Aug 4, 2009

შტრაუსი და ამბები :ჵ

დიდი ხანია ვენაში წასვლაზე ვოცნებობ. წარმოიდგინეთ ბუდაპეშტიდან ვენა მდებარეობს ასე 250 კმ-ის მოშორებით და ჩემმა ქმარმა არ დააყენა საშველი და არ წამიყვანა :ჵ (ცუდი ესა) ხოდა ზალცბურგის შემდეგ გადავწყვიტეთ კლასიკური მუსიკის ეს უკვდავი ქალაქი მოგვენახულებინა. ჩემი მოლოდინიც კლასიკურ მუსიკასთან იყო დაკავშირებული, მეგონა ქუჩებში მხოლოდ შტრაუსის მუსიკა ისმოდა და ხალხი კი არ დადიოდა არამედ ცეკვავდა ვალსს :ჵ:ჵ:ჵ just a joke :P :P

მოკლეთ, პირველი რამაც ძალიან შემაწუხა იყო აუტანელი სიცხე და საშინლად ხმაურიანი და მტვრიანი ქუჩები. იმ ადგილებშიც კი სადაც მანქანების მოძრაობა აკრძალულია მაინც ხმაური და მტვერია, მოკლეთ ზალცბურგისაგან ძალიან განსხვავდება(ორი ქართველი ვეჟი ვნახე, ერთი მერეს უებნეოდა ”რა გიტყდება მაგის დედას შევეცი :D ” )

ვენის ქუჩები გაცილებით ფართოა, სახლები ბევრად დიდი და არქიტექტურა ძალიან დახვეწილი და ლამაზი.


არ ვიცი რა დავწერო ამ მშვენიერ ქალაქზე, მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია - მომეწონა მაგრამ ეს ის ადგილი არაა სადაც ვიცხოვრებდი :ჵ უიიი, გითხრათ როგორ გამიცრუვდა იმედები. არსებობს ეგეთი ავსტრიული ფირმა ველენდორფი, რომელიც ამზადებს სხვადასხვა სამკაულებს, და ამ სამკაულებზე გული მიმდის, სული მეხუთება მემართება. რეალში არ მქონდა ნანახი და ამის ბედნიერება ვენაში მომეცა, მაგრამ ნეტა არ მენახა :( საერთოდ გადამეწურა იმედი რომ როდესმე ვიყიდი. წყვილ საყურეში 7000 ევრო როგორ უნდა გადაიხადოს ნორმალურმა ადამიანმა არ ვიცი :)


ხოოო, კიდე ვინაშვი ვნახე ხის სათამაშოების იტაიური მაღაზია, წარმოიდგინეთ რომში რამოდენიმე დღე ვეძებე და ვერ ვიპოვე, ვენაში კი ერთ ერთ პატარა ქუჩაზე იყო წამოსკუპებული. ძალიან გამიხარდა და ეგრევე ვიყიდე პატარა პინოკიო სუვენირები :ჵ კიდევ გული დამწყდა რომ ვენაში ხალხი არ ესალმება ერთმანეთს ისე როგორც წმნიდა გიორგის დასახლებაში აკეთებდნენ. დიდი ქალაქია და სხვა კანონებით ცხოვრობს, არაა გასაკვირი.

მინდა აი ეს სურათი დავდო ბლოგზე, სასახლის კარი იმდენად მომეწონა რომ სურათი გადავუღე და აგერ თქვენც გიზიარებთ :)

ესეც წმინდა სტეფანის ტაძარი - წარმოადგენს ვენსა და ავსტრიის ნაციონალურ სომბოლოს. ტაძარი მართლაც რომ შთამბეჭდავია :) მითუმეტეს მისი ფერი და ტაძრის შიდა მოკაზმულობა :)

იცით რა მომეწონა ყველაე მეტად :ჵ :ჵ ნუ დამცინებთ ოღონდ :ჵ ძალიან მომეწონა ქუჩაში ნაყინის ჭამა და ხალხის ყურება :) ასე ძალიან ეს საქმიანობა არსად მომწონებია ჯერ :) ხალხი კი უამრავია თავადაც ხვდებით :)


გული მწყდება იმაზე რომ მუზეუმებში ვერ წავედით. კლიმტის ნახვა მინდოდა ძალიან :(
ამ რამოდენიმე სურათით შემოვიფარგლები, თუ დაგაინტერესებთ მომავალში უფრო მეტ სურათებს ავტვირთავ :)

მადლობა რომ ჩემტან ერთად მოგზაურობთ:)

4 comments:

Natalia said...

კიდევ ერთხელ მადლობა შენ, ძალიან მომწონს ეს ვირტუალური მოგზაურობა :))

კოსმოსურ სივრცეებში.. said...

მმ.. რა კარგიაა :)

Keti said...

წმინდა გიორგის დასახლებამ თავისი უბრალოებით და სიმშვიდით მომხიბლა, ვენა კი დიდებული ქალაქი ჩანს :)) ჭიშკარი ძალიან ლამაზია... მანდ რომ მოვხვდე, უამრავ გადასაღებს მოვძებნი, ლამაზი არქიტექტურაა.
კლიმტი როგორ არ ნახე :(

კი, ფოტოები რასაც მოახერხებ, მეტი :))

Tomushka said...

ქეთი, კლიმტი ნანახი მაქს ბუდაპეშტში :ჵ
თან იმედს არ ვკარგავ რომ კიდევ წავალ რადგან ძალიან ახლოა ბუდაპეშტიდან მაქსიმუმი სამი საათი მანქანით.

ძალიან მიხარია რომ კითხულობთ ჩემი მოგზაურობის პოსტებს :)