Jul 7, 2009

Rest In Peace Michael - გამოსამშვიდობებელი პოსტი

მგონი თავი მოგაწყინეთ უკვე იმდენი პოსტი დავწერე მაიკლ ჯექსონზე, თუმცა ამჯერად არ ვაპირებ დავწერო ყვითელი ან სხვა ფერი პრესის მიერ გამოქვეყნებული სტატია, ამ პოსტში მინდა უბრალოდ დავწერო ჩემი ემოციის შესახებ, რომელიც ძალიან ძლიერია მაგრამ არ ვიცი რატომ.

როცა ლუჩიანო პავაროტი გარდაიცვალა, ძალიან დამწყდა გული მაგრამ არა მისი პიროვნების გამო, არამედ მისი მუსიკის გამო. მიყვარს ოპერა და ჩემი აზრით ლუჩიანოს სახით დიდი ადამიანი დააკლდა საოპერო სამყაროს.

მაიკლ ჯექსონზე კი სულ სხვა რექცია მაქვს. მისი ფანი არ ვარ, არც მისი მუსიკა მომწონს რამოდენიმე სიმღერის გარდა, მაგრამ მისმა სიკვდილმა საშინლად იმოქმედა ჩემზე. ნამდვილად -ის იყო პოპის მეფე, რომელმაც შეცვალა ბევრი რამ თანამედროვე მუსიკაში, მაგრამ ჩემთვის ის ერთი ტრაგიკული ბედის ადამიანია რომელიც თავისი გრანდიოზული ტალანტისა და მუსიკალური გენიის მიუხედავად არ იყო თავისუფალი, იყო ძალიან უბედური და მარტოსული.



ალბათ ბერი მაქვს საფიქრალი და გასაანალიზებელი თუ რატომ იმოქმედა მისმა გარდაცვალებამ ასე საშილნლად ჩემს ხასიათსა და განწყობაზე.

8 comments:

Sophie Golden said...

მგონი, უფრო იმიტომ განიცდი, შენი თანამედროვე რომ იყო. მე ამაზე უფრო მწყდებოდა გული, ესე იგი, მეც ვიზრდები და ვიზრდები-მეთქი, ცხოვრება იცვლება და ახალი ლეგენდები მოდია :) ya tak dumau...

Tomushka said...

სოფი, მის მუსიკას არასდროს ვუსმენდი, არც მის მუსიკაზე ვარ გაზრდილი როგორც ჩემ თანატოლთა უმრავლესობა.
მისი სიდიც კი არ მაქვს არც მქონია.

Dreamer Kikito said...

arc me vusmendi arsodes magis musikas gamorcheulad, magram adamianebis chvevaa es rom ragacas ro kargavs mashin afasebs, xoda cota shorsaa es fraza chemgan radgan me ar damikargia magram ufro davinteresdi magis shemokmedebit da am klipma kide gadamria :(
http://www.youtube.com/watch?v=R9DDTiPzJCk

Keti said...

იგივე დამოკიდებულება მაქვს, რაც შენ. და ეს შესანიშნავი მაგალითია, თუ როგორ ფასდება ადამიანი სიკვდილის მერე, მანამდე კი არაერთხელ ტკენენ გულს უნებლიედ თუ წინასწარგანზრახვით.
ამიტომ წუხელ ვფიქრობდი, რომ ის პომპეზური გამომშვიდობება, რაც მოუწყვეს, ბევრ სიყალბეს შეიცავდა. არ ვგულისხმობ ოჯახის წევრებს.

Tomushka said...

Keti - გეთანხმები 100%. ვერ ვუყურე სიტყვით გამოსვლებს. მისი ძმების და შვილის გარდა.
რამდენი დაიწყეს გაბრაზდი და გაადავრთე. მის თითოელ ფანს უფრო მეტი ქონდა სათქმელი ასე მგონია ვიდრე იქ შეკრებილ ”მაღალი”საზოგადოების უმრავლესობას

Keti said...

დავბრუნდი იმის სათქმელად, რომ გაბრაზებული ვარ: მისი დაკრძალვა ისევ გადადეს. მგონია, რომ ახლა მის ნეშტს აწვალებენ, როგორც ცოცხალს აწვალებდნენ – თავის დროზე. ყველაფერი მარაზმს დაემსგავსა (ან არის კიდეც).

Tomushka said...

Keti - ui, magas mec movkari yuri dres radioshi, da vifiqre rom arasworad gavige rarac.
ratom gadades neta?

Keti said...

არ აუხსნიათ, რატომ. ახლობლებმა გადადესო, ასე თქვეს..