Aug 19, 2009

როგორ ირჩევთ ამხანაგს?

ალბათ ბუნებრივია ადამიანის სწრაფვა დაუამხანაგდეს და დაიამხანაგოს სხვა ადამიანები, რაც არ უნდა ვთქვათ სოციალური არსებები ვართ. მაგრამ როგორ ხდება ეს დაამხანაგება? რა პრინციპებით? რა კრიტერიუმებით?

მოდით წარმოვიდგონოთ ასეთი სიტუაცია. შედიხართ დიდ აუდიტორიაში სადაც 100 ადამიანია, ყველანაირი ფერის და ზომის და მეტ ნაკლებად თქვენი ასაკის. თქვენ როგორც ამ აუდიტორიის და იქ შეკრებილი საზოგადოების წევრი, რა პრონციპით შეარჩევთ ვის გამოელაპარაკოთ, ვის დაუამხანაგდეთ? ახლა ნუ მეტყვით ასივე ადამიანს გამოველაპარაკები მერე ავწონ დავწონი და გამორიცხვის კრიტერიუმით შევარჩევ ვის დავუამხანაგდეო. ჩემი აზრით ამ შემთხვევაში რაღაც სხვა მექანიზმი მოქმედებს, მაგრამ რა მექანიზმი? აი ეს ძალიან მაინტერესებს.

სამწუხაროდ, ბოლოს როდის დავუამხანაგდი ვინმეს არც კი მახოვს და ვერ ვწერ ჩემი გამოცდილების შესახებ, ამიტომ თქვენთან მაქვს დიდი თხოვნა - მითხარით რა პრინციპით არჩევთ ამხანაგებს?

p.s. ძალიან გთხოვთ გაითვალისწინეთ რომ საუბარი არ მაქვს ვირტუალურ ამხანაგებზე.

20 comments:

mr.picasso said...

ჩემი პრინციპი მსგავს სიტვაციაში არის 15 20 წუთი დაკვირვება ჯერ მათ ვაცლი საუბარს და ამის შემდეგ გამომაქვს დასკვნები ვისთან ღირს მეგობრობა ვისთან შეიძლება საუბარი და ვის ვუთხრა მხოლოდ გამარჯობა კარგად იყავი. არ ვიცი ამართლებს მგონი იმედგაცრუებები ჯერ არ მქონია.

Tomushka said...

mr.picasso - და სანამ საუბრამდე მიხვალ, როგორ არჩევ ვის საუბარს მოუსმინო? ვისთან გაისაუბრო?

Tomushka said...

mr.picasso- სხვათაშორის შენს ბლოგზე მინანქარის შესახებ კომენტარს ვერ ვდებ. ის რაღაც კოდი რომაა პოსტის გამოსაქვეყნებლად იქნებ მოგეხსნა? კოდი კი ჩანს მაგრამ სადაც უნდა ჩავწერო ის ზოლი არ ჩანს ხოლმე

უბრალოდ said...

ჰო მეც ხშირად ვყოფილვარ მაგ სიტუაციაში- უამრავი ხალხი ყველა ტიპის,ფერის და ნაციონალობის : ))
მე ძირითადად ისეთებთან მივდიოდი და გამოველაპარაკებოდი- ვინც საინტერესოდ მომეჩვენებოდა :) თუმცა ასე არ ხდებოდა ყოველთვის- ხანდახან ტერიტორიული პრინციპითაც ვხდებოდით მეგობრები- მაგალითად გვერდზე სკამზე მჯდომი- : ))

ისეთი ლექციები არ გაქვს სადაც დისკუსია მიდის- ან საუბარი და აზრის გამოთქმაა საჭირო?- თუ კი მაშინ ადვილად მიხვდები ვის გაუგებ და ვის არა : )

რავიცი ასე დაგეგმილად - ეს ადამიანი უნდა გახდეს ჩემი მეგობარი- ძირითადად არ გამოდის-

Tomushka said...

უბრალოდ - ნამდვილად არ გამოდის დაგეგმვა :) გვერდზე მჯდომი ყოველთვის სხვადასხვაა ჩემი ძველი გამოცდილებიდან :) ხან მე ვიცვლი ადგილს, ხან სხვა :)

(პ.ს.ახალ უნივერსში არ დამიწყია ჯერ სწავლა, ორშაბათიდან ვიწყებ)

ჩორვენი¹³ said...

zalian martivad gadaatvaliere yvela da yvelaze sasiamovno ieris tvalebis an zogadi ziritadi mtliani gamometyvelebis mixedvit gamoelaparake!!
da vafshe unda iyo mceveli da beevrad beevrad advilad poulob adamianebs da sasiamovno garenmos!! vot!!

Sweet Baby Girl said...

მე- ერთი შეხედვით, გარეგნულად ვაფასებ.

მერე იმათთან აღარ გამომდის ხოლმე დამეგობრება და ამ "ლამაზებთან” დაახლობის მცდელობებში სულ სხვები შემომემეგობრებიან ხოლმე. :D

mr.picasso said...

თავდაპირველად ვიზუალურად, როგორი მანერები აქვს შემდეგ საუბარში ვარკვევ უკვე რამდენად ჩემიანია ისე მეგობრებს ყველას არ ვეძახი ეგეცაა სულ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანებია რომლებსაც ბოლომდე ვენდობი სხვები უბრალო ნაცნობები არიან.
მართლა ეგ არ ვიცოდი გამოვასწორებ

mr.picasso said...

გამოვასწორე უკვე :)

Leonard Shelby said...

როგორ ვიმეგობრებ და ვიამხანაგებ არ ვიცი, იმიტომ რომ ერთმანეთისგან აბსოლიტურად განსხვავებული მეგობრები მყავს, ერთმანეთის ანტიპოდები.
გამოლაპარაკებას რაც შეეხება და ურთიერთობის დაწყებას. პირველ რიგში როგორ აცვია, მაინცადამაინც ჩემი გემოვნებისა თუ არ იქნება არაა პრობლემა, მთავარია არ გამაღიზიანოს მისმა ჩაცმის სტილმა. შემდეგ თუ დისკუსია ან უბრალოდ საუბარია აუდიტორიაში, რას ამბობს და როგორ მსჯელობს.

ბაბისა said...

ალბათ იერსახეზე და ქცევაზე, საიბარზე ეტყობა როგორი ტიპია, ზოგი მაშინვე მაღიზიანებს, ზოგი საინტერესოდ მეჩვენება, მერე ისე ხდება, რომ რაღაც დაგაკავშირებს, ან რამე თემაზე ისაუბრებთ და საერთო შეხედულებები აღმოგაჩნდებათ, ან უბრალოდ ”ახლოს მყოფის” პრინციპი მოქმედებს, გვერდით მჯდომი, უკან მჯდომი, შინ ერთად წასვლა, გასართობად ერთად წასვლა- მარა ეს ყველაფერი მას მერე, რაც ადამიანი მოგეწონება რაღაც დონეზე მაინც თავიდან : )))
დაბოლოს, მგონია რომ ადამიანების უმრავლესობაში არის რაღაც, რის გამოც მას შეიძლება ეამხანაგო :))

ნან said...

ამ კონკრეტულ სიტუაციაში უკანა როგებში მიყვარს ხოლმე ყოფნა. ჯერ ერთი ასე ყველას ვხედავ, თან კარგად "იკითხება" ჟესტები, მოძრაობები... მეორეც – ჩემი დაკვირვებით უკანა რიგებში ან შემთხვევითი ხალხია, ან ისეთი – მე რომ მომწონს.
ისე კი რას გაიგებ. ვუსმენ ხომლე ცოტა ხანს, მერე თუ ვინმე საინტერესო მომეჩვენა იმას გავესაუბრები, თუ ასეთი ვერ ვნახე, უბრალოდ ვტოვებ იქაურობას.

Tomushka said...

ნან- აი ეგ უკან ჯდომა მკლავს რა. სამწუხაროდ სულ წინა ადგილებზე ვარ გამოჭიმული რადგან კარგად ვერ ვხედავ და წინ თუ არ დავჯექი ვერაფერს ვხედავ რა იწერბა დაფაზე. არადა უკან უფრო მაგარი სიტუაციები იჩითება :D

გადათვალიერებას ნამდვილად ვაპირებ. კი ძნელია განსაკუთრებით მაშინ როცა დაამხანაგების სურვილი არ მაქვს :( მაგრამ ამავდროულად ვიცი რომ საჭიროა :(

Sophie Golden said...

მე, პირადად, მეგობრებს ვარჩევ მათი ღიმილის მიხედვით ;)
აი, არ მომეწონება ღიმილი და ვერ ვიმეგობრებ, სულ რომ ოქროსი იყოს, ოქროში რას ვგულისხმობ, მეც არ ვიცი :D
უბრალოდ, თუ ადამიანი მხიარული, თბილი და კეთილი არ არის, შანსი არაა ჩემი მეგობარი გახდეს. არ შემიძლია ეს სწერვა და ვითომ უცნაური ტიპები, რაღაც სტერეოტიპებზე რომ არიან გადამკვდარები და სიცილიც კი არ იციან გემრიელად.

Keti said...

ახლა გავიხსენე ყველა "პირველი შეხვედრის" სიტუაცია და მგონი ინიციატორი არასდროს ვყოფილვარ.. პირველ დღეს მაინც. რადგან ამ დროს ჯერ ახალ გარემოსთან შეჩვევა მჭირდება და არა კონკრეტულ სახეებთან.
ჩაცმულობით არასდროს ამირჩევია არავინ. პირველად უფრო გახსნილი ადამიანიები იპყრობენ ყურადღებას – ღიმილით, საუბრით..
ჩემ მიმართ გამოჩენილი კეთილგანწყობაც მოქმედებს ხოლმე. ამ დროს მეც გამოველაპარაკები და თუ საერთო რაიმე აღმოვაჩინე, ურთიერთობაც გაგრძელდება. მოკლედ, როდის – როგორ :)

vasasi said...

რა დასამალია და, ამის პასუხი არ მაქვს..

სპეციალურად არასოდეს მიფიქრია ან მითხვამს, რომ ეს ჩემი ამხანაგი იქნება_მეტქი..

თავისიტ მოდის ხოლმე...

Tomushka said...

Keti - 100% დან 70 % პირველად ვინც იჩენს ჩემს მიმართ ყურადრებას იზვრაშენეცია ან რამე ფსიქიკური პრობლემა აწუხებს. მაგნიტივით ვიზიდავ ფსიქიკურად არასტაბილურ ადამიანებს.


vasasi - კი მაგრამ რაღაციდან გამომდინარე ხო უამხანაგდები ხალხს?

სოფი- ტი შტო, სტერვობა ”დონეა” :ჵ :ჵ :ჵ

Keti said...

Tomushka - უი.. :(:)

Tomushka said...

Keti -:D :D :D

Khatia said...

:) ვაა მთელი გამოკვლევაა მაგ კითხვაზე საპასუხოდ საჭირო :)