Aug 17, 2009

ვეფხვების ტაძარი :)

რატომღაც ისევ მოგზაურობის განწყობაზე ვარ, და ამ პოსტში მინდა მოგითხროთ ერთ არაჩვეულებრივ ტაძარზე, სამწუხაროდ მე ჯერ არ ვყოფილვარ აქა მაგრამ იმედს არ ვკარგავ რომ როდესმე ვეწვევი ამ მშვენიერ ადგილს (გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ )

ტაძარი რომელსაც ეს პოსტი ეხება დაფუძნებული იქნა 1994 წელს და მდებარეობს საიკში, ( Saiyok ) ტაილანდის კანჩანაბურის პროვინციაში (Kanchanaburi province).

ვეფხვების ტაძარმა ვეფხვის პირველი კნუტი, (რომელიც მალევე გარდაიცვალა) 1999 წელს მიიღო. ამის შემდეგ კიდე რამოდენიმე კნუტი აჩუქეს ტაძარს, ძირითადად დედამოკლული ვეფხვების შვილები.ვეფხვები კარგად გამრავლდენ და დღესდღეობით თუ არ ვცდები ოცამდე ვეფხვი ბინადრობს ტაძარში (მათ კვებავენ მოხარშული ხორცით და კატის საჭმელით, ხორცს იმიტომ ხარშავენ რომ ცხოველმა სისხლიოს გემო ვერ იგრძნოს.)

მახსოვს ერთხელ დოკუმენტურ ფილმს ვუყურე, სადაც ამჟამინდელი მონასტერის წინამძღოლი ბერი ამბობდა რომ მან სიზმარში ნახა თუ როგორ გადადიოდა მონასტრის ყოფილი წინამძღოლის სული ვეფხვის სხეულში, და ეს იყო მიზეზი იმისა თუ რატომ დაიწყეს მონასტერში ვეფხვებზე მზრუნველობა. ვეფხვები არიან მიჩვეულნი ადამიანებს. მსურველებს შეუძლიათ მოფერება, სურათების გადაღება და ა.შ. კნუტები კი თავისუფლად დასეირნობენ მონასტერის ტერიტორიაზე.

არსებობს კონტრა ვერსიაც, CWI -ის მიერ 2008 წელს გამოქვეყნებული რაპორტის მიხედვით ტაძარში ვეფხვების მომრავლება ვეფხვის გადარჩენის მიზნით კი არა არამედ ფულის გაკეთების მიზნით ხდება. არ ვიცი რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ინფორმაცია.

ვეფხვი მგონი ერტადერთი წარმომადგენელია კატისებრთა ოჯახის რომელსაც გაგრილება უყვარს :) როცა ცხელა, ჭკვიანი ცხოველი წყლის აბაზანებს ღებულობს.

ჩემი აზრით ვეფხვების ტაძარი ძალიან საინტერესო და მიმზიდველი ადგილია ტურისტებისათვის და იმედი მაქვს რომ როდესმე მოვხვდები იქ :)

9 comments:

exposemaximum said...

I love tigers a lot :)

Tomushka said...

exposemaximum - so do I :)
This post is about the tiger Temple in Thailand :)

ბაბისა said...

MIYVARS VEFXVEBI, SIZLIERES VGRZNOB, + LAMAZEBI ARIAN <3

Tomushka said...

ბაბისა- და ახლა წარმოიდგინე 16-19 მოსეირნე ფუმფულა არსება რა მაგარი იქნება :)რაც მტავარია არ არიან აგრესიულები და მოფერებაც კი შეიძლება :)

Leonard Shelby said...

რა ლამაზი ცხოველია ბლინ. ისე სისხლის გემოს, რომ არ გრძნობენ ეგ რაშჲ ეხმარებათ? უფრო სწორედ რა იცვლება ვეფხვის ბუნებაში?

Leonard Shelby said...

უიჰჰ სულ დამავიწყდა http://faukclub.wordpress.com/2009/08/18/ugly-thoug/ დათეგილი ხარ ჩემს მიერ :დ

Sophie Golden said...

მიყვარს ვეფხვები - დიდ კატებს ვეძახი :)
მე ინდოეთში მინდა წასვლა... აღმოსავლეთი ჩემი სტიქიაა, I can feel that.

Keti said...

ამ ტაძარზე ერთხელ რაღაც ფილმი ვნახე..
მართლა ძალიან საინტერესოა და ლამაზი! მეორე ფოტოზე რა საყვარელი ბოკვერია :))

Tomushka said...

Leonard Shelby - როგორც გავიგე მონადირე ცხოველები სისხლის სუნს გრძნობენ კიდეც ხოდა გემო თუ არ იციან მათი მტაცებლური ინსტიქტია ცოტა მოკოჭლებული.

გმადლობა ტეგისათვის :)

სოფი- მეც მინდა ინდოეთში :)
ქეთი- მეც დოკუმენტუტი მაქვს ნანახი, ენიმალ პლანეტზე აჩვენებდნენ, მას შემდეგ დავინტერესდი ამ ადგილით. :)
ის ბოკვერი მართლა ძალიან საყვარელია :) :*