Aug 7, 2009

ორი წელი და სამი ბინა

დღეს ზუსტად ორი წელი შესრულდა მას შემდეგ რაც აქ გადმოვედით საცხოვრებლად. ამ ხნის განმავლობაში სამ სხვადასხვა ბინაში მოგვიწია ცხოვრება (ბინის შოვნა აქა არის საშინელი თავის ტკივილი, ხალხი წლობით დგას რიგებში რომ პირველი ხელის საქირაო კონტრაქტი მიიღოს) გთავაზობთ რამოდენიმე სურათს სადაც კარგად ჩანს თუ რა ხედი გვქონდა ფანჯრიდან მთელი ამ დროის განავლობაში.

პირველი ბინა რომელიც ცენტრში მდებარეობდა მხოლოდ ერთი რამით იყო კარგი, აივანი ყურეს გადაყურებდა და ყოველ დღე დილა საღამოს ამ ლამაზი გემების ყურებით ვტყკებობი.

მერე ბინა იმით იყო კარგი რომ საშინლად წყნარ ადგილას მდებარეობდა. გვერდით პატარა ტბაც იყო. გარდა ამისა დილას ადრიანათ დიდი ალბათობა იყო რომ გენახათ ირემი ან კურდღელი. ეს ფოტო მარტშია გადაღებული.

ჩვენი მესამე ბინა ცოტა მძიმე შემთხვევაა. მოგვწონს ყველაფერი ბინის ფართობი, ადგილი, ყველაფერი იმ ხალხის გარდა რომელიც გარშემო ცხოვრობს. უმრავლესობა საშინლად არაჰიგიენურია და ანაგვიანებს ყველაფერს. ყველაზე დიდი პლიუსი ისაა რომ გარშემო უამრავი პატარა ტყე და პარკია.



დიდი იმედი გვაქვს რომ მესამე წლისთავზე უკვე საკუთარი სახლიდან დავწერ მსგავს პოსტს :)

2 comments:

Keti said...

პირველი ხედი საოცნებოდ განმაწყობდა და დიდხანს შემაჩერებდა აივანზე ან ფანჯარასთან.. თუმცა არც ირმების ნახვაზე ვიტყოდი უარს :)
საკუთარ სახლს გისურვებ, რაც შეიძლება მალე !

Khatia said...

მე თოვლი მომეწონა :)