Sep 4, 2009

პირველი პრაქტიკა :)

ამ კვირას პირველი პრაქტიკული გასვლა მქონდა :) ვერ ავღწერ როგორ ბედნიერი და კმაყოფილი მივდიოდი ელდორადოში, ანუ ჩემს მიერ არჩეულ ადგილას. რა არის ელდორადო? ელდორადო არის სპეცილური რეაბილიტაციური ცენტრი უნარშეზღუდული ადამიანებისათვს. მათ აქვთ ფსიქიკური და ფიზიოლოგიური პრობლემები, ბევრი საერთოდ ვერ გადააადგილდება, ბევრი ვერ ხედავს, არ ესმის , ვერ საუბრობს. ზოგიც მოძრაობს მაგრამ ინტელექტუალური განვითარების დონე 2 წლის ბავშვის აქვს. მინდა მოკლედ მოყიგვეთ ამ მშვენიერი ადგილის შესახებ, რადგანაც მართლაც რომ საინტერესო დაწესებულებაა.
ელდორადოს ინტერიერი და პერსონალი: ინტერიერი ცისარტყელის ფერებით აჭრელებული, სხვადასხვა გამღიზიანებლები როგორებიცაა ფერი, ფორმა, ბგერა, მატერია. შენობაში მდებარეობს 5 სპეციალური ოთახი - მუსიკალური, ჰაერი, წყალი, დედამიწა, ჯუნგლები. ეს ოთახები მოწყობილია სხვადასხვა აღჭურვილობით რომ მოხდეს ავადმყოფის აქტივობის გაზრდა. პერსონალი საშინლად თბილი , ყურადღებიანი, უშვალო და პროფესიონალი. ძალიან გამიკვირდა როცა პერსონალს შორის რამოდენიმე მოძრაობა და უნარშეზღუდული ადამიანი ვნახე. ისინი ცენტრში მუშაობენ და თავისნაირებს ეხმარებიან.

მუშაობის სტილი იყო ის რამაც ძალიან გამაკვირვა. ავადმყოფის ქეისზე ერთდორულად მუშაობენ: ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, ფიზიოლოგი, სპეციალური პედაგოგი, ავადმყოფის მშობლები, პედაგოგები და დამხმარე ადამიანი ვინც მასზე აგებს პასუხს, ექიმი, და ა.შ. დაგეგმვა და ავადმყოფზე პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრა მინიმუმ სამჯერ ხდება და მერე იწყება ყვლაზე საინტერესო. ჯგუფის თითოეული წევრი ახდენს მხოლოდ დადებითი მხარეების ჩამოთვლას, არ აქვს მნიშვნელობა სწორია თუ არა, მთავარია რაც შეიძლება ბევრი დადებითი ფაქტორი ჩამოითვალოს. უარყოფით მხარეებზე საერთოდ არ ამახვილებენ ყურადღებას. მაგალითად : პაციენტი რომელიც ვერ მოძრაობს, და ვერ შედის კონტაქტში, აღმოჩნდა რომ ერთ მტევანს, ხოდა მთელი თერაპიული პროგრამა ხელის მტევნის გამოყენებაზე და მაქსიმალურად დატვირთვაზე იყო მიმართული.

სწორედ ელდორადოში გავიცანი ქალბატონი რომელმაც ინფო მომცა გაეროს კონვენციაზე ინვალიდების უფლებების შესახებ.

ძალიან მინდა ასეთი ცენტრი ჩვენთანაც რომ არსებობდეს, რამდენ ადამიანს გაულამაზებდა ცხოვრებას მსგავსი სულ პატარა დაწესებულება.

Eng. Summery:
This is a post about the rehabilitation center were I've had a practice. I was very surprised becasue of the environment, personal and their way of working. Everything was done very well, and was patient oriented. I wish to have one such center in my country :( I believe that many people would be very happy.

10 comments:

ნასტასია said...

saqartveloshi syali invalidebi zogjer etlse ocneboben clobit...:(

jandaba...

mara me sul mecodeba msgav daceseulebebshi mousave personali,sul mgona,ro me ro vmshaobe,chem fsiqikas sabolood moegeboda bolo,miuxedavad imisa,rom imas exmarebi,visac martla Cirdebi...

Tomushka said...

ნასტასია - ესეიგი არაა შენი სამუშაო. :) პეროსნალს მე რაც ვნახე შესაცოდი არაფერი ქონდა, აკეთებდნენ იმას რაც მათი მოწოდებაა, რაც სიამოვნებთ. :)


მაგ ეტლებზე ძალიან მკვირს, როგორც მახოსვ უფასო იყო დარიგება, დავიჯერო ცუდად მახსოვს? თუ ფული შეიტყაპუნეს ?

clown said...

მართლაც კაი იქნებოდა ესეთი რეაბილიტაციური ცენტრი საქართველოში, მგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რომ ასეთ რამეს კაი ხანი ვერ მიაღწევს ჩვენი ქვეყანა....
:\

Tomushka said...

clown- არადა მართლა მონდომების ამბავია. საავდმყოფოებს რომ ხსნიან პანტაპუნტით პლიუს ამას, ხახი ა რმიდის იმიტომ რომ საშინლად ძვრია, არ ჯობია ერთი ასეთი ცენტრი გაიხსნას? პერსონალის მოძებნა ალბათ ცოტა გაძნელდებოდა მაგრამ მაგი მოგვარებადია.

ასე მგონია რომ ვინც წყვეტს მსგავს რამეებს იქა არაა უბრალოდ დაინტერესებული პირი, ერთი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფია საჭირო რომ საქმე წინ წავიდეს.

ნასტასია said...

xoo,ashkarad ar ari chemi saqme,tore vinc mand mushaobs savaraudod me shemicodebs :)

xoooda,etlebze cesit ki ekutvnit ufasod,mara shezguduli raodenobit qonda saxelmwifos da vigaceebs mainc uwevdat lodini :(
axla mec agar vici rogro ari...

Tomushka said...

ნასტასია - ხანდახან მგონია რომ ყველა დამიანს აქვს თავისი სიცოცხლის საქმე, თუ ვინმე იმას არ აჯეთებ რაც უნდა არასაკმარისი მონდომების ბრალია :) შეცოდება კი მხოლოდ სუსტი ადამიანებს საქმეა ასე მგონია :)

სკამებს რაც შეეხება ვიცი რომ ხდება დაფინანსება და უფასოდ გადაცემა, მაგრამ აჭკარად სადღაც ჟონავს ეგ ფული.

exposemaximum said...

It is really a great news for us :) I am glad that u shared with us :)

Keti said...

რა საინტერესო ადგილია..
ამ ოთახის ფერები მომეწონა, ძალიან პოზიტიურია :)
მეც მგონია, რომ მთავარი მონდომებაა
და კიდევ პროფესიონალი კადრები.

Tomushka said...

Keti - სრულიად გეთანხმები! მთავარი მონდომებაა! კადრებს კიდე იშოვი, ან გადაამზადებ ა იზავ რამეს, მაგრამ ეს მონდომება სდრაც მიჩქმალული.

ეს ფერები სპეციალურადაა ასეთი ინტენსიური. ალბათ შეგიმჩნებია, ბავშვბეს როგორ იზიდავთ მკვეთრი ფერები ამ ცენტრის პაციენტებიც ბავშვები არიან ოღონდ ასაკით დიდი :)

Keti said...

კი, ფერებზე მეც ასე ვიფიქრე...
და მონდომება მართლა მთავარია – ასეთი ცენტრების ასაშებენლადაც და კადრების მოსამზადებლადაც.