წინა პოსტში გერმანიაში გავჩერდით, ღამე გავათენეთ და დილით ადრე ავსტრიისაკენ გავეშურეთ.
ერთი დიდი დადებითი მხარე საკუთარი მანქანის ქონებისა ისაა რომ სადაც გინდა იქ წახვალ და რაც მთავარია როცა გინდა. ხოდა ჩვენც (მე) გადავწყვიტე გერმანიაში არსად გავჩერებულიყავით (სუფთა ემოციურ დონეზე არ მომეწონა იქაურობა) და პირდაპირ ავსტრიაში გავეშურეთ.
ავსტრია! ულამაზესი ქვეყანააა განსაკუთრებით მისი ჩრდილოეთ ნაწილი. ჩვენ გავჩერდით პატარა სოფელში რომელიც მთებში მდებარეობდა- წმნიდა გიორგის დასახლება ერქვა ადგილს. ეს იყო პატარა პანსიონატი, საკმაოდ მყუდრო და რაც მთავარია შორს ყველანაირი ცივილიზაციისაგან. გარშემო ძროხები, ცხენები და ირმები იყო, ჰაერში კი ბოდიშით და ნაკელის სუნი ტრიალებდა, სუფთა სოფელი :)
ვისაც არ უნდა შეხვდეთ, როცა არ უნდა შეხვდეთ და სადაც არ უნდა შეხვდეთ აუცილებლად უნდა მიესალმოთ :) მისალმებისათვის კი იყენებენ გამოთქმას Grüss Gott - Greet you God :)
ამ პანსიონატის დადებით მხარე ის იყო რომ ახლოს იყო მთაც და ტბაც :)
როგორც ზევით დავწერე, ჩვენს გარშემო უხვად იყო ცხოველები, ხოდა ირმები ძალიან ცნობისმოყვარე ცხოველები აღმოჩნდნენ, იმდენად ცნობისმოყვარე რომ ჩემი კამერაც კი ალოკა რამოდენიმემ :D
როგორც აგვიხსნენს, ავსტრიაში ცდილობენ ეკოლოგიურად სუფთა საკვების წარმოებას, ამიტომაც სასუქის ნაცვლად ფერმერები იყენებენ ნაკელს, და სუნიც ამიტომ იყო ჰაერში. კიდე რამაც ძალიან გამაკვირა იყო ის რომ სადღაც მიყრუებულ სოფელშიც კი ხალხი არის ძალიან მდიდარი, სახლები კარგი, მანქანები ყავთ უკარგესი. როგორი მოვლილია ყველაფერი ალბათ თქმაც არ მჭირდება :)
მოკლეთ, ესაა პატარა რეპორტაჟი წმინდა გიორგის დასახლებიდან, მალე სხვა ქალაქებშიც წაგიყვანთ :)
მადლობა რომ ჩემთან ერთად მოგზაურობთ :)
8 comments:
ეჰხ .. :)
ისე კარგადაა აღწერილი ყველაფერი თითქოს მე ვმოგზაურობდე ......
რა ლამაზია მართლაც, მადლობა შენ რომ გვამოგზაურებ შენთან ერთად.. :)
აუუუ რა ლამაზიააა
auu
gadavirie
ra magaria :blush:
amas qvia sofeli xo? :D hehe
ხოდა ირმები ძალიან ცნობისმოყვარე ცხოველები აღმოჩნდნენ, იმდენად ცნობისმოყვარე რომ ჩემი კამერაც კი ალოკა რამოდენიმემ :D
sakvarlebiiiiiiiiiiiiiii :)
Mec minda irmebis naxva axlodan :D
ძალიან მომეწონა :)
და ასეთ ადგილზე გავემგზავრებოდი დიდი სიამოვნებით.
ჰო, ირმები უსაყვარლესი! :)))
შველი მომეწონა, რა საყვარლად იყურება :ლოლ:
Post a Comment