ზალცბურგში რომ ჩავედით ღრუბლიანი ამინდი და ბევრი ტურისტი დაგვხვდა. ბევრი ტურიტი უფრო იმიტომ რომ მოცარტის ფესტივალი ტარდებოდა. ყველგან მოცარტის მუსიკა ისმოდა, მაღაზიებიდან და ქუჩის მუსიკოსებისაგანაც. ჩემი ყურადღება მიიპყრო ოთხმა მუსიკოსმა რომლებიც ბალალაიკებზე ასრულებდნენ მოცარტის უკვდავ მუსიკალურ ნამუშევრებს :)
ამ სახლში დაიბადა მოცარტი :)
ამინდი საკმაოდ გრილი და წვიმიანი იყო, მაგრამ ამას სრულიად არ შეუშლია ხელი რომ კარგად მესეირნა ქუჩებში. ზოგადად ასეთი პრინციპი მაქვს, თუ სადმე ცოტა ხნით ვარ გაჩერებული მხოლოდ ქუჩებში დავსეირნობ და მუზეუმებში არ შევდივარ, არ ვკარგავ დროს :D
ქუჩაში უამრავ საინტერესო რამეს შეიძლება გადააწყდე ადამიანი, სუვენირებს, ხალხს, მსახიობებს მუსიკოსებს რაც მთავარია ლამაზ ქუჩებსა და შენობებს :)
რა მომეწონა ამ ქალაქში: ზალცბურგის გარშემო არის მთები, და საკმაოდ კომპაქტური და პატარა დასახლებაა. რაც მთავარია ყველაფერი არის ძალიან სუფთა და ლამაზი :)
ძალიან გამიკვრიდა აი ასეთი მაღაზიების არსებობა. წარმოიდგინეთ ზაფხული და უამრავი მაღაზია სადაც საშობაო სათამაშოები იყიდება, ნაძვის ხეები და უამრავი დეკორაცია :) მოკლეთ ძალიან მომეწონა :)
ესეც ერთი ხედი ციხესიმაგრიდან :)
დღეს სულ ესაა :) იმედია თქვენც მოგეწონათ ეს ლამაზი ქალაქი რომელიც მართლა პირველი ნახვისთანავე აყვარებს თავს მნახველს :)
5 comments:
მშვენიერი ქალაქია!მე რაგინდ ცოტა დრო მქონდეს მუზეუმში მაინც შევდივარ!
მიყვარს მოცარტი!მისი მუსიკით აღფრთოვანებული ვარ!დიდი სიამოვნებით ვეწვეოდი ამ ქალქს ამ ფესტივალის დროს!
ვიწრო ქუჩები მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის – ეს ყველა ქალაქში მხიბლავს, აქაც – რა თქმა უნდა :)
ქალაქებში ყველაზე ძალიან სწორედ ქუჩები მიყვარს, ალბათ როცა ჩავალ სადმე, პირველ რიგში ქუჩაში ვიხეტიალებ..
salzburgs garda imisa ro usayvarlesi vicro quchebi da ulamazesi parkebi aqvs,aqvs kide ragac gansakurtebuli tviseba,ramdenjerad ar unda naxo da ramdenad kargadac ar unda gqondes atvisebuli,mainc ipovi rame axals...tundac quchis musikoss,an karg kafes...
miyvars :)
ogond umuzeombod :P
Post a Comment