Aug 25, 2009

ნახმარი საცვალი გადამალეთ, მანიაკები მოდიან!

დღეს 9 საათიან კურიერში ვიღაც ”მანიაკზე” გასულ სიუჟეტს თუ უყურეთ? თუ არა მაშინ მოკლედ გეტყვით: თითქოს ხაშურში (მგონი ზუსტად მახსოვს ადგილის დასახელება) არის ვიღაც მანიაკი რომლის დაჭერასაც აგერ უკვე მთელი აგვისტოა ცდილობენ პატრულის თანამშრომლები, მაგრამ უშედეგოდ. ეს მანიაკი ”ციცინათელის” თვისებებითაა დაჯილდოვებული, უცებ ჩნდება და უცბადვე ქრება. ხალხი ხედავს მას და როგორც კი გარს შემოარტყავს ის ბრახ და გამქრალია (ერთ ერთი რესპოდენტის სიტყვებია ესა).

როგორც გაირკვა ამ ”მანიაკს” ქალის ნახმარი საცვალი ყვარებია, და მათ ეზოში გაფენილი თოკებიდან იპარავს. რესპოდენტები ასევე ყვებოდნენ რომ ”მანიაკი” ეზოებში დახტის და შუქებთან უყვარს თამაში - ზემოთაც დავწერე ციცინათელაა თქო.

მოკლედ, ხუმრობა ხუმრობად მაგრამ თავად ხვდებით რომ სოფელში პანიკაა, ოდნავი გაფაჩუნება და ხალხი უკვე მაიაკს ”ხედავს” თუმცა რატომ არ ხერხდება მისი დაჭერა სხვა საკითხია. თითქმის ყველას ”ყავს ნანახი” მაგრამ ამავდროულად არავინ იცის როგორ გამოყურება ეს ჩვენი შემშინებელი მანიაკი. ყველაფერმა ამან, ჩამაფიქრა დაგამახსენა შუა საუკუნეები, როცა მასობრივი ისტერია ძალიან გავრცელებული იყო. დავიჯერო ახლაც ფენიმენთან გვაქვს საქმე?

Photo for Fun :P

24 comments:

Sophie Golden said...

Come on!
ყოჩაღ, რომ თვალყურს ადევნებ კურიერს :ლოლ: შენგან უფრო ვიგებ აქაურ ამბებს :D
სექსუალურად დაუკმაყოფილებელი იქნება ვიღაც, ქალის საცვლები მაგათ უყვართ :D :D Nothin' special ;)

Tomushka said...

Sophie Golden- aba sxvanairad rogor gavigo ra xdeba manda? :D

seqsualurad daukmayofilebeli erti adamiani jobia imas rasac me vfiqrob :D

თათია said...

wow. :D

mr.picasso said...

რამდენი ხანია არ მომისმენია ეს ისტორიები მანიაკებზე. ფოხნები უყვარს ესე იგი:) და დახტის :)რას არ გაიგებს კაცი. ისე სადაა მერე პატრულის პროფესიონალიზმი ერთი ფოხნების ქურდი ვერ დაიჭირეს ამდენი ხანი:)

exposemaximum said...

What I guess the above first image is your wardrobe. I may be wrong :)

nastasia said...

tu marto sacvlebs iparavs da shuqebs etamasheba,eg kide ar nishnavs imas ro maniakia,vigaca jer kide bavSvobashi myofi zrdasruli iqneba da isev damalobanas tamashobs etyoba :D

clown said...

უნდათ თქვან რომ ტელეპორტაციის ნიჭი აქვს იმ "მანიაკს"? O.o

Tomushka said...

exposemaximum - I wish :P:P It is about one "maniac" who loves and steals F. underwear :D

ბაბისა said...

ტელეპორტაციის ნიჭი- hehe, vixalise amis warmodgenaze, magari maniaki yofila mashin .. da araferi daushavebiao jero? marto is rom sacvlebs iparavs ver gaxdis maniakad, amshin qurdi yofila mxolod :D

Tomushka said...

ბაბისა - რათქმაუნდა :) ნუ ხვდებით რომ აქა რუსთავი ორის რეპორტაჟის ”გაშარჟების” მცდელობა მქონდა. არ ვიცი ჟურნალისტმა როგორ არ უნდა იცოდეს რა არის მანიაკი :D
კაი ხალხი კი ეძახის მაგრამ სოფლის მაცხოვრებელს რა უნდა მოსთხოვო?

Alexander said...

სასაცილო სიუჟეტი იყო, საქმე არაფერი აქვთ ჟურნალისტებს, და მახათს იყრიან. თომუშკა ხაშური სოფელი არაა, ეტო ვო პერვიხ :) და კიდო, ჩემი საკუთარი ინფორმაციით შემთხვევების ადგილიდან, ეს ადამიანი, ვინც დაიარებს სხვის ეზოებში, ცხინვალიდან გამოქცეული რუსი ჯარისკაცია, რომელსაც თვეზე მეტია არ გაუპარსია და ამიტომაა გაბურძგნული, მოსახლეობასთან კონტაქტში არ შედის, ბაღებში ბოსტნეულს და ხილს იპარავს, და თეთრეულს კი არა ტანისამოსს იპარავს, გასაგებია რატომაც. რუს ჯარისკაცს, რომელსაც მუდამ ეუბნებოდნენ, რომ ქართველების სისხლის მსმელები არიან, და რომელიც შესაძლოა აგვისტოში იბრძოდა კიდეც და იქვე ხაშურში იდგა კიდეც, ეშინია მოსახლეობასთან კონტაქტში შესვლის და იძულებულია თავი ქურდობით ირჩინოს. და ამ ისტორიაში ყველაზე მეტად რა მაინტერესებს – რა კრიტერიუმებით დააქრვეს ამ კაცს, ვინც არ უნდა იყოს ის – მანიაკი? ემოციების გასამძაფრებლად? მოკლა ვინმე, გააუპატიურა? თუ რატომ? თუ 1–2 გაუთხოვარ ქალს სარეცხი მოპარა, ეს ნიშნავს, რომ ის მანიაკია? მემგონი რუსთავის–2–ის ჟურნალისტი ცოტა შესაჯანჯღარებელია, რო აზრზე მოვიდეს და დეზინფორმაციას ნუ ავრცელებს და ხალხს ნუ აპანიკებს. იქნებ რა უჭირს იმ ადამიანს? ბრბრო უნდა დაესიოს და მოკლას, რადგან რუსთავმა მანიაკი უწოდა? მანიაკები საკუთარ რიგებში მოიკითხონ ამ პატივცემულმა ჟურნალისტებმა, რომლებმაც უსაქმურობისგან აღარ იციან რა გაითხარონ ერთ ადგილას.... გაცხარებული არ ვარ, უბრალოდ სიმართლეს ვლაპარაკობ :)

Tomushka said...

alex- აკი დავწერე ვერ დავიმახსოვრე რა ადგილი თქვეს თქო :D ჟურნალისტი კი მართლა შესაჯანჯღარებელია, მარტო ეგ არა ოღონდ. ისე მაგ შტერებს არ აწყობდათ ეთქვათ რუსი ჯარისკაციო? უფრო ”გააბანძებდნენ” რუსებს :D

Alexander said...

პირდაღებული ვუყურებდი ამ სიუჟეტს, ამდენი ხალხი ალაპარაკეს. მე არ ვარ დარწმუნებული რომ რუსი ჯარისკაცია, მაგრამ სიმართლეს ჰგავს ძალიან და მეც ისევე მითხრეს იქაურებმა, როგორც ამ ჟურნალისტს ეუბნებოდნენ, მაგრამ ამან "მანიაკის" ვერსია ამჯობია ეტყობა. მარაზმია, სხვა თუ არაფერი და დანაშაული იქნება, თუკი შემთხვევით გამოჭერენ და ჩაქოლავენ. აბა დაფიქრდით, ის ადამიანი რომ მანიაკი იყოს, და ვინმესთვის რამის დაშავება უნდოდეს, 1 აგვისტოს შემდეგ რამდენჯერ მოახერხებდა ამას? მე არავის არ ვიცავ და არც რუსთავის გალანძღვაა ჩემი მიზანი – უბრალოდ უსამართლობა არ მიყვარს და ცოტა დაფიქრებაა საჭირო, რა შედეგები შეიძლება მოჰქვეს ამ უსამართლობას. ჩვენ კი მხოლოდ "პოსლე დრაკი კულაკამი" მაშუტს ვართ მიჩვეულნი.
ამ სიუჯეტზე პოსტის დაწერა მინდოდა, მაგრამ ჩემს ბლოგზე უაზრობა იქნებოდა, მაშინ მე მომიწევდა გამოგონება, რომ იცით რაა, ის საცოდავი მანიაკი ბისეხუალი ყოფილა და თურმე კაცის საცვლებსაც იპარავს, ან რამე მსგავსი, რაც სხვათაშორის სულაც არაა გამორიცხული მართალი იყოს. ამიტომ აღარ დავწერე. და რუსი ჯარისკაცები კი მთელი ცხოვრება გარბოდნენ ჯარიდან, და ეს ვერსია სულაც არ გამკვირვებია.

lasharela said...

ამის დედა ვატირე ტელეპორატაცია შემეძლოს და ქალის ტრუსიკები მოვიპარო? :)

ხო, ისე ხალხი რამეს თუ დაიჯერებს ვსოოო....

აბა რა ეგონათ ამ "გიმრებს" და ათას სერიალებს რომ აჩვენებენ :)

Tomushka said...

lasharela - aba chemi :D თან წარმოიდგინე საშუალო ხაშურელი ქალის ტრუსი ასაკი 40-50 წლის :D :D

lasharela said...

აზრზეხარ თამო, ეს საბჭოთა ტრუსებზე რა დღეშია (ქრება, ჩნდება, შუქს ეთამაშება) და ამას ერთი წითელი ტანგა რო დაანახო მემგონი აბხაზეთს და ოსეთს დაგვიბრუნებს :)

ისე ამ ტიპს სექსი რო ექნება ქალთან და იქვე მიგდებული ტრუსის დანახვაზე რო გაქრება რას გაასწორებს :)

Keti said...

ორი დღეა მეცინება ამ სატელევიზიო ისტერიაზე.
კიდევ, იმ სოფლის (სოფელი იყო ნამდვილად – ჩალაუბანი) კაცებზე, რომლებიც ძალიან უნიათო ტიპები მგონია.
საერთოდ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ქალთა დასახლებაა (ჩაწერითაც მხოლოდ ერთი მოხუცი კაცი ჩაწერეს)
ჰოდა, პანიკობენ.

მანიაკს ხალხი ძალიან საშიშთან და დამნაშავესთან აასოცირებს, ისე კი, მანია რამის მიმართ ავადმყოფურ მისწრაფებას ნიშნავს და თუ ამ ტიპს ტრუსები ჭკუას აკარგვინებს, კი შეეფერება მანია–კობა :))

ყველაზე მეტად ვადებზე გამეცინა – უკვე ერთი თვეაო. არ რცხვენიათ ჩალაუბნელებს? :)) აციმციმებული პატრულის მანქანით დაიჭერენ? :დ

Alexander said...

Keti - ჩალაუბანი შეიძლება არსებობს კიდეც ასეთი სოფელი სადმე საქართველოში, მაგრამ ხაშურის რაიონში მსგავსი დასახელების სოფელი არ არის, ასე რომ მე არ მომლანდებია, როცა დავწერე და გიპასუხე, იმიტომ რომ რეპლიკა აშკარად ჩემს მისამართით იყო გაკეთებული. თვითონ ხაშურში არის უბანი, ქალაქის უბანი, რომელსაც ჭალისუბანი ჰქვია და სოფელთან და ჩალაუბანთან არაფერი საერთო არ აქვს. ეს ის უბანია, რომელიც ცნობილია თავისი მეთევზეებით და მტკვრის ცოცხალი თევზით. ეს საკითხი მგონი ამოვწურეთ.
კი სასაცილოა სიუჟეტი მთლიანად, მაგრამ ისტერიის შექმნა მანიაკი მანიაკიო... ვთქვათ და ის ადამიანი, ვიზეცაა ლაპარაკი შენი ახლო ნათესავია და რაიმე პრობლემის გამო იქცევა ასე. ყოველ შემთხვევაში ჯერ არავინ გაუუპატიურებია და არავინ მოუკლავს. ესე იგი უნდა უძახონ მანიაკი, რადგანაც რაღაცას იპარავს და მერე გამგელებულ ბრბოს, არიქა ჩვენი ბებიები არ გაგვიუპატიუროს მანიაკმაო, უნდა ჩაქოლონ, თუ გამოიჭირეს?
მთავარი ის კი არ არის, რომ რამე თქვა და დაწერო, მთავარი ისაა რას დაწერ და იტყვი და შენს ნაწერს და ნათქვამს რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს... ძალიან ხშირად ჟურნალისტების დაუდევრობის გამო ადამიანები ზარალდებიან...

Tomushka said...

Alexander-გეთანხმები რომ ჟურნალისტების გამო ბევრი ადმიანი ზარალდება. ამ შემთხვევაში საბედნიეროდ არავინა რ დაზარალებულა, რადგანაც ”მანიაკის” არც სახელი იციან და არც ის როგორ გამოყურება (მისდა საბენიეროდ).

Keti said...

Alexander,
ე.ი. შემეშალა :( ხაშურს არ ვიცნობ, ჩემმა მეხსიერებამ კი ჩალაუბანი შემოინახა აშკარად :)
მეც იმას ვჩივი, რომ ხალხში მანიაკის განსაზღვრება არასწორად არის გავრცელებული და მაშინვე დამნაშავეს უკავშირებენ..
ჟურნალისტსაც რომ გაზვიდებისგან თავის შეკავება მართებს, მართალია.

მე არ მითქვამს , რომ რამე უნდა დაუშავონ. ღმერთმა დაიფაროს. ხალხი ბრბოდ რომ გადაიქცევა ხოლმე და აფექტს აყოლილები საშინელებებს ჩადიან, ამას არასდროს მოვიწონებ. როცა შინ ვუცქირეთ სიუჟეტს, ერთადერთი ეპითეტი , რომლითაც ამ ადამიანის მიმართ შემოვიფარგლეთ იყო "საწყალი". რაღაც უჭირს, აშკარაა, მაგრამ ისიც უნდა დავუშვათ, რომ შესაძლოა, მისი ამ "გაჭირვების" გამო ვინმე მართლაც დაზარალდეს. უბრალოდ გაჭირვებული ადამიანი სინათლის ანთება–ჩაქრობით არ "ერთობა" და თუ შია, ან ცივა, შემოიფარგლება ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებით. მგონია, რომ ის არც თუ მშიშარაა.. მოკლედ, მართლა "უჭირს" და მისი დაჭერას (თუ გამოჭერას) მაინც პრევენციად ჩავთვლი.

Alexander said...

ქეთი რა თქმა უნდა, უნდა დაიჭირონ, ამისთვის არსებობენ სამართალდამცავები...

Tomushka said...

მაგ კაცის ხალხის ხელში ჩაგდებას ისევ პოლიციამ დაიჭიროს ჯობია. არადა რა დააშავა უბრალოდ საცვლას იპარავს როგორც ჩანს.

Keti said...

გეთანხმებით, პოლიცია სჯობს.
ზემოთ კაცებზე სახუმრად სიუჟეტმა განმაწყო, რაღაცნაირად დამალულ–შეშინებულები წარმოვიდგინე :)

კოსმოსურ სივრცეებში.. said...

lol
რაცუდია