Aug 8, 2009

დუნაის მარგალიტი

ესეც ესე, ვაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას და ვენიდან მოვდივართ ბუდაპეშტში. მიუხედავად იმისა რომ ბუდაპეშტი დუნაის მარგალიტადაა მიჩნეული თავისი სილამაზისა და არსიტოკრატიულობის გამო, ჩემთვის ის კბილის ექიმთან ასოცირდება :ჵ:ჵ (რადგან ყოველ ჩამოსვლაზე აუცილებლად მივდივარ კბილის ექიმთან რომელიც ძალიან მაშინებს :( )

ბუდაპეშტი არის ქალაქი რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება, ერთი ნაწილის ქვია ბუდა მეორეს კი პეშტი. ორივე ნაწილში საკმაოდ ბევრი სანახაობაა, იმდენად ბევრი რომ რამდენჯერაც არ უნდა ჩამოვიდე სეირნობისას ყოველთვის ახალ საინტერესო შენობებსა და ჩუქურთმებს ვპოულობ.

ამ წელს სურათები არ გადამიღია, მაგრამ დავდებ წინა წლებში გადაღებულ ფოტოებს. ეს ფოტოები ასახავენ ბუდაპეშტში ჩემს ფავორიტ ადგილებს.
1. მეთევზის პასტიონი ნდებარეობს ბუდაში და გადაწყვეტილია ნეო გოთიკურ სტილში. მისი მშენებლობა მიმდინარეობდა მე-19-ე საუკუნის ბოლოსა და მე-20-ე საუკუნის დასაწყისში.

ბასტიონის გვერდით, იგივე გორაზე მდებარეობს ერთ ერთი ულამაზესი ტაძარი - მატიასის ტაძარი, რომელიც აშენებული იქნა მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში. ტაძარი გვიან გოტიკურ სტილშია გადაწყვეტილი. მატარიალის არამდგრადობის გამო, ტაძარი ბერერ იყო რეკონსტრუქციაზე. მატიასის ტაძრის უნიკალური ნაწილი არის სახურავი, რომელიც მომინანწრებული ფილებითაა გადახურული. ინტერიერიც ძალიან საინტერესოა, მის ყველაზე დიდ სიმდიდრეს წარმოადგენს ფერადი ვიტრაჟები. დამერწმუნედ საშინლად ლამაზი სანახავია როცა მზე ანათებს.

მეთევზის ბასტონიდან ძალიან ლამაზი ხედი იშლება დუნაიზე და მის ერთ ერთ ულამაზეს ხიდზე ”ჯაჭვის ხიდი”

ხიდის თავსა და ბოლოში დგას 4 ბუმბერაზი ლომი, რომლებსაც ენა არ აქვთ :ჵ :ჵ :ჵ

თუ ხიდზე გადავალთ, ასე 15-20 წუთში მივალთ ულამაზეს წმნიდა სტეფანის ბაზილიკასთან, რომელსაც ძალიან ორიგინალური მოზაიკური მოედანი აქვს წინ.


და ბოლოს, მე თუ მკითხავთ ბუდაპეშტის ყველაზე შთამბეჭდავი შენობა არის პარლამენტი, რომელიც ისევე როგორც მატიაშის ტაძარი არამდგრადი მატერიალითაა ნაშენები და მისი კედდლები მუდივ რეკონსტრუქციას საჭიროებს. ამ შენობის შენება დაიწყეს მეცხრამეტე საუკუნეში როცა ბუდა და პეშტი გაერთიანდნენ. მისი არქიტექტორი არის იმრე შტეინდელი, პარლამენტის შენობა კი ყველაზე დიდი შენობაა მთელს ბუდაპეშტში.


ესეც ასე, იმედია ცოტაოდენი წარმოდგენა შეგიქმენით ცენტრალური ევროპის ამ ულამაზეს ქალაქზე. ვისაც გსურთ ბუდაპეთის სტუმრობა გირჩევთ არ ჩამოხვიდეთ ხაფხულში რადგან ძალიან ცხელა. ყველაზე კარგი პერიოდი არის გაზაფხული, მთელი ქალაქი ულამაზეს მწვანესა ად ყვავილებშია ჩაფლული. ხალხიც უფრო კეთილგანწყობილია ვიდრე შემოდგომასა და ზამთარში.

კიდევ ერთხელ მადლობა რომ ჩემთან ერთად მოგზაურობთ :)

4 comments:

კოსმოსურ სივრცეებში.. said...

მმ .. რა კარგია :)

ნასტასია said...

buda martla sastikad lamasia,mara peshtis ra mogaxseno...mandaurma bomjebda da ayril-dayrilma quhebma iseti tavsari dames,dgemde ar amomdian tvalebidan :P...

Da-v-iD said...

მდააა.. დიდი სიამოვნებით ვმოგზაურობ თქვენთან ერთად... ბლიგის საშუალებით :)

Tomushka said...

ნასტასია - arada parlamenti, ppera, sinagoga da uamravi arqiteqturuli Sedevri scired peStis mxares mdebareobs.
bomjebi ki mtels qalaqshia. :)