - ჯგუფში მუშაობა არ შემიძლია, არ მიყვარს და არ მინდა!

პიროვნულად ძალიან დამოუკიდებელი ვარ, არ მიყვარს როცა ვინმეზეა დამოკიდებული საბოლოო შედეგი, რადგან ჩემი თავის გარდა ვერავის ვენდობი (სამწუხაროდ). საქმისათვის შემიძლია დღე და ღამე გადავასწორო, მაგრამ როცა იგივეს ჯგუფის სხვა წევრისაგან ვერ ვხედავ ძალიან ვღიზიანდები და აგრესიული ვხდები :( . ჩემი მასწავლებელი ამბობდა ხოლმე - მარტოსული მგელი ხარო. ხოდა რა ვქნა? მითხარით რამე თორემ სასწორკვეთას მივეცემი სადაცაა :(

23 comments:

Da-v-iD said...

მგლებიც კი ხროვაში იკრიბებიან როცა ნადირობის რდო დგება. ასე რომ იყო მგელი არ ნიშნავს რომ მუდამ მარტო უნდა იყო.
შეგიძლია იყო ლიდერი, ეს მინიმუმ

Tomushka said...

lideri ver viqnebi, araa chemshi es chadebuli. martosuli mgeli ki sxvaa. is xrovisagan calke cxovrobs. da mec ase var.

axla maqsimumi damiwere please :):*

unaamarga said...

მდა, მეც ეგრე ვარ. ვერ ვიტან ჯგუფში მუშაობას. საშინელებაა ჩემთვის, როცა სამსახურში ერთ დავალებას რამდენიმე ადამიანს გვაძლევენ და ერთად უნდა შევასრულოთ. აი, მირჩევნია ყველას გასაკეთებელი მე მარტომ ვაკეთო :(

clown said...

ვერც მე ვიტან ჯგუფში მუშაობას :\

Tomushka-თუ სხვა გზა არაა, აბა რაღა უნდა ქნა? მთავარია ჯგუფში კაი ხალხი იყოს და სწერვები არა :|

ნინი said...

მეც ზუსტად მასეთი ვარ. შარშან საგამოძიებო ჟურნალისტიკაში ჯუფებად ვიყავით დაყოფილი და თან ჩემ ჯგუფში ლიდერად დამნიშნეს. დ ა ვ ი ტ ა ნ ჯ ე- ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, დავალებებს ვანაწილებდი, მარა ყველას კუდში დავყვებოდი ინტერვიუებზე თუ სამინისტროებში დოკუმენტების გამოსათხოვად, . იმიტომ რომ მეშინოდა რამეს სრულად არ გააკეთებენ-თქო.თან გურჯაანში ვიძიებდით სოციალური დახმარებების ამბებს და აბა როგორია იარო თბილისიდან გურჯაანი-თელავი-თბილისის მიმართულებით რამდენჯერმე საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ ყველა საკითხში ჩახედული მარტო მე ვიყავი (რახან ყველგან დავდიოდი) და 12 გვერდიანი საგამოძიებო სტატიის დაწერაც მე მომიწია.(ვერც წარომედგინა როგორ შეიძლებოდა რომ სტატია რამდენიმე ადამიანს ერთად დაეწერა). მაშინ მივხვდი რომ ვერ ვარ რაღაც სრულ ჭკუაზე ასეთი უნდობლობა რომ მაქვს-თქო, ან მატრაკვეცა ვარ-თქო :) ლექტორმა მითხრა შენი ინდივიდუალური შესრულებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ როგორც ლიდერით- არაო :) რა ვქნა ახლა მე??? აშკარად მუშად ვარ დაბადებული :)

kanario said...

me uketess getyvi... sxva kutxidan unda miudge am sakitxs. xom gagigia is andaza "shedzaxilma xe gaaxmovo", ar unda gamoxato ase xmamagla rom ar shegidzlia es saqme! piriqit, sakutar tavs gamudmebit umeore rom, "me? me ar shemidzlia es? ra sisulelea!" kidev erts getyvi. baron miuhauzeni cakitxuli geqneba, albat. ertxel moyva rom chaobshi vixrchobodi da sakutari tavi gadavarchine, tmebshi chavchide chems tavs xeli da amovedio. ;) am xerxs viyeneb yoveltvis roca sadme var "chafluli", mokide axla shens tavs tmashi xeli da amo..! :)

Da-v-iD said...

ხოხ, რამდენი მარტოხელა მგელი ყოფილა, თან ყველა ბლოგერია :)
ყველა მგელი ცალკე ცხოვრობს ძირითადად.წყვილებად იყოფიან. ეს ასეა.მაგრამ გარკვეულ დროს ერთიანდებიან. ეს ისე...
მაქსიმუმს რაც შეეხება ეს ცოტათი რთულია. მაგრამ თუ მგელი ხარ ადვილად გაართმევ თავს. უნდა დაიცვა შენი პოზიცია და დაარწმუნო ყველა შენს სიმართლეში. მაშინ შენ ავტომატურად გააკეთებ იმ საქმეს რაც შენ გასაკეთებელი იქნებოდა "ხროვის" გარეთ, დანარჩენი კი შენ გამოგყვება. ეგ არ არის ლიდერობა. ეგ გათიშვაა. devida et impera... გათიშე და იბატონე, იმგელე თუ გნებავს ;)

უბრალოდ said...

ძნელია მესმის, სხვისი პასუხისმგებლობაც შენ აიღო და სხვებს რამე დააძალო, მაგრამ
სწორედ ეგაა სიძლიერე
და არა მარტოდმაარტოდ კბილებით გატანა ყველაფრის.
ადამიანი სოციალური არსებაა, შეძლებ :)
უნდა შეძლო - სხვა გზა არაა.
თანაცხოვრება ხომ შეგიძლია ვიღაცასთან ერთად(ქმართან) - მუშაობაც შეგეძლება ხალხთან ერთად- მთავარია მოინდომო და წვრილმანებზე არ გაღიზიანდე :)

ბაბისა said...

maqsimalurad ertpironulad akete ragaceebi,ase mainc sheimsubuqeb :))) ziritadi davaleba aige shen, sxvebi daixmaresavit - aseti jgufi sheqmeni da ilidere, naklebad igrznob sxvebis garemocvashi tavs :P

ika_l said...

ერთადერთი გზაა, რომ ბოლოს და ბოლოს შეეგუო ჯგუფში მუშაობას. სხვა რა გირჩიოთ აბა? :(

Tomushka said...

ყველას მადლობა გამოხამურებიასთვის. უბრალოდ მირჩიეთ როგორ ვისწავლო ჯგუფში მუშაობა.

Da-v-iD- ”მარტოხელა მგელობა” მარტო ჯგუფში ვერ მუშაობას არ გულისხმობს. ამ მდომარეობას უარყოფითი უფრო ბევრი აქვს ვიდრე დადებითი. :)

ჯორჯ პაიკი said...

ზოგჯერ საჭიროა რომ გზაზე ერთი კაცის მაგივრად ჯგუფი მიდიოდეს. :)გზაზე ერთი ჯგუფი მიდიოდა... საქმე თავად გიჩვენებს რა და როგორ უნდა გააკეთო, ასე მგონია მე.

Da-v-iD said...

მესმის-მაგრამ "სისუსტის" შენს საკეთიდლღეოდ გამოყენების გზები უნდა ეძიო და მაშინ ეგ უკვე ძალა იქნება ;)

Tomushka said...

Da-v-iD- ვეძებ და მემალება ეგ ოხერი :D :D

zurriuss said...

ალბათ, ყველაზე გამოსადეგი ამ შემთხვევაში იქნება ის, თუ სიტუაციას სხვა კუთხიდან შეხედავ.
კერძოდ "ვაიმე, რა ვქნა"–ს კუთხეს დაივიწყებ და "ამ ერთხელ ვცდი"–ს ან რაიმე ასეთს აირჩევ. ეს ერთგვარი თავის მოტყუებაა, მაგრამ აბა რა გირჩიო. თავი მოიკალი–თქო რომ გითხრა, მაინც არ გააკეთებ :)))
ჰო, კიდევ. ვერ ვიტან "გაუძელი ცოტა ხანს" გამოთქმას, მაგრამ ზოგჯერ ეგეც შველის, თუმცა აუტანელი რამაა.
შენთვის, როგორც ჩანს, მთავარია საქმე იყოს იდეალლურ დონეზე გაკეთებული. ასეთ შემთხვევაში შეგიძლია ყველას გასაკეთებელი შენ გააკეთო და ისე გააკეთო, როგორც შენ გინდა, იმათ კი თითი არ გაანძრევინო. შესაბამისად, ხმასაც ვერ ამოიღებენ შენ წინააღმდეგ. მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ მერე და მერე ყველაფერმა შენს ზურგზე უნდა გადაიაროს, რაც ახალ უბედურებებს დაბადებს...
მოკლედ, ამ ეტაპზე ეცადე, შორს არ გაიხედო და ის გააკეთე, რაც გევალება. დანარჩენს დროც გვიჩვენებს და შენი პოსტებიც :))

Tomushka said...

zurriuss - მართალი ხარ უნდა გავუძლო. თუმცა უკვე გაბრაზებული ვარ.

დღეს სემინარის დოკუმენტის სტუდენტურ პორტალზე დადების ბოლო დრე იყო, სემინარებს ჯგუფურად ვაწარმოებთ, ხოდა გოგომ ვისაც ევალებოდა ამ დოკუმენტის დაწერა (მხოლოდ ერთუ ფურცელი) უბრალოდ ისინდისა და არ დაწერა. როგორ არ გავბრაზდე? და მასწავლებლები კიდე გვიგზავნიან შეტყობინებებს დრო გავიდა და დადეთ სტუდენტების პორტალზე დოკუმენტიო. ჩემი შვედური მათზე ბევრად უარესია და მე დავწერდი იმ დოკუმენტს 10 წუთში, ახლა რომ დავწერო არ გამოდის , მატრაკვეცა გამოვალ

Sophie Golden said...

მეც ასე მეგონა, რომ ჯგუფში მუშაობა არ შემეძლო, მაგრამ წლევანდელი საბაკალავროს მერე მივხვდი, რამხელა სიამოვნება იყო, როცა ისეთ კარგ და ჭკვიან ადამიანებთან მომიწია მუშაობა, როგორებიც ჩემი ჯგუფელები იყვნენ. ეცადე, ატმოსფერო საინტერესო გახადო, ყველას დაუმეგობრდე და რაც მთავარია, ერთი მიზანი ჩამოაყალიბოთ. მიზანი - აი, მთავარი გასაღები ;)

Keti said...

ვაი, მგავხარ თურმე :)
მეც ვღიზიანდები ხოლმე. ამიტომ ყოველთვის მირჩვენია კონკრეტული საქმე მქონდეს, სადაც ჩემი პასუხისმგებლობა განსაზღვრული იქნება. ჩემი შეფი მეუბნება, რომ ბუნებით კოლექტივისტი არ ვარ :დ
რჩევა (რასაც მეც მივმართავ): სხვის წილ პასუხისმგებლობაზე ნუ იდარდებ.
და ჯგუფის სხვა წევრები რას ამბობენ? ალბათ აჯობებს, ერთად შეახსენოთ ვადები.

სოფი, დამეგობრება რომ შველოდეს საქმეს... პრობლემა პასუხისმგებლობასა და შრომის უნარშია, რომელიც ხშირად ადამიანებს მაღალ დონეზე არ აქვთ, ანუ ყველას ერთნაირად :( ამიტომ ჯგუფში ვიღაც ხშირად მეტად იტვირთება ხოლმე, რომ სხვები ამოქაჩოს.
და ეს ცუდია, რადგან მერე ამ როლს მუდმივად მიანიჭებენ

Tomushka said...

Keti - ჩემი ყოფილი უფროსი სწორედ ამ თვისების გამო მიხდიდა ხელფასს. ანუ ვიყავი დამოუკიდებელი, გადაწყვეტილებებს ვიღებდი დამოუკიდებლად, არ ვაწუხებდი საქმეს მშვენივრად ვაკეთებდი. მაგრამ ესნი სულ სხვანაირად აზროვნებენ. ესაა კოლექტიური საზოგადოება, და ვგრძნობ რომ რაღაც დონეზე უნდა ”მოვშინაურდე” თორემ ასე ველურად ყოფნა არ წამადგება.

აუცილებლად უნდა მოვახერხო რამე. ბოლო გამოსავალია რამე ტრენინგ ჯგუფზე ჩაწერა, ან რამე ჯგუფური სპორტის დაწყება.

nicole said...

ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე ჩვენ გვგონია. არსებობს ასეთი მარტივი სქემა: როცა ფიქრობ, რომ რაღაც არ შეგიძლია, თუმცაღა, საჭიროობაა ამის, უბრალოდ წარმოიდგინე, რომ შეგიძლია; ამის შემდეგ თუ ფიქრობ, რომ წარმოდგენაც არ შეგიძლია, წარმოიდგინე, თითქოს წარმოიდგინე, რომ შეგიძლია! ყოველთვის ჭრის!
საერთოდ კი, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ რაღაც შეუძლია, ან არ შეუძლია _ ორივე შემთხვევაში მართალია!

Keti said...

ტომუშკა, მგონი ეგენი კომუნიზმზე უარს არ იტყოდნენ :)
უკვე ვხვდები, როგორ გამიჭირდებოდა ასეთ საზოგადოებაში ყოფნა. სამსახურში შეიძლება ითქვას, ისეთი მიმიღეს, როგორიც ვარ.
რადგან საქმის ხარისხი ერთი–ორად მაღალია, როცა მე ვაკეთებ და არც დროში ვაგვიანებ. მაგრამ ყოველთვის ერთის გასაკეთებელი საქმე არ ჩნდება...

კარგი იდეაა, რაიმე ჯგუფში ჩაწერა.

Tomushka said...

Keti - კომუნიზმი არა, აქაა დემოკრატიული სოციალიზმი :D :D :D

Nicole- თან ამრთალი ხარ თანა რა. ერთია არ შემიძლია და მეორე არ მინდა :D :D და ამ არმინდადან გადავდივარ არ შემიძლიაზე. რომ მინოდოდეს ყველაფერს შევძლებ.
ფაქტია უნდა გავაკეთო, დღეს ვუთხარი კიდეც ბავშვებს რომ ჯგუფში არასდროს მიმუშავია და მათ უნდა დამეხმარონ ამ მხრივ :)

nino said...

მგელი მახსოვდა, მარტოხელა აგარ :) ტომუშკა ;)