Jul 24, 2009

ტრადიციები და კანონები

ივნისის ბოლოს უფსალაში, შვედეთი დაიჭირეს ერთი მამაკაცი იმის გამო რომ ცოლს სცემდა (წყარო) ამ შემთხვევამ ფარდა ახადა საშინელ სიმართლეს კერძოდ კი მამაკაცს სახლში გამოკეტილი ყავდა თავისი ოთხი შვილი,ამჟამად 16-22 წლისანი, რომლებიც არ დადიოდნენ სკოლაში და გარეთ გასვლა შეეძლოთ მხოლოდ მამის თანხლებით. მამაკაცი და მისი ცოლი ემიგრანტი ირანელები არიან, ხოლო ბავშვები კი შვედეთში იყვნენ დაბადებულნი შესაბამისად შვედეთის მოქალაქები არიან.

ყველაზე საინტერესო ამ მოვლენაში ისაა რომ რამოდენიმე წლის განმავლობაში ბავშვები არავის მოუკითხიათ სკოლაში, არანაირ სოციალურ ორგანიებს, მასწავლებლებს მოკლეთ არავის, და რომ არა ჩხუბი რის შედეგადაც მამაკაცი დაიჭირეს არავინ იცის კიდევ რამდენი ხნის გამავლობაში იქნებოდნენ ბავშვები და მისი ცოლი გამოკეტილები.

დღეს რადიოში საუბრობდნენ იმ მიზეზების გამო თუ რატომ მოიქცა ოჯახის მამა ასე. მამაკაცის აზრით შვედური სკოლა და შვედური კულტურა/საზოგადოება ეწინაამღდეგება მისი ქვეყნის ტრადიციებს და რელიგიურ შეხედულებებს. მაგრამ მეორეს მხრივ შვედური კანონმდებლობის მიხედვით აკრძალულია ადამიანის თვისუფლების შეზრუდვა. როგორც ხვდებით საკმაოდ ჩახლართული სიტუაციაა, სადაც კანონი და ტრადიციები ერთმანეთის წინაამღდეგობაში მოდის, შედეგად კი ადამიანები ზარალდებიან.

8 comments:

usatauro said...

ახლა, აქ ბევრმა შეიძლება არაკორექტულობაში ან/და რასიზმში დამდოს ბრალი, მაგრამ, მე ეს არ მესმის. აქაც, ფინეთში, არიან ასეთები "წიპა" ეს ქვეყანა რას გავს, ან რა კულტურა აქვთ და ა.შ.

ჩემი პასუხია: არ მოგწონს? Чемодан-Вокзал-Родной Бантустан.

მე მაპატიეთ, უბრალოდ ვერ ვიკავებ ასეთებზე თავს. ხარ ქვეყანაში? მის ცხოვრების წესებსაც უნდა შეეგუო. თუ არა სომალის (პირობითად) ცხოვრების წესით თუ იცხოვრე ისევ სომალი იქნები და არა ნორვეგია.

Tomushka said...

usatauro - მეც მასე ვფიქრობ და სხვათაშორის ჯგუფის უმრავლესობა მოვიმდურე მაგის გამო. წუწუნებდნენ ის არ ვარგა ეს არ ვარგაო, მოკლეთ თვინი წაიღეს. ვერ მოვითმინე და პირდაპირ ვუთხარი სადაც მოგწონთ იქ წადით მაშინ თქო :D

Sophie Golden said...

მგონი, შარშან გერმანიაში იყო მსგავსი შემთხვევა, თუ არ ვცდები :| რა უნდა ვთქვა, ადამიანი ალბათ ფსიქიკურად დაავადებული იყო. საგიჟეთებს კიდევ კეტავენ, მანდ რა ხდება, არ ვიცი... სკოლაში იმიტომ არ მოიკითხავდნენ, რომ მაგრად ჰკიდია ყველას ყველა დღესდღეობით :( აღარ მინდა ეგ თქვენი ცივი ქვეყანა :ლოლ:

Tomushka said...

Sophie Golden - ის რომ ტრადიციულ მუსლიმანურ ადათს მისდევდა ფსიქიკური დაავადებაა? :)

შენ რომელსაც ამბობ ის სხვა შემთვევაა და იყო ავსტრიაში. მას კი უნდოდა ფსიქიკური დაავადების განხრით წასვლა სასამართლოში მაგრამ არ გამოუვიდა საბედნიეროდ, რადგან არ ყოფილა ფსიქიკურად ავადმყოფი, ტრადიციული ფსიქიატრიული გაგებით.

თორნე said...

დღეს ტრადიციების(არამარტო) მიმართ ღრმა ნიჰილიზმი სუფევს,მაგრამ მე მეცოდება უტრადიციო ადამიანი,ერი და სახელმწიფო...უტრადიციობა ბრბოსთვის არის დამახასიათებელი,მაგრამ ტრადიაცია ერის განვითარებას არ უნდა აფერხებდეს...ჩემთვის ტრადიცია კანონზე მაღლა დგას...მაგრამ ძალადობა არცერთ შემთხვევაში არ არის გამართლებული...
ყველა ადამიანს თავისი ნება აქვს...ბავშვი ისე უნდა აღზარდო,რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და ნებისმიერ საზოგადოებაში საკუთარი მეობა არ დაავიწყდეს...ძალადობით ვერ მიიღწევა შედეგი...

თორნე said...

ირანს ვერაფერი დააკლო გლობალიზაციამ(რომელიც ყოველგვარ ტრადიცებს კლავს)ამიტომ ვაფასებ ამ ქვეყანას.ეროვნული ცნობიერება შენარჩუნებული აქვთ.მე ამ კაცის ადგილზე ირანში დავბრუნდებოდი.

Sophie 'Sunny' Golden said...

ეტყობა მე ვერ გავიგე რაღაც სწორად :| რა თქმა უნდა, islamic ფუნდამენტალიზმი და ფანატიზმი დაავადებაა!!!

tatushka55 said...

Vot duraaak papasha :)