Aug 18, 2009

პაიანიკზე ოცნებაში გატარებული დღეები

დოდკას მიერ მოწოდებული "მემე" იდეეის განხორციელების შემდეგ Leonard Shelbyიმ თავის ბლოგზე დამტაგა, რაც იმას ნიშნავს რომ ახლა ჩემი ჯერია დავწერო ჩემი ბავშვობის 5 "მეგონა", შემდეგ კი თამაშის წესების მიხედვით მეც სამ ადამიანს დავტაგავ რომელთა ”მეგონას” წაკითხვაც მაინტერესებს :)

ხოდა ასე მეგონა :
1. ბავშვობაში მეგონა რომ პაიანიკი თუ მექნეოდა შევძლებდი სუპერ პუპერ ანტენის დაპროექტებას და უხცოპლანეტელები დამეკონტაქტებოდნენ. მეც მთელი დღეები პაიანკზე ოცნებაში ვატარებდი დროს. მამაჩემს კი ქონდა მაგრამ არ მაძლევდა.

2. ჩემი მეორე "მეოგონაც" კოსმოსურ სივრცეებს უკავშირდება. ბავშვობაში მეგონა რომ ვარსკვლავების თვლას თუ დავიწყებდი ჭორფლები გამიჩნდებოდა, რამდენი ვარსკვლავიც დავითვალე იმდენი (ეს ბებიაჩემმა შემაშინა :D )

3.მეოგონა ყველა ვინც სათვალეს ატარებს ძალიან ჭკვიანი იყო და ძააალიან მინდოდა სათვალეების ტარება. სამწუხაროდ შესანიშნავი მხედველობა მქონდა და სათვალე არ მაღირსეს ექიმებმა. :D

4. მეოთხე კლასში რომ ვიყავი ერთი ბიჭი მომწონდა ჩემზე ბევრად დიდი იყო ასაკით. მისი ხათრით კარატეზე დავიწყე სიარული რადგან ის იყო მასწავლებელი, მეგონა მისი მოსწავლე თუ ვიქნებოდი მოვეწონებიდი. მერე სხვა ბიჭი მომეწონა და დავანებე ტავი კარატეზე სიარულს :D.

5. მეგონა ცისარტყელის ბოლოს თუ ვიპოვიდი ყველა სურვილი ამიხდებოდა :) ახლაც ვეძებ :)

ჩემი მხრიდან ვტაგავ შემდეგ ბლოგერებს :)
ველი თქვენს ”მეგონას”
1. ქეთი
2. piccolina
3. Alexander
4. სოფი გოლდენი

22 comments:

Sophie Golden said...

ლოლ
რა კარგი იყო.
მე რა მეგონა... ამას საღამოს იხილავთ ;)
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დატაგვისთვის :)

Tomushka said...

u r welcome :)

iasamani said...

იმდენი ხანია ბლოგები არ წამიკითხავს, ამ წამოწყების შესახებ არც ვიცოდი )))
კარგია, საღამოს პოსტისთვის თემა უკვე მაქვს
მადლობა რომ დამტაგე, გამიხარდა ))

შენი პაიანიკის მსგავსად მეც მეგონა, ისე, რომ რაღაც ხელსაწყო თუ მექნებოდა, ზე მაგარ რაღაცას გავაკეთებდი (ნუ ეს ხელსაწყოც და რაღაცაც ყოველთვის სხვადასხვა კონკრეტული რამ იყო)

ბაბისა said...

hehee
magaria bavshvobashi yvelaferi sxvagvarad gvegona, mara zogis warmosaxvebi zalian saxalisoa :D :P

Tomushka said...

ბაბისა - შენამდეც მოვალთ :შეშინების სმაილიკი:

Keti said...

კარგი იყო :)პატარა ტომუშკას :*
და მადლობა :)
მაგრამ დოდისთან უკვე დავწერე, რომ ამ თამაშმა არ მომხიბლა:)

Tomushka said...

Keti - შენი ნებაა :) :*

zicke said...

kargad vixalise :D varskvlavebis tvlaze mec meubnebodnen xalebi gamogivao , mec vijeqi da vitvlidi :D sashinlad mindoda chorflebi mkonodada da "vutanxmdebodi"varskvlavebs xalebis magivrad chorflebi moematebina :D

Tomushka said...

zicke - რამდენი ხალი გამოგივიდა? :D :D ისე რას გვეკაიფებოდნენ ხო აზრზე ხარ :D :D და კიდევ რამდენი ასეთი

Leonard Shelby said...

პაიანიკი ჩემთვის მისტიური ქმნილება იყო. არ მეშინოდა , მაგრმ მიკარებით არ ვეკარებოდი, რიდი მქონდა :დ
ჭორფლებზე მემგონი ყველას ეგრე ეგონა ბავშვობაში :დ

Tomushka said...

Leonard Shelby- რატომ გახდა პაიანიკი ასეთი მისტიური შენთვის? მაგრად რომ ცხელდებოდა მიტომ?

Leonard Shelby said...

უბრალოდ ბავშვობაში მაოცებდა მისი ძალა, ჩემი გაფუჭებული ტელევიზორი გაეკეთებინა ხოლმე. ასევე სიცოცხლე დაებრუნებინა ფენისთვის, ტელეფონისთვის და ა.შ :დ

შენი ბლოგერების yellow page-ზე არ ვარ მე :პ

Tomushka said...

dagamate.
albat mec igive mizezis gamo megona ri=om super puper antenis gaketebas shevdzlebdi :D

Leonard Shelby said...

ერთადერთი საყოფაცხოვრებო ნივთი რომლისაც მეტ-ნაკლებად მეშინოდასავით იყო კიპიტელნიკი. ნუ პანიკაში არ ვარდებოდი როცა ჩართული იყო, მაგრამ მაქსიმალურად ვერიდებოდი ხოლმე :დ

Sweet Baby Girl said...

ხოო ცისარტყელას მეც ვეძებ :D

Tomushka said...

Sweet Baby Girl - თუ ვიპოვე გეტყვი :)

Keti said...

მე კიდევ, პაიანიკის რა მომწონდა იცი? პატარა კალის ბურთულებს რომ "აჩენდა":)
აი, პაიანიკით რამის შექმნაზე არ მიფიქრია :(

Tomushka said...

Keti - მაგ ბურთები მეც შემიმჩნევია. მახსოვს მაამჩემი მავრთულებს აწებებდა ხოლმე ერთმანეთს, ხანდახან ტექნიკარომ ფუჭდებოდა სახლში. ჩემი ანტენის იდეაც აქედან მოდის :D :D ბევრი მართული უნდა ყოფილიყო შეწებებული და რადიოსთან შეერთებული, ამითვის კი პაიანიკია საჭირო. წარმოდგინე ახლა რა ფიქრებში ვიყავი :D :D

nati kuda said...

ვერაფერი გავიხსენე. არაფერი მეგონა ვითომ?

Tomushka said...

nati- ნამდვილად გეგონა რაღაც, უბრლოდ კარგად დაგავიწყდა :)

tatushka55 said...

უხცოპლანეტელები დამეკონტაქტებოდნენ

Ratomgac mec didi xani megona tavi rcheuli da megona rom unda cavekvane tavistan

Ise sxvebis blogebis kitxvisas vxvdebi rom ufro meti mogonebis dacera shemedzlo, ubralod mashinve ar movidnen tavshi muzebi

Tomushka said...

tatushka55 - შენგან განსხვავებით თავი რჩეული ნამდვილად არ მეგონა :D :D რჩეულებს უანტენოდაც დაეკონტაქტებოდნენ.