დამეთანხმებით ფიზიკური თუ ფსიქიკური დაავადებების მქონე ადამიანები საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში არიან ჩვენს ქვეყანაში. საშინელი მდგომარეობაა ფსიქიატრიულ კლინიკებსა და რეაბილიტაციის ცენტრებში, სულ რომ ჯანმრთელი იყოს ადამიანი ამ დაწესებულებებში მოხვედრის შემდეგ უბრალოდ დაავადდები. აღარაფერს ვამბობ გარემოზე სადაც ისინი ცხოვრობენ. ტრანსპორტი, გზები, მაღაზიები საერთოდ შეუსაბამოა იმ ადამიანებისათვის რომლებიც ინვალიდის სკამში გადაადგილდებიან, ან ხმარობენ ჯოხს უსინათლო ადამიანებისათვის. ელემენტარული აფთიაქში ვერ შედიან სასურველი წამლის საყიდლად, რადგან აფთიაქებს შესაბამისი პლატფორმები არ გაჩნიათ.ამ მდგომარეობის შესახებ დღეს ერთ იურისტს ვესაუბრებოდი (მას პრაქტიკაზე შევხვდი რეაბილიტაციურ ცენტრში) და იცით რა მითხრა?! 2009 წლის 10 ივლის საქართველომ ხელი მოაწერა გაეროს ქარტიას ინვალიდების უფლებების შესახებ. ჯერ ჯერობით ქარტია პარლამენტში არ განხილულა, მაგრამ უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს ესა. ხალხო, თქვენ ხომ ხვდებით რამდენად მნიშვნელოვანია ეს ინფო რომ მიეწოდოს იმ ადამიანებს ვინც საჭიროებს თავისი უფლებების ცოდნას?
თუ თქვენ გარშემო არის ადამიანი რომელიც საჭიროებს ამ ინფორმაციის ცოდნას, გთხოვთ ჩამოქაჩეთ და მიეცით მას ქვემოთ დალინკული დოკუმენტი.
კოვენციას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულებზე:
- Online რუსულად ან ჩამოქაჩეთ Конвенция о правах инвалидов
- Online ინგლისურად ან ჩაქმოქაჩეთ Convention on The rights of Persons with Disabilities
Eng. summery:
This post is about Convention on the rights of persons with disabilities. Unfortunately in my country the environment for such people is very poor, but in 2009 - 07 georgian government have signed under The Convention on The rights of Persons with Disabilities, so I hope that disable people will get the environment where they can do different acclivities.
7 comments:
ჩემი აზრით ეს აქამდე მოგვარებული უნდა ყოფილიყო....
ეჰჰ.. პროვინციაში ვცხოვრობთ :\
ადამიანის უფლებათა კონვენციაზე რომ გვაქვს ხელი მოწერილი და რატიფიცირებულიც, ხო იმიტომ ვასრულებთ სხვაპასხუპით.ღმერთმა ქნას, ამით რამე გამოსწორდეს, მაგრამ ეჰ!
ho, quchebshic araa trotuarebze asasvlelebi, batumshi vnaxe wels da zalian mxiaria. misaxedia eg saqme zirfesvianad :\
მე მგონია ამ კატეგორიის ხალხი, უფრო მეტაც საჭიროებს თავისი უფელებების დაცვას, საჭირო გარემოს შექმნას ვიდრე ჩვენ. გინდაც იმიტომ რომ თუ ასეტი აგრემო არ იქნება, ისინი უბრალოდ გარეთ ვერ გავლენ.
ბაბისა- ძალიან გამიხარდა მასე თუ გააკეთეს. მთავარია ეთება დაიწყოს, გინდაც ნელ ნელა, მაგრამ წინ წავიდეს საქმე.
arc universitetebshi araa asasvlelebi :(
აქ რომ ვხედავ, როგორ საზოგადოების ნაწილი არიან ასეთი ადამიანები, ჩემი ქვეყნის ხალხი მეცოდება. თუ ვინმეს რამე პრობლემა აქვს, გამორიცხულია ცხოვრებისგან. ვინ იცავს მათ უფლებებს? ვინ უწყობს მათ ხელს?
Khatia - ზუსტად შენნაირად ვარ :(
Post a Comment