Jul 10, 2009

მარადმწვანე სტუდენტის ”სინდრომი”

გამოთქმა ”მარადმწვანე სტუდენტი” ხომ გაგიგიათ? აი გამოთქმა არის ზუსტად ჩემზე. სკოლის დამთავრების შემდეგ რასც ვაკეთებ არის სწავლა, ან სწავლა და მუშაობა ერთდროულად. ეს ჩემი პოსტიც ჩემს მესამე უნივერსიტეტს ეხება :D

ახლა რაშია საქმე, რამოდენიმე თვის წინ აპლიკაცია გავაგზავნე The University of Gothenburg აპლიკაციის გაგზავნა ხდება საიტიდან www.studera.nu ავირჩიე ორი პროგრამა და ერთიც კურსი - ჩინური ენის. სამწუხაროდ პირველ პროგრამაზე უარი მითხრეს რადგან ეკონომიკური განათლების საფუძვლებს საჭიროებდა, სამაგიეროდ მიმიღეს შრომითი ფსიქოთერაპიის პროგრამაზე- Occupational therapy, (ამის გამო ასევე უარი მითხრეს ჩემი ჩინური ენის შემსწავლელ კურსზე).
პროგრამა არის სამწლიანი და პირველივე წელს გვაქვს პრაქტიკა, ასევე უამრავი სემინარი და კლინიკური სამუშაო. ეს ყველაფერი არის ის რაც ძალიან მაკლდა საქართველოში და რუსეთშიც. ანუ სრულიად ახალი გამოცდილება, და პროფესიის სრულიად ახალი კუთხით დაუფლება.

ძლიან მიხარია, და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ თავს გავართმევ. უფრო ის მანერვიულებს რომ შვედურად ვისწავლი, თუმცა ეს ერთის მხრივ ძალიან კარგია, ენას გავიტეხ და ბოლოსდაბოლოს შვედებთან მექნება საქმე.

12 comments:

Keti said...

wow გილოცავ! :) ძალიან საინტერესოა და მარადმწვანე სტუდენტის სინდრომსაც არა უშავს, როცა რეალურ განათლებას იღებ :) წარმატებები!:)

Dreamer Kikito said...

dzalian magariaa, swavla swavla da kidev ertxel swavla!!! warmatebebi

Tomushka said...

madloba gogoebo :)

Natalia said...

უკვე მე-8 წელი იწყება რაც სტუდენტი ვარ, ასე რომ მარადმწვანეობაზე პრეტენზიას ვაცხადებ მეც :D

ისე მივეჩვიე,როცა დავამთავრებ გამიჭირდება ალბათ ლექციების გარეშე :))

Tomushka said...

Natalia - hahaa,შენც კარგ დრეში ყოფილხარ :)
მე ცოტა მეტი :) ანუ 1997 წლიდან :) :D

nati kuda said...

გილოცავ, მაგარია.

Sophie Golden said...

ძალიან კარგია. ფეისბუქზე ხომ გითხარი ჩემი აზრი, ბეტმენს მაინც ნახავ :ლოლ:
წარმატებები. სიბერემდე სწავლისააო, ხო იცი, რა ჯობია სწავლას =)) მე კი მომწყინდა, მაგრამ ვინ იცის, იქნებ კიდევ გავაგრძელო ოდესმე.

Tomushka said...

მადლობა კიდევ ერთხელ

სოფი, დრო გაჩვენებს რა გინდა :) ახლა ფაქტია რომ დასვენება და რარაცების გადაფასება გჭირდება

Chaotic said...

wow, გილოცავ.


შენ მესამე უნიში მიდიხარ უკვე და მე აგერ უკვე 8 წელია 3 უნი გამოვიცვალე და ერთ დიპლომს ვერ ვეღირსე :D

ასე რომ, be happy :)

Tomushka said...

Chaotic - რატომ კი მაგრამ? არ ამთავრებდი ხოლმე?

Chaotic said...

ნწ...

2წელი თსუ... მერე 1 წელი მიუნხენის ტექნიკური და ახლა მესამე წელია LMU München და ვაიმე, როგორი დიდი იმედი მაქვს, რომ აქ მაინც გავალ ბოლოში :D

Tomushka said...

Chaotic - უნდა გახვიდე!! ხო უნდა დაამთავრო არა! ამდენი რისთვის იწვალე.