Aug 15, 2009

მანქანიდან დანახული სამყარო

ყველაფერი მთავრდება, ამ პოტში კი ჩემი მოგზაურობის ბოლო ორი დღე მინდა ავღწერო. ბუდაპეშტი დილას ადრე დავტოვეთ და გერმანიისაკენ მიმავალ გზას გავუდექით, თუმცა გერმანიამდე ორი ქვეყანა სლოვაკეთი და ჩეხეთი უნდა გაგვევლო. ამ ქვეყნების ტრასებზე სამოძრაოდ სპეციალური ბილეთივით უნდა შეიძინოთ რომელიც არც თუ იაფია, მაგრამ გზები არის სრული ნაგავი. რადგანაც მანქანა სრულიად იყო დაგრუზული არსად არ გაგვიჩერებია და მეც ჩემის მხრივ რამოდენიმე ფოტოს გადაღება მხოლოდ მანქანიდან მოვახერხე.

ერთ ერთი შენობა პრაღაში

ესეც დრეზდენი

დრეზდენიდან ბერლინამდე ვიმგზავრეთ და ქალაში არც შევსულვართ სადღაც პატარა სოფელში ღამე გავათენეთ, დილას კი ისევ გავუყევით გზას სოსნიცამდე. სოსნიცი არის ერთი გერმანული საპორტო დასახლება საიდანაც სამგზავრო გემით წამოვედით შვედეთამდე.

მსგავსი სიდიდის გემზე პირველად ვიჯექი. თავიდან ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი მაგრამ ნახევარი საათის მერე ისე დავიგრუზე რომ რა მეკეთებინა არ ვიცოდი. მარჯვნივ წყალი, მარცხნივ წყალი, წინ წყალი უკან წყალი ლამის გადავირიე.
პატარა შუქურა სანაპიროსთან ახლოს.

4 საათიანი მოსაწყენი მგავრობის შემდეგ ჩამოვაღწიეთ შვედეთამდე და ბოლოსდაბოლოს სახლშიც მოვედით. აქ საბედნიეროდ ყველაფერი ძველებურად დაგვხვდა-მზე, წვიმა, ქარი ღრუბლები :)


ამ პოსტით ვასრულებ მოგზაურობას. ყველას კიდევ ერთხელ მადლობა იმისათვის რომ ჩემთან ერთად იყავით :)

7 comments:

ნასტასია said...

da rodesme SvedeTsec ro dacero rame tavis bevr fotoebianad,siamovnebit cavikitxav :)))))

Tomushka said...

ნასტასია-დავწერ ალბათ :)

ქეთი said...

mshvenieri mogzauroba gamogivida :UP:

exposemaximum said...

I loved the fourth image very much and thanks for u r comment on my blog :)

Sophie Golden said...

წარმომიდგენია, რა კარგი იყო მოგზაურობა. მე თვითონ შეგრძნებები მიყვარს და ვიცი, რომ იმას მაინც ისე ვერ გადმოვცემ, თუნდაც ფოტოებით და ა.შ. მაინც რომელი ქვეყანა მოგეწონა ყველაზე მეტად?
პ.ს. ეს იმ ტანჯული მანქანით იმოგზაურეთ?

Tomushka said...

exposemaximum - You are very welcome :)
I like your blog :)

sofi- ხო, ის მანქანა ხო გააკეთეს, ხოდა არის ახლა ისევ ისე ზიზინა :D :D საკეთესო ფორმაში :)

ყველაზე მეტად ავსტრია მომეწონა, ზალცბურგის მხარე. (ალპებში არ ვყოფილვარ) მთიანია ძალიან ლამაზი და სუფთა. ვენა უკვე დაბლობზეა და არ მომეწონა მაგ ნაწილი.

Natalia said...

ცუდია რომ დასრულდა მოგზაურობა :(

საინტერესო იყო, ყველაზე ძალიან ავსტრიის სოფელი მომეწონა მე :)