Aug 30, 2009

როგორ დავისვენეთ :)

მერამდენედ მეკითხებიან უკვე კარგად დაისვენე? როგორ დაისვენე? მართლა დაისვენე? და ა.შ. ამხანაგები, ნათესავები და ჩვენი ბლოგერი ლაშარელა :) ამიტომ სპეციალურად თქვენთვის მინდა დავწერო რომ დავისვენე კარგად, გარდა ამისა სულ დასვენებული ვიყავი დღევანდელ დღემდე :D ან რითი უნდა ვყოფილიყავი გადაღლილი? არ ვმუშაობ და არაფერი.

ხოდა აგერ სპეციალურად თქვენთვის, ჩემი დასვენების პოსტები ერთად დავლინკე.
ჩემო კარგებო, დასვენებით მართლა კარგად დავისვენე, მაგრამ კიდევ სხვა საკითხია რისგან ვისვენებდი :) დაღლილი ვიყავი ყოველდღიური ერთფეროვანი ცხოვრებით და არა იმით რითიც ადამიანი ჩვეულებრივ იღლება. საბედნიეროდ დასვენების დღეებში ბერი ლამაზი ადგილი ვნახე, ვისიამოვნე ბალატონზე სერფინგითა და მეგობრებთან ერთად ყოფნით. დადებითი ენერგიით დავიტვირთე და ახლა მზად ვარ შევეჭიდო კიდევ ერთ უნიერსიტეტს, რომელიც არ ვიცი რას მომიტანს :)

თქვენ თუ ხართ კმაყოფილი თქვენი დასვენებით? რისგან ან ვისგან ისვენებდით?

Eng. summery:
I have had very nice vacation, mini euro tour in Austria, Germany and Hungary. I wanted to relax, but not from work or other occupation, but from everyday life, which was very colorless and boring. Now I feel good, full with energy and ready for my studies :)

19 comments:

vasasi said...

ჰოდა, თუ დაისვენე, აბრძანდი ახლა და იმეცადინე!.. :P

:)))

Tomushka said...

vasasi - აკი დავწერე, ტრაკს ვერ ვწევთქო :D :D
აშკარად ვინმემ უნდა მიჩქმიტოს რომ წამოვხტე :D

vasasi said...

ონლაინ ჩქმტა არ შეიძება?..

მხოლოდდამხოლოდ, კეთილი ზრახვებით... :უსერ:

Tomushka said...

vasasi - კი შეიძება მაგრამ მეეჭვება ეფექტი ქონდეს :D :D

clown said...

[quote]თქვენ თუ ხართ კმაყოფილი თქვენი დასვენებით? რისგან ან ვისგან ისვენებდით?[/quote]


საშინელი და საზიზღარი ზაფხული მქონდა :| ესეთი საშინელი ზაფხული არასდროს მქონია

Da-v-iD said...

მშვენიერი ჩამონათვალი იყო.შესაშური, ჩემი დასვენების გრაფიკიდან შემიძლია გამოვყო და "დავიკვეხნო" :
1.ბათუმი
2.მწვანე კონცხი
3.ბათუმი
4.ბულვარი
5.რკონიგზის სადგური - სტუმრების მიღება გაცილება...
ანუ როგორ დავისვენე? მდა, ვერანაირად - ჯერ :(

exposemaximum said...

Glad that you visited some of Europe's most beautiful countries :)

zicke said...

სამსახურისგან ვისვენებდი ქობულეთში, მაგრამ მგონი არ მეყო, იმედია ოქტომბრის ბოლოს კიდე მომცემენ შვებულებას, მაგრამ მაგ დროს უნდა ვიმეცადინო და მეეჭვება დასვენება შევძლო

მშვენიერი ადგილები გინახავს , გერმანიაში და ავსტრიაში ნამყოფი ვარ , მიყვარს ავსტრია ძალიან :)

უნიში რა ხდება ცოტა მეტი მოყევი რა :))

ბაბისა said...

rogor davisvene?-mm albat kargad, tumc , uketesadac sheizleboda, ubralod bolo dros vcdilob, mainc kmayofili viyo ragaceebis, amitom vityvi rom kargad :D chems dasvenebaze ki davwere ukve , amitom agar movyvebi , sad da rogor :))

Dreamer Kikito said...

au ra kaiaa amden adgilas ro iyavi :)

Tomushka said...

clown - რატომ?

Da-v-iD - ბათუმში სიამოვნებით წავიდოდი, მწვანე კონცხზეც. არ ვიცი ბათუმი მიყვარს თორემ რამდენი ჩავდივარ იმდენი ნერვებზე ვიშლები.

exposemaximum - I do not know if they are most beautiful countries, but i am in love with Austria :)

zicke - უნიერსიტეტზე დავწერ მალე :ჵ ჯგუფელები უნდა გავჭორო :)

ბაბისა - უკეთესი ყოველტვის შეიძლება :) წაკითხული მაქვს შენ ბლოგზე და სურათებიც ვნახე :) მშვენიერი ყო ნამდვილად :)

Dreamer Kikito - ნამდვილად კარგია, მაგრამ სუულ ცოტა დამღლელია :)

clown said...

@Tomushka
[quote]clown - რატომ?[/quote]
მთელი ზაფხული თბილისში ვეგდე მუდოსავით ;( :X

Keti said...

არ მიმოგზაურია, მაგრამ კი დავისვენე :) ისე, რომ სამსახურში დაბრუნებას ჯერ ვერ ვეგუები :)

lasharela said...

მემგონი დასვენება რაიმე რადიკალურად განსხვავებულის კეთებაა რომელიც თან უნდა გსიამოვნებდეს :)

ასე მაგლაითდ შეიძლება უსაქმურობით დაიღალო და შემდეგ ერთი ორი კვირა წაიმუშაო გემრიელად და თქვა რომ დავისვენეო :)

ჩემი მეგობრის ბებია (ფილოლოგი იყო) ხანდახან ამბობდა: "ისეთი დაღლილივარ რომ დასვენების ძალაც არ მაქვსო".... :)

Tomushka said...

clown - ჯერ ერთი კი არ ეგდე იყავი :) მეორესერთიც რატომ ვერ მოახერხე აგსვლა?გამოცდებს ხო არ აბარებდი? :) :*

Keti- :*

ლაშარელა-ვისიამოვნე ნამდვილად :) ან როგორ არ უნდა მესიამოვნა როცახ ამდენი ხანია მინდოდა ავსტრიაში წასვლა, და წყლის სერფინიგის გამო ხო ”გული მიმდის სული მეხუთება” :ჵ

Sophie Golden said...

აუ, მე ძალიან კარგი ზაფხული მქონდა, სულ მეგობრებთან ერთად დავდიოდი აქეთ-იქით, გემრიელ საჭმელებს ვჭამდი და ფოტოაპარატს სურათებით ვტენიდი. კარგი ზაფხული იყო და სულ ვამბობ, სტუდენტობის 4 წლის მანძილზე არ მივლია ამდენი და ასე კარგად არ მიგრძვნია თავი. მაგრამ ახლა შემოდგომის მოსვლაც მახარებს - ცვლილებები, ცვლილებები და ცვლილებები, don't know what changes yet, but anyway :lol:

Tomushka said...

Sophie Golden - ძალიან კარგია, კარგად გატარებული ზაფხული ნაყოფიერი წლის მომასწავებელია ჩემთვის :)

Da-v-iD said...

Tomushka - შენ რო ჩამოდიხარ მაშინ იშლი და ჩვენ მაგით ვერთობით ყოველდღე :D:D:D მითუმეტეს წვიმები რომ დაიწყება :(
არა, სიმართლე გითხრა წელს ბათუმი ისე შეიცვალა მე ვერ ვცნობ ჩამოსული ადამიანი კი არა...
მწვანე კონცხი კი კარგია :) დღეს ვიყავი. ასე რომ გვეწვიეთ !!!

ნან said...

Da-v-iD@
ჰოო, აი მანდ ვარ სწორედ. საშინელი ზაფხული მქონდა, სახლში 7 სტუმარი მყავდა ერთდროულად, ისე რომ ჩემი ადგილი არ იყო და სხვაგან ვათევდი და თავისუფალ დროს რაჭაში ან სადმე მიყრუებულ ადგილას დასვენებაზე ვოცნებობდი.

ზღვაზეც კი არ ვყოფილვარ :|