Jul 9, 2009

ახალი კანონი?!

ეს ინფორმაცია მოვისმეინე სულ 5 წუთის წინ რუსთავი ორზე.

როგორც ჩანს მალე ახალი კანონი შევა ძaლაში, კერძოდ კი კვირაში მინიმუმ სამი მხატვრული ფილმი
ნაჩვენები უნდა იყოს ორიგინალურ ენაზე და ქართული სუტიტრებით. ეს კანონი არ ეხება სერიალებს.

სიმართლე რომ ვთქვა მივესალმები მსგავს წამოწყებას, და დიდი იმედი მაქვს რომ მსგავსი კანონი კინოთეატრებისთვისაც შეიქმნება.

თქვენ რას ფქრობთ ? როგორ გირჩევნიათ უცხოური ფილმების ყურება?

12 comments:

Dv0rsky said...

ძაან მაგარია, მეც მივესალმები!

alex said...

yoveltvs miyvarda fimebis naxva originalshi, magram kanonit amis damtkiceba idiotobaa..

Tomushka said...

მეც ორიგინალში ვუყურებ.
დღეს საკმაოდ უცნაური კომენტარებიც იყო ეროტზე. ვითომ სუბტიტრების კითხვით ფილმს ვერ უყურებ ნორმალურადო. არ ვეთანხმები სხვათაშორის.

nikaiverioni said...

კვირაში 3 ფილმი ცოტაა ძალაინ. ფილმების 30% მაინც იყოს

Tomushka said...

nikaiverioni - სულ არაეფრს ნამდვილად ჯობია :)თან ეს ჯერ დასაწყისია :)

Sophie Golden said...

მეც მივესალმები: გამარჯობა თქვენი! :ლოლ: "მისალმება" აბსოლუტური კალკია, სადაა დედიკო მენაკი?
ვერ ვიტან გახმოვანებულ ფილმებს, რუსულს კიდევ ჯანდაბას, ქართული საერთოდ მარაზმია. ამიტომ მშვენიერია, როცა იქნება სუბტიტრებით. ერთი პრობლემა ისაა, რომ ფრანგული ან იტალიური ფილმების ყურება გამიჭირდება, რადგან ქართულ თარგმანს ნაკლებად ვენდობი.

Tomushka said...

Sophie Golden- სხვათაშორის მეც მაგაზე ვფიქრობდი. ანუ რამდენად სანდო იქნება ქართულად ნათარგმნი?

Keti said...

მეც მომწონს იდეა.
მაგრამ არის ერთი პრობლემა – როგორც სიუჟეტში თქვეს – მათთვის ვინც ვერ წაიკითხავს სწრაფად, ან ვერ ისწავლის ინგლისურს. ძირითადად უფროსი თაობისთვის რა..

კიდევ ის, თუ დიდ ტექსტებს როგორ მოათავსებენ , მოკლედ რას მოგვაწვდიან საბოლოოდ..

Tomushka said...

Keti - ყველა ფილმს ხომ არ თარგმნიან :)
არ ვიცი, აქა სულ მასეა ფილმები, ტე;ევიზიითაც და კინოთეატრში, სულ ორიგინალურ ენაზეა. ტექსტს ნამდვილად ცვლიან უფრო ამოკლებენ.

Keti said...

ვნახოთ, აბა.. რა ვიცი. ამ ყველაფერს დადებითიც აქვს და უარყოფითიც. ისე, კინო სანახაობაა და თუ საკითხავად იქცა, მგონი მოსაწყენი გახდება :)
არ ვარ მიჩვეული ასე ცქერას :)

Tomushka said...

Keti - მიჩვეული რომ არ ხარ მაგიტომ :)
მერე ნახავ თავად :)

Khatia said...

მე ძაან მივესალმები. აქ არ ვიცი კანონია თუ ისე აკეთებენ, ყოველთვის ფილმს ორიგინალურ ენაზე უშვებენ თივიში. აი ჩინური იქნება, კორეული, ინდური თუ რავი აფრიკული. ჯერ ერთი ამას იმ ქვეყნის და კულტურის პატივისცემად აღვიქვავ და მეორეც ფილმის ხასიათი არ იკარგება. ისე რომ ეთქვათ და გამოცდილება არ მქონოდა, უარს ვიტყოდი, მეგონებოდა ვერაფერს გავიგებ-თქო. ,აგრა, გამოცდილების მიხედვით ვამბობ, რომ ძალიან კარგი კონცეპტია.

+ ვუსმინოთ იმ ენაზე, რომელი ქვეყნის ფილმებსაც ვუყურებთ. რატომ უნდა იყოს ყველაფერი რუსული ან ინგლისური?