Aug 20, 2009

როგორ ვიშოვოთ ფული ამაზონიდან?

არ ვიცი გახსოვთ თუ არა ადრე დავწერე ერთი ვებ გვერდის შესახებ რომლის დახმარებითაც შეიძლებოდა ცოტაოდენი ფულის გამომუშავება. ამ ბლოგს ქვია blogvertise მასზე არეგისტრირებთ თქვენს ბლოგებს და ელოდებით შემოთავაზებებს. ფული ბევრი არ გამოდის მაგრამ რაღაც მაინც არის. ამ პოსტში კი მეორე შესაძლებლობის შესახებ მინდა დავწერო, კერძოდ კი Amazon Affiliates Program -ით ფულის გაკეთების შესახებ. ინფო ამ პროგრამის შესახებ მივიღე საიტიდან ProBlogger

დავიწყოთ იმით რომ ფულის შოვნის გზა უფრო ნელია და გაყიდულ პროდუქციას უკავშირდება!

1. თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ ჩემს მიერ ზემოთ დადებულ საიტზე ანუ აი აქ - Amazon Affiliates Program

2. რეგისტრაციის გავლის შემდეგ თქვენ ირჩევთ ფულის გადახდის თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელ გზას შემდეგ კი თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ რა სახის სარეკლამო ბანერის განთავსება გსურთ თქვენს ბლოგზე. თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ: ბმულები და ბანერები და ვიჯეტები .

ბანერები


3. თქვენ ასევე შეგიძლიათ შექმნათ თქვენი aStore, საიდანაც პროდუქტები პირდაპირ იქნება ნაჩვენები თქვენს ბლოგზე

ვიჯეტები


და ბოლოს, მე კი დავრეგისტრირდი ამ საიტზე უკვე და ვცდილობ ბანერები დავაყენო, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ როგორც ხედავთ. არ ვიცი რა ჭირი უნდა. ზადაგზა რამე ახალს თუ გავიგებ თქვენც გაგიზიარებთ.

წარმატებას ვუსურვებ ყველას.

4 comments:

Dodka said...

სათაური შემომტყუებელია, პოტი - ტრუხა :დ

პრობლოგერის ის სტატია ერთი აბზაცის იქით რომ წაგეკითხა, მიხვდებოდი რა სისტემით მუშაობს - შენგან უნდა გადავიდნენ ამაზონზე და იყიდონ რამე. და ამისგან იღებ პროცენტს.

ქართველი მომხმაებლის შემთხვევაში თუ ვინმე პოსტიდან გაჰყვა ლინკს და იყიდა ამაზონზე რამე ეგრევე... ასეთი ალბათ წელიწადში ერთი იქნება. გილოცავთ, თქვენ მიიღეთ მთელი ეერთი დოლარი :დ

Tomushka said...

Dodka - მერე რა პრობელმაა?? სულ არაფრის კეთებას არ ჯობია? მთავარია პროდუქტი შეარჩიო სწორედ.
ახლა მე რომ დავაყენე ეს რაღაც წყალს მთხოვს თუ პურს?

Sweet Baby Girl said...

@dodka, გეთანხმები. მე მქონდა ეგ გაკეთებული მაგრამ რაღაც ევრ ვამუშავე.


ერთი ნივთიც კი არ გამიყიდია.

კიდევ უუნდა ვცადო ერთი. ამჯერად ჩემს ბლოგზე გავლინკავ.

Tomushka said...

Sweet Baby Girl - შენ ხო ამბობდი ამაზონიდან ჩამომაქვს რაღაცეებიო? არ შეიძლება ის რაღაც რაც შენ გინდა წინასწარ გაილინკოს და მერე შენ იყოდო იმ ბმულიდან?