Aug 23, 2009

როდის ხარ კარგად?

რა არის კარგი და რა არის ცუდი? რა არის სწორი და რა არის არასწორი? დამეთანხმებით კარგი და ცუდი, სწორი და არასწორი პირობითი ცნებებია, ის რაც კარგია/სწორია ჩვენთვის შეიძება ცუდი/არასწორი იყოს ჩვენი მეზობლისთვის. უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია თუმცა არ მინდა ამაზე გავწელო პოსტი.

ზოგადად ყველა ჩვენთაგანი მიისწრაფვის ამ ”პირობითად” კარგად ყოფნისაკენ. იმისაკენ რას სწორია, რაც გვაძლევს საშუალებას კარგად ვიგრძნოთ თავი. თუმცა ერთი რამ ვერ გამირკვევია, ნიშნავს კი კარგად ყოფნა ბედნიერად ყოფნას? როცა ბედნიერი ვარ კარგად ვარ, მაგრამ როცა კარგად ვარ, ვარ კი ბედნიერი?

ამიტომ გადავწყვიტე დავმჯდარიყავი და მეფიქრა როდის ვარ კარგად, რადგანაც ზემოთ დავწერე რომ ჩემი აზრით ბედნიერება თავისთავად მოიცავს კარგად ყოფნას, ამიტომ არ ჩამოვთვლი იმ მომენტებს როცა ბედნიერი ვარ და ვიყავი, დავწერ მხოლდ იმ მომენტებს როცა ვარ კარგად.

კარგად ვარ როცა მშვიდობაა, როცა ხალხი ვინც მიყვარს და გული შემტკივა ჯანმრთელია და კარგადაა. როცა ვგრძნობ რომ რაღაცა ღირებულს ვაკეთებ ჩემთვის და სხვისთვის, ანუ ვახდენ თვითრეალიზაციას. შეიძლება გაგიკვირდეთ მაგრამ კარგად ვარ როცა ჩემ ბლოგს ბევრი მკითხველი და ვიზიტორი ყავს.

ქვენ რა გჭირდებათ იმისათვის რომ კარგად იგრძნოთ თავი? როდის ხართ კარგად?

7 comments:

Da-v-iD said...

საინტერესო მოსაზრებაა, დავიწყოთ იქედან რომ მე კრგად ვარ როცა გემრიელ ყავას ვსვამ. მშვიდ საღამოს, მეგობრებთან ერთად ზღვისპირა კაფეში ვფილოსოფოსობთ. როცა დილით სამსახურში წასვსლისწინ არ წვიმს და როცა ძილი იდა მაშინ კი თქეშია. როცა ვხატავ და ის გამომდის რაც მიდა და არა ის რაც აზრადაც არ მქონდა :) ასეთი ნამცეცები ქმნის ერთ დიდ ნამცხვარს... ბედნიერი კი ცოტა ძნელი სათქმელია. უფრო სწორედ ტევადი.. მაგალოთად როცა დედა ავად არ არის. ან კიდევ როცა ის გყავს გვედრით ვინც გინდა და ვისაც უნდიხარ

Kate said...

იყო ბედნიერი – ნიშნავს იყო კარგად.
მაგრამ იყო კარგად, საერთოდ არ ნიშნავს იყო ბედნიერი.

Keti said...

უი, ათასი რამის გამო ვარ კარგად, მაგრამ არა – ბედნიერი. ბედნიერების დროს ერთიანად ვბრწყინავ, მგონია :)

კარგად ვარ, როცა სითბოს ვგრძნობ,
როცა არავინ არის ავად,
როცა კარგ რამეს დავწერ,
როცა რამე კარგად გამომდის და მეუბნებიან,
როცა სარკეში ჩემი თავი მომწონს,
როცა ჩემი ქალაქგარე სახლის დიდ ვერანდაზე ვდგავარ და სივრცეს ვუცქერი,
როცა სიმაღლიდან ვიყურები (მაღალი სართულიდან, ან მთიდან...)
როცა ჩაის ვსვამ და თბილად ვარ, გარეთ კი წვიმს,
როცა კარგ მუსიკას ვუსმენ,
როცა ატამს ვკბეჩ :დ


და ეს ზღვაში წვეთია :))

Sophie Golden said...

კარგად ვარ, როცა ჩემი ახლობლები კარგად არიან :)
არაფერი მოქმედებს ჩემზე, არც ამინდი, არც ბლოგის ვიზიტორების რაოდენობა - just my people :)

nastasia said...

roca grznob ro ar arsebob da cxovrob( sakuTari saqmis mnishvnelovaneba d a blogse bevri stumari da sarkesi Seni Tavis mowoneba magashi dagexmareba )...roca ismen ro vigacas gaaxsendi,vigacam sEnze sadgaca ragac Tqva...roca dilas garvizebistanave ar camoxtebi da gverdze dagabrundebi...roca kashns moixvev,chantas aikideb da sadme caxval...roca dilas sheamchnev ro chitebi sasiamovnod xmauroben da sagamos aivanse mosacevad ro gaxval da ifiqreb,ra kai haeri da simshvideao da agar mocev...


da kide atasi rame,ogond kargad yofnisTis,bednierebas sxva sazomebi aqvs...

Anonymous said...

KARGAD war roza wgrznob hemi kmrisgan kuradgebas sitbos, kargad war roza deda mkaws kargad jamrtelad roza swili gkaws kargad ,bewri ramis tkma sheizleba ai bedniereba ki martlaz zneli satkmelia ....kargad sheizleba igrzno tawi magram bednieri ar iko.......

Anonymous said...

bednierad mashin migachnia tavi roca invalidis etlshi dainaxav adamians da carmoidgen rom mis adgilas sheidzleba shen mjdariyavi,arda damoukideblad dadixar shens nebaze.bednieri xar mashin,roca usaxlkaros,gachirvebuls dainaxav da shen ki mastan shedarebit yvelaferi gaqvse.bednieri xar ,sayvareli adamiani tu gyavs,magram arsebobs dge,gaigvidzeb da uceb bednieri xar,es memgoni tvinis erterti ujredis aqtiuri moqmedebis bralia. ia rak dumau;)