Jul 27, 2009

დანია=> გერმანია

ესეც ასე, დილას ძალიან ადრე გამოვედით სახლიდან მთელი ბარგი ბარხანა ჩავალაგეთ მანქანაში და გავუყევით გზას. გზა კი ნამდვილად რომ გრძელი გველის :)

პირველი ღირშესანიშნავი ადგილი სადაც მინდა ვირტუალურად წაგიყვანოთ ევროპის ყველაზე გრძელი ხიდია. ორესუნდის ხიდი ერთმანეთთან აკავშირებს შვედეთის ერთ ერთ ქალაქს მალმოს და დანიის დედაქალაქს კოპენჰაგენს. ამ ორ ქვეყანას შორის საზღვარიც სწორედ ხიდზე გადის :)

ხიდის მშენებლობა დაიწყო 1995 წელს და დასრულდა 1999 წელს, თუმცა მისი ექსპულატაციაში გაშვება შედარებით გვიან დაიწყო

ხიდის სრული სიგრძე არის 7,845 მეტრი. მისი ერთი ნაწილი ზღვის ზევითაა, მეორე ნაწილი კი გვირაბს წარმოადგენს. მინდა გითხრათ რომ ხიდზე გადასვლა არის ფასიანი, იმისდა მიხედვით რამხელა მანქანა გაქვთ. ხიდი ორ დინიანია და მეორე დონეზე მატარებელი მოძრაობს.

ხიდის გადავლის შემდეგ თავი ამოვყავით დანიაში. რომ მითხრათ ერთი სიტყვით დაახასიათე დანიაო ვიტყოდი რომ ეს არის ქვეყანა - ტაფა. საერთოდ ვაკე, სულ პატარა ბორცვებით, ძალიან ბევრი ხორბლის ყანებით. ყანა უკვე მწიფეა და ყველაფერს სასიამოვნო ოქროსფერი ელფერი გადაკრავს :) ასევე ძალიან მომეწონა სმაროდინის ”ველებიც” ძააალიან ბევრი სმაროდინის ბუჩი იყო ყველგან :)


შენიშვნა: დანია ძალიან ძვირი ქვეყანაა, ერთადერთი რაც იაფია არის სასმელი, ალბათ ამიტომაცაა შვედები რომ გადადიან და უკან ლიტრობით ძლიერი დასალები რომ მოაქვთ :ჵ მოკლეთ დანიელები ალოთებენ შვედებს :ჵ :ჵ მძღილებზე რა გითრათ, იმასთან შედარებით რაც გერმანიაში ვნახე, დანიელი მძღოლები მართლაც რომ ანგელოზები არიან:ჵ

დანიიდან გადმოვედით გერმანიაში. ქვეყანაში მიმდინარეობს გზების მშენებლობა, უამრავი საცობი იყო და სამწუხაროდ ძალიან გვიან მოვედით სასტუმროში, ამიტომ ქალაქში გავლა და სურათების გადაღება ვერ მოვახერხე :)

შენიშვნა 2. გერმანიაში გზატკეცილების უმრავლესობაზე სიჩქარე არაა შეზღუდული, ხოm წარმოგიდგენიათ რა ხდება იქა, მანქანები 180 ისეთს დაშხუილობდნენ, ჩვენი 110-130 კმ/სთ- ით მოძრავი მანქანა მათთან შედარებით სუფთა კუ იყო :ჵ :ჵ ერთი კი გავიფიქრე საქართველოში რომ ასეთი სიჩქარე შეუზღუდავი ტრასები გვქოდეს ნეტა რა მოხდებოდათქო ... :(

მოკლეთ ესა პირველი დღე :) როგორც შეგპირდით მომავალშიც დავწერ პოსტებს მოგზაურობის შესახებ :)

მადლობა რომ კითხულობთ ჩემს ბლოგს :)

2009-07-27

6 comments:

ბაბისა said...

ra sasiamovno sakitxavia, gelit da velit cota met fotos :P

Sophie 'Sunny' Golden said...

მაგარია!
წარმოვიდგენ, რომ მეც ვმოგზაურობ... ძალიან მომეწონა ეს პოსტი. სუპერ! ჰოდა, ჩემ მაგივრად დალიე რამე, სანამ მანდ ხარ და შვედების გალოთებაზე ნუ ფიქრობ =))) ჩვენ ხომ შვედები არა ვართ :lol:

ჯორჯ პაიკი said...

გუშინ ჩავალაგე ჩემი ვირტუალური ჩემოდანი, მგონი არაფერი არ მრჩება, ასე რომ მეც შენთან ერთად ვმოგზაურობ. :) ახლა მივხვდი საფეხბურთო გუნდი "მალმიო" რატომ თამაშობს ცუდად თავის ჩემპიონატში. რადგან დანიასთან ახლოს არიან უფრო მეტ სასმელს მიირთმევენ და მთვრალები გადიან მოედანზე. :)

Dreamer Kikito said...

dzaliaaan magariaa, velit axal posts :)

tatushka55 said...

ra magar pontSi xaaaaaaaar
au minda manqaniT mogzauroba dzaaaan
fotoebi aris dzaan magar ferebshi :) vgijdebi cisferze

velodebi shemdeg posts :)

Keti said...

იმედია, დაუვიწყარი იქნება ეს მოგზაურობა :)
ძალიან მანტერესებს შენი ჩანაწერები, ასე რომ დაველოდები შემდეგს:)