Jul 31, 2009

როგორ დავიცვათ თავი მზის დამწვრობისაგან?

საზღვაო სეზონი უკვე დიდი ხანია გაიხსნა, და მეც მინდა მზისაგან დაცვაზე დავწერო პოსტი. პირველ რიგში მინდა შეგახსენოთ, რომ მზისაგან შეგიძლიათ სერიოზული დამწვრობა და ალერგია მიიღოთ რაც შესაბამისად ჩაგიშხამებთ მთელ დასვენებას რომელზსაც მთელი წლის განმავლობაში გეგმავდით. ხოდა ამიტომ კარგი იქნება თუ თადარიგს ტავიდანვე დაიჭერთ.

ახლა გაგიზიარებთ ჩემს და მხოლოდ ჩემს გამოცდილებას.

პირველი: გაითვალისწინეთ თუ გინდათ კარგად გაიზაგროთ არაფრის დიდებით არ წაისვათ ტანზე - ზეითუნის ზეთი, ჯონსონის კანის დამარბილებელი ზეთი და ა.შ. მსგავსი ზეთები. ეს ყველაფერი დაგწვავთ. იმისათვის რომ კარგად გაირუჯოთ აფთიაებში შეგიძლიათ იყიდოთ სპეციალური სპრეი, ან მაზი რომელიც დაგეხმარებათ კარგად გარუჯვაში და თავიდან აგაცილებთ დამწვრობას.

მეორე: არსებობს ულტრაიისფერი სხივებისაგან დამცავი კრემები, რომელთა სიძლიერეც ერთეულებში განისაზღვრება. 10, 20, 25, 30, 35, ...50 ერთეული. რაც უფრო მაღალია ერთეული მით უფრო მეტად ხართ მზისაგან დაცული. მსგავსი დაცვა განსაკუთრებით კარგია მათთვის ვისაც ნაზი თეთრი კანი აქვს ან ჭორფლები აწუხებს. ასეთი საშუალებები სასურველია ზღვაზე გასვლამდე წაისვათ, დააცალოთ გაშრობა და მერე გახვიდეთ გარეთ.

მესამე: არსებობს სპეციალური საშუალებები რომლებიც გამოიყენება მზის დასხივების შემდეგ. მსგავსი საშუალებები ამშვიდებენ კანს, და მას მბზინვარე ეფექტს მეტ ნაკლებად ხანგრძლივი დროით უნარჩუნებენ.

აუცილებლად გაითვალისწინეთ 1. თუ მზისაგან მიიღეთ მძიმე დამწვრობა, კარგი იქნება ექიმს თუ მიაკითხავთ და მაწონით და მსგავსი პროდუქტებით არ დაიწყებთ ექსპერიმენტირებას. 2. მზის ალერგია- ვლინდება წვრილი გამონაყარით და ქავილით კანზე. ამ დროს რამე ალერგიული საშუალება გიშველით, მაგრამ მზეზე გასვლისაგან ძალიან კარგი დამცავი საშუალების გარეშე თავი უნდა შეიკავოთ.

ვიცი რომ შეხსენბა არ გჭირდებათ შუადღეს გარუჯვა თვითმკვლელობის ტოლფასია.

კარგ და სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ :)

8 comments:

უბრალოდ said...

hoo
kargi postia .
me momaragebuli maqvs
erti 10iani meore 15 iani da mesame 50iani mzisgan damcavi kremebi, garda magisa maqvs specialuri sprei , tu davicvi rom shevishxuro da damiamdes :D

tetri kani maqvs da cesit advilad vicvebi, magram 3-4 jer baseinze viyavi da specialurad viceqi mzeze da odnavadac ar shevferaddi- ras gaugeb am cxovrebas.

ui ertim kitxva maqvs - damcav kremebs aqvs vada? erti maqvs dzvelia , magram xarisxiani- vada ar aceria arsad da ver gavige ivargebs tu ara , mmm

tatushka55 said...

zustad dges vfiqrobdi ra vikido metqi, dzalian gamaxara shenma postma.
adre arasodes mixmaria damcavebi, magram cels minda radgan sionshi mivdivar da ar minda davicva isedac dzaan cota dro meqneba dasazagrad

xoda:
იმისათვის რომ კარგად გაირუჯოთ აფთიაებში შეგიძლიათ იყიდოთ სპეციალური სპრეი, ან მაზი რომელიც დაგეხმარებათ კარგად გარუჯვაში და თავიდან აგაცილებთ დამწვრობას.

romels mirchev, me piradad sakmaod tetri var. niveas namdvilad ar viyidi da sxva rame efeqturi sheni gamocdilebidan tu ici, shegidzlia gamiziaro :)

tatushka55 said...

უბრალოდ

yvela krems aqvs vada dedamicis zurgze :)
vada aqvs principshi kvelafers

უბრალოდ said...

da 3 kremi maqvs da vercerts ver vupove da aba ra vqna :(

tatushka55 said...

უბრალოდ

gadayare Tu ar ginda ro kanze problema Segeqmnas :)
Rato riskav?

ბაბისა said...

mmm
დამცავი კრემი კი მაქვს, მარა წყალში რომ ჩავდივარ-ამოვდივარ მშორდება და მაგას კიდე რამდენჯერმე ვშვრები და სულ წასმაც მეზარება ხოლმე.
შუადღის მზე კი ცუდია, მარა ისაა ხოლმე სირთულე რომ დილას ძილი მიყვარს, როცა ვიღვიძებ მერე აღარ შეიძლება გასვლა და გამოდის რომ საღამოს 5საათს უნდა ველოდო მთელ დღეს ,,,, ჰოდ არ ვიცი ახლა რა ვქნა ადრე უნდა გავიღვიძო ხოლმე ანუ რომ არ მაწყინოს მზემ :მმმ:

პერწკლი said...

მმმ, მე საერთოდ არ მეკიდება მზე თუ შუადღეს არ დავწექი და პახოდუ ზეთი არ წავისვი : )))
სამაგიეროდ ცოტა ხანი ვწევარ ხოლმე : )))

ნუ გუშინ ვიწექი და ზედმეტი მომივიდა, ოდნავ წითელი ვარ , ვაღიარებ, თჲმცა რატომღაც არაფერი არ მეწვის :სპაი:

Chaotic said...

დღეს ვიყავი აუზზე "თვითმკვლელობის ტოლფას ჟამს". მქონდა 20იანი დამცავი კრემი და სადაც წავისვი, კარგად დამიცვა, მაგრამ ეს წასმა ვერ დავამუღამე და ტანზე პატარ-პატარა ნაფლეთებად ვარ დამწვარი 6 ადგილას :D