Aug 10, 2009

საზაფხულო რეზიდენცია :)

ვაგრძელებთ უნგრეთში მოგზაურობას და ჩემი შემდეგი პოსტი ეხება ბუდაპეშტთან მდებარე ერთ პატარა ქალაქს სახელად - ვიშეგრადი სადაც მდებარეობს უნგრეთის მეფეების საზაფხულო რეზიდენზია.

რითია გამორჩეული ვიშეგრადის საზაფხულო რეზიდენცია? როგორც გავიგე მეფე მატიაშის ცოლი ყოფილა იტალიელი რომელსაც საკუთარ ”თავთან” :ჵ ერთად რენესანსიც ჩამოუტანია უნგრეთში. ხოდა ეს ძეგლი უნგრეთში წარმოადგენს პირველ შენობას რენესანსული მოკაზმულობით.

სასახლის მშენებლობა დაუწყია რომის იმპერატორს ზიგიზმუნდს. მისი სრული რეკონსტრუქცია კი უნგრეთის მეფე მატიაშის მიერ განხორციელებულა. გადმოცემის თანახმად მატიაში არ ყოფილა სამეფო ოჯახის წარმომადგენელი, ამიტომ ის ცდილობდა გაემართლებინა თავისი ტრონი და ისე ემართა უნგრეთი როგორც ღირსეულ და დიად მეფეს შეეფერებოდა.

სურათზე იმპერატორ ზიგიზმუნდის დროინდელი ნაშენები კედლებია. როგორც ხედავთ ისინი გვიანი გოთიკურ სტილშია გადაწყვეტილი.

სასახლის მშენებლობა მიმდინარეობდა მეთოთხმეტე საუკუნეში, ის წარმოადგენს საკმაოდ შთამბეჭდავ ნაგებობას პატარა სამრეკლოთი, ბაღით და ა.შ. ყველაფრით რაც აუცილებელი იყო სამეფო ოჯახისათვის.
სურათზე ერთ ერთი დერაფანს მოკაზმულბა.

სასახლის ეზოში აღმოაჩინეს ჭა ძალიან ბევრი ნარჩენით, ამ ნარჩენებით (ძირითადად მარცვლეული კულტურიები და ჭურჭელი) შესაძლებელი გახდა სამეფო ბაღის მცენარეულობის აღდგენა. მე ძალიან მომეწონა ხეივანი ამიტომ სურათიც გადავიღე და ძალიან მჟავე ყურძენიც დავაგემოვნე.

როგორც ავღნიშნე სასახლის არქიტექტურა არის გვიანდელ გოტიკურ სტილში გადაწყვეტილი, მისი მოკაზმულობა კი რენესანს პერიოდს განეკუთვნება. ეს შადრევანი ლომის ფეხებითა და კბენია ძაღლებით. გადმოცემის თანახმათ დღესასწაულებზე ღვინო გადმოდიოდა წყლის ნაცვლად.

ესეც შადრევნის ფეხის დეტალი. ორიგინალი.

ეს მეორე შადრევანი კი რომელიც სასახლის შიდა ეზოში დგას მართლაც რომ უნიკალურია. ზოგადად იტალიის გარდა მსგავსი შადრევნები არსად არ შენდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს მატიაშმა მოიწვია იტალიელი ხელოსანი და მას დაავალა აშენება.

ძალიან მომხიბლა სასახლის სამზარეულომ, სადაც პირველად ვნახე უნგრეული ტრადიციული ქვაბი სამ ფეხზე. მას უნგრულად ქვია Lábas რაც პირდაპირ თუ გადმოვთარგმნით ფეხიანს ნიშნავს :D

სასახლე მიწასთან გასწორებული იქნა 1544 წელს, თურქი ოტომანის შემოსევის შემოსევების შემდეგ. ბოლო წლები აქტიურად მიმდინარეობს მისი აღდგენა და რეკონსტრუქცია. ვფიქრობ რომ რამოდენიმე წლის შემდეგ ის საკმაოდ კარგი სანახავი იქნება.
სასახლის ნაწილის ფრაგმენტი

და ბოლოს ხედი სასახლიდან.


იმედია მოგეწონათ სასახლე. მადლობა რომ ჩემთან ერთად მოგზაურობთ. :)

4 comments:

exposemaximum said...

great designs:) Is it from Tiblis ?

Tomushka said...

No this is not in Tbilisi, it is in Hungary

zurriuss said...

მშვენიალურია...
პატარა National Geographic ხარ:)

Tomushka said...

auuu, neta sul viyo National Geographic :P