Jul 23, 2009

განქორწინების დიდი შანსია თუ ...

ადრეულ ასაკში ქორწინება იქნება თუ გარიგებით ქორწინება, უცხო ხილი არაა საზოგადოებისათვის. ძირითადი განწყობა მაინც არის ”ქორწინება ლატარეაა, ან მოიგებ, ან წაააგებ”, ან განქორწინების შესახევ ”რაც დასანგრევია დაინგრევა”, მოკლეთ თითქოს ოჯახზე პასუხისმგებლობა მის შემქნელს კი არ ეკისრება არამედ ვიღაცა სხვას, გინდაც ბედს, ან სხვა რამეს. თუმცა საზოგადოების ძირითადი მასა რეალურად რომ ფიქრობდეს დაინახავდა რომ არსებობენ რისკ ფაქტორები რომლის დროსაც ოჯახის დანგრევის ალბათობა უფრო მაღალია.

ამ პოსტში მინდა ერთი გამოკლვევის შესახებ დავწერო რომელიც ავსტრალიაში ჩატარდა ავსტრალიის უნივერსიტეტის მიერ. გამოკვლევაში სახელად ”What's love got to do with it” 2500 წყვილმა მიიღო მონაწილეობა.ეს წყვილები დაქორწინებულები იყვნენ/სამბო - 2001-2007 პერიოდში. რეზულტატები მართლაც რომ საიტერესო მიიღეს.

განქორწინების დიდი შანსია თუ:
  • მამაკაცი მის მეუღლეზე მინიმუმ 9 წლით უფროსია. ამ შემთვევაში ორჯერ დიდი განქორწინების შანსი. ან მამაკაცმა შექმნა ოჯახი 25 წლამდე ასაკში.
  • ბავშვი ასევე დიდი როლს თამაშობს ოჯახის სიმტკიცეში. გამოკვლეულთა მეხუთედი ნაწილი, რომლებსაც ბავშვი უკვე ყადათ ქორწინებამდე მალევე გასცილდა ერთმანეთს. გაყრილი მშობლების 16% კი თავად იყო მსგავსი ოჯახიდან (ანუ განქორწინებული ოჯახიდან)
  • ქალები და მამაკაცები რომლებიც იყვნენ მესამე და მეოთხე ქორწინებაში უფრო დიდი შანსი იყო რომ კიდევ განქორწინდებოდნენ - რისკის დონე დაახლოებით 90%.
  • მატერიალურ ღირებულებები: ღარიბი წვილების 16% ახდენდა განქორწინებას მაშინ როცა მდიდარი წყვილების მხოლო 9% ანგრევდა ოჯახს.
როგორც ხედავათ მთელი რიგი ფაქტორებია ჩამოთვლილი და ასევე მთელი რიგი ფაქტორებია რომლებიც არ იყო გათვალისწინებული. ნებისმიერ შემთხვევაში ვფიქრობ რომ ოჯახი ძალიან საპასუხისმგებლო რამეა და ამიტომ ყველას დაფიქრება მართებს, მითუმეტეს ქართულ პატრიარქალურ კულტურაში. ასევე უნდა ავღნიშნო ერთი ფაქტიც- ქართული ოჯახი არის ბავშვზე ცენტრირებილი და მშობლებს მით უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვთ ვიდრე ჩვეულებრივ შემხვევაში.



2009-07-23

20 comments:

Anonymous said...

ქართული ოჯახი არის ბავშვზე ცენტრირებილი და მშობლებს მით უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვთ ვიდრე ჩვეულებრივ შემხვევაში.
sadrac geTanxmebi. bavSvma titqos kidev ufro Segvkra me da Cemi meuRle.
p.s is torti seCameT ukve?:D

Tomushka said...

”bavSvma titqos kidev ufro Segvkra me da Cemi meuRle.” შეგიძლია ცოტა დააკონკრეტო?

პ.ს. ტორტი კი მივირთვით. მეორე დღესვე ანუ გუშინ.

თორნე said...

საინტერესო თემაა და საკმაოდ მტკივნეული დღევანდელი საზოგადოებისთვის,რადგან ოჯახის დანგრევა ყველა მძიმედ ბავშვის ფსიქიკაზე მოქმედებს.ხშირად ამას ვერ აცნობიერებენ განქორწინებულნი და ბავშვებს საჯილდაო ქვად გადააქცევენ ხოლმე.ჩემთვის ქორწინება არ არის ლატარია!როცა სიყვარულია ოჯახის შექმნის ''მიზეზი''მაშინ უფრო მტკიცეა ოჯახი,მაგრამ სიყვარულთან ერთად ურთიერგაგებას,ურთიერთდათმობას და ურთიერთდათმენას დიდი მნიშვნელობა აქვს.თინეიჯერულ ასაკში დღეს ხშირად ქმნიან ოჯახებს,რაც ჩემი აზრით ''დიდი სისულელეა''.(არსებობენ გამონაკლისები)თუ ეხლა რომეო და ჯულიეტასავით უყვართ ერთმანეთი,მაშინ დიდი ბედნიერებაა.

Tomushka said...

თორნე- რომეო და ჯულიეტას სიყვარულს მე მომატებულ ჰორმონებს ვაბრალებ. ”საბედნიეროდ” კლავს მათ შექსპირი და ვერ ვხედავთ როგორ ფერმკრთალდება მათი სიყვარული.


ნამდვილად გეთანხმები რომ ბავშვს ერთმანეთის გაწამების ინსტრუმენტად აქცევენ და ვერ ხვდებიან რა ზიანს აყენებენ ამით ბავშვსაც და საკუთარ თავებსაც.

თორნე said...

შექსპირი იმიტომ არ კლავს,რომ ჩვენ არ დავინხოთ როგორ გაფერმკრთალდება მათი სიყვარული.რომეო და ჯულიეტას სიყვარულმა ორ ოჯახს შორის არსებული სიძულვილი უნდა დაამარცხოს.ამიტომ მათი სიკვდილით სიძულვილი,მტრობა და ურთიერთქიშპი დამთავრდა.რომეო და ჯულიეტას სიყვარული იდეალურია,მაგრამ ნესტანისა და ტარიელის სიყვარული-ყველაზე წმინდა...ამიტომ ჩვენ ამ სიწმინდისა და იდეალის მიმბაძავნი უნდა ვიყოთ.

Tomushka said...

თორნე - ოჯახების შერიგება კიდე სხვა საკითხია. მე ხომ არ დავწერე იმიტომ კლავს თქო? მე დავწერე საბედნიეროდთქო.

ნესტანი და ტარილეი კიდე სხვა რამეა. სხვათშორის ის რაც მსგავს ნაწარმოებებშია ასახული და სხვაა და რეალობა კიდე სხვა. გარკვეულწილად იდეალიზაცია ხდება ურთიერთობის რომელიც რელობიდან საკმაოდ შორსაა.

Anonymous said...

Tomushka-შეგიძლია ცოტა დააკონკრეტო?

ki. anu bavsvi(goChi) gvyavs da erTad vzrunav, tvuvliT da vyvebit tavze. xoda urtierttanamsromlobam (bavSvis movlaSi)gagvizarda pasuxismgeblobac + is rac manamde yo, anu urtierTgageba da a.S kidev ufro gaamyara.

Tiniko K said...

ertdroulad ramdenime sakitxs minda shevexo: 1)chemi azrit, saertod sikvarulit sheqmnili ojaxi risikia da usikvarulod sheqmnili orjer meti riski..imasac, rasac sakvarel adamians moutmen, verasdros apatieb adamians, romlis mimart nervic ar gitokavs ...2)me vetanxmebi im pakts, rom adreul asakshi sheqmnili ojaxebi upro advilad ingreva ori pirovnebis zrdastan ertad, dzalian martivad shordeba ori teenageri asakis matebastan ertad ertmanets, radgan mati paseulobebi gadapasdeba clebtan ertad...3) Bavshvi is paktoria, romelic kvelaze didi pasuximgeblobaa ojaxis sheqmnis proceshi da ckvilma bevri unda dastmos bavshvistvis, tumca me mainc vpikrob, rom usikvarulo da mudmivi dramebis pirobebshi gazrdil bavshvis psiqikas isev mshoblebdashorebuli bavshvis psiqika sjobiia..

Tomushka said...

Tiniko K- მართალი ხარ, რისკია. 2 და 3 პუნქტებთან დაკავშირებითაც ვიზიარებ შენს მოსაზრებას, მაგრამ პირველ მოსაზრებაზე რომ უსიყვარულოდ შემქნილი ოჯახი ორჯერ მეტი რისკია საკამათოა :)
როგორც წესი ასეთი ოჯახი ანგარებაზეა დაფუძნებული, და ანგარება ისეთი რამეა რაც ბევრ რამეს გათმენინებს.

Anonymous- სულ მაინტერესებდა და რახანც მაქვს შანსი გკითავ ბარეღამ. ორცა პატარა ახალდაბადებული ბაშვია ოჯახში, როგორც შენ თქვი უფრო შეკრული გახდით, იმიტომ რომ ბავშვზე ხართ ორივე ორიენტირებული, მაგრამ რა ხდება ამ დრო ემოციურად წყვის შორის?

არ ვიცი რამდენად გასაგებად ჩამოვაყალიბე შეკითხვა :(

Sophie Golden said...

რა საინტერესო იყო :ლოლ: ქორწინებას ლატარიას თუ ადარებდნენ, არ ვიცოდი.
რომეო და ჯულიეტას ფენომენი, ფსიქოლოგიურად ცნობილია, როგორც აკრძალვაზე პროტესტის გამოხატვა. ტომუშკასი არ იყოს, შექსპირს რომ ისინი არ დაეხოცა, გავიგებდით, როგორ შერიგდებოდნენ ოჯახები, ჯულიეტა გასუქდებოდა, რომეო პივის სმას დაიწყებდა და ... ვსო, ჯობია აღარ გავაგრძელო, შექსპირი ისედაც არ მევასება :D
ქორწინება მე ძალიან სერიოზულ ნაბიჯად მიმაჩნია, აქ იმდენი ფაქტორი იყრის თავს - ჯერ თვითონ წყვილის ურთიერთგაგება, სექსუალური ცხოვრება, მერე მათი მშობლები, ნათესავები, გარემო და ყველაფერი. თანაც ყველაფერი საბოლოოდ ინდივიდუალურია... მე ახლა ამ პოსტს დავიმახსოვრებ და როცა გავთხოვდები, მერე დაგიკომენტებ უკეთესად =))

Tomushka said...

Sophie Golden- auuuuuuuu, რომ არ დახოცილიყვნენ მეც უამრავ სცენებს ვხატავდი მაგარმ აი პივის სმა აზრადაც არ მომსვლიააა :D :D
magari xar!

p.s. შექსპირი კი მიყვარს, თან ძალიან. ბოლოს მისი შვედურად წაკთხვის მცდელობაც კი მქონდა :) ინგლისურად ჯობია, მიუხედავად იმისა რომ ორიგინალი ბევრად მძიმედ იკითხება ვიდრე ნათარგმნი ვერსიები.

Tomushka said...

სოფი, სანამ გათხოვდებოდე ის ფაქტორები გამორიცხე და ისე გათხოვდი! :ჵ

Anonymous said...

Tomushka-
სულ მაინტერესებდა და რახანც მაქვს შანსი გკითავ ბარეღამ. ორცა პატარა ახალდაბადებული ბაშვია ოჯახში, როგორც შენ თქვი უფრო შეკრული გახდით, იმიტომ რომ ბავშვზე ხართ ორივე ორიენტირებული, მაგრამ რა ხდება ამ დრო ემოციურად წყვის შორის? tyupebi arian eg bavsvebi? eg ragac dzaan magari iqneba, mara orive ro ertad atirdeba Rame ...aufff...magaria mainc zaan.
emocias bavsvi ufro ro amzafrebs ojaxSi nebismieri msobeli getyvis vgoneb. :)

ნინი said...

ბევრი სჯა ბაასი გამართულა აქ და რამდენიმე ასპექტზე მეც გამოვთქვავ ჩემს მოკრძალებულ აზრს, თუ ნებას დამრთავათ :).
სიყვარულით შექმნილი ოჯახი უფრო დიდხანს ძლებს თუ უსიყვარულოდ ამაზე ერთი კონკრეტული პასუხი ვერ იარსებებს მე მგონი. გარიგებებით იქმნებოდა ოდითგანვე ქართული ოჯახები და ბებიაჩემის თაობაშიც კი ქმარს ცოლები პირველ ღამეს ნახულობდნენ პირველად, მაგრამ რა ერთგულები იყნენ სიცოცხლის ბოლომდე თავიანთი ოჯახის??? არ ვიცი ბანალურად ვაზროვნებ თუ არა, მაგრამ ღრმად მწამს რომ ქორწინების შემდეგ ის გრძნობა, რასაც მანამდე სიყვარულს ეძახდნენ სადღაც ქრება და მის ნაცვლად ჩნდება: შეჩვევის, ურთიერთგაგების, პატივისცემის და სხვა ფაქტორები. რომელი ბრძენის სიტყებია, აღარ მახსოვს: "ქორწინება ციებ-ცხელებაა, ოღონდ შებრუნებული ვარიანტით: ცხელებით იწყება და სიცივით მთავრდებაო." :) როგორც წესი, აი იმ სიყვარულის ღრუბლებიდან ჩამოფრენისა და ყოფით ცხოვრებაში დანარცხების გამო ჩნდებაა ხოლმე დიდი დიდი იმედგაცრუება და მერე გაუცხოვრება, რაც საუკეთესო შემთხვევაში ოჯახის დანგრევით მთავრდება, მაგრამ თუ კიდე არიან "ხალხი რას იტყვის" ჩარჩოებში გამოკეტილი ინდივიდები, ამ შემთხვევაში ადგილი აქვს ხოლმე ცხოვრების ბოლომდე თეფშების ფრიალს, სახლიდან გაქცევებს უკან დაბრუნების პერსპექტივით და ბავშვის მოფურტკნულ ნერვებს.
და კიდევ ერთი, ჩვენში მოდად დამკვიდრებული ადრეულ ასაკში გათხოვების შესახებ: როგორც Tomushka-მ თქვა, ეს უმეტესად იმ ვენებიბის და ჰორმონების მოჭარბების გამო ხდება, რომელსაც სიყვარულის სახელით ნათლავენ და რომეო and ჯულიეტას როლებს ირგებენ. მადლობა ღმერთს, ეს ჰორმონების ქარცეცხლის პერიოდი ნაადრევი ოჯახის შექმნის გარეშე გამოვიარე :) მარაა. ისიც მართალი ყოფილა: "როცა არის ოცდა... მერე უნდა მოცდა..." ასაკის მატებასთან ერთად უკვე იმდენ ნიუანსს აქცევ ყურადღებას, რომ საკმაოდ ძნელი ხდება ოჯახის შექმნის ნაბიჯის გადადგმა.

Tomushka said...

"ასაკის მატებასთან ერთად უკვე იმდენ ნიუანსს აქცევ ყურადღებას, რომ საკმაოდ ძნელი ხდება ოჯახის შექმნის ნაბიჯის გადადგმა." - სამაგიეროდ ბევრად მყარია.
იცი რა გინდა, იცი მას რა უნდა. მე ასე ვფიქრობ! და გარშემო რასაც ვხედავ ასეა :)

Sal said...

უცნაურია მაგრამ კიდევ ერთი მიზეზი განქორწინებისა არის ბავშვი, შიში პასუხისმგებლობის აღების. ჩემი მეგობარი და მისი ქმარი ზუსტად ბავშვის გაჩენის შემდეგ დაშრდნენ. ბიჭს შეეშნდა ლოლ
არცისე პატარაა . 25 + არის ტიპი ,მაგრამ რაავიცი . ლოლ 0o ეგეც შენი ქართლი ოჯახი

Keti said...

მე მგონია, რომ ბავშვი შედარებით უფროსი ასაკის მშობლების კავშირს ამყარებს. ვგულისხმობ პასუხისმგებლობაგაცნობიერებულ მშობლებს. ჩვენთან ხშირია 20 წლამდე ასაკში დაქორწინება. უმეტეს შემთხვევაში ეს ქორწინებები დაშორებით მთავრდება. პასუხისმგებლობა ამ ასაკში დიდი არ არის, შესაბამისად იზრდება მარტოხელა დედების რიცხვი.

საქართველოში ოჯახის დანგრევის მიზეზებსაც ჩამოვთვლი (რაც უცებ გამახსენდება):
1. 20-25 წლის ასაკამდე ქორწინება
2. ძალადობა – ფიზიკური და მორალური ( აქ არა მხოლოდ ცოლსა და ქმარს შორის ურთიერთობას ვგულისხმობ, არამედ ოჯახის სხვა წევრებსაც. ასევე იყოფა ძალადობის გამომწვევი მიზეზების მიხედვითაც. ანუ "მრავლისმომცველი" პუნქტია და ბევრს ვერ ვწერ ახლა)
3. ღალატი

საქართველოში სიღარიბე მაინც და მაინც არ ანგრევს ოჯახებს, რაღაცნაირად ინარჩუნებენ ხოლმე ერთმანეთს. ამაში განსაკუთრებით ქალების აქტივობასა და როლს გამოვარჩევდი. მამაკაცები უფრო პასიურები გახდნენ.

Tomushka said...

Keti - როგორც დაწერე ძალადობა ერთ ერთი მიზეზია ოჯახის დანგრევის. იქნებ ეს ძალადობა სწორედ მატერიალური სიდუხჭირის გამოა? ნერვებმოშლილი მამაკაცი რომელიც ვერაფერს აკეთებს, ასევე გაღიზიანებული დედა რომელიც უვლის ბავშვებს?

სალ- რა უცნაურია, თუმცა ერთი მსგავსი მაგალითი მეც მაქვს. ის ბიჭი 32 წლის - თვითონ იყო დედიკოს შვილიკო :D :D

Keti said...

ტომუშკა, არც ეგ მიზეზია გამორიცხული, თუმცა ერთ–ერთია, რადგან ძალადობის უამრავი მიზეზი არსებობს..

Khatia said...

საინტერესოა. დამატებითი პუნქტები არსებობს ქართულ რეალობაში, სადაც წყვილი 40 წლამდე კიდევ 'ბავშვია' და მშობლების მიერ სერიოზულად არ აღიქმებიან, მათ 'უკეთ' იციან ვინ უფრო გამოადგება მის ბიჭს/გოგოს ცოლად. ერთხელ დანგრეული ოჯახების აღდგენა კი მოგვიანებით, რაც არ უნდა დიდი სიყვარული არსებობდეს, ძნელია.