Jul 23, 2009

სიმართლე კოსმოსური აფეთქებების შესახებ

დარწმუნებული ვარ ჩემს მკითხველს შორის ბევრია ისეთი რომლებსაც უყვარს მეცნიერული ფანტასტიკა - ფილმები და წიგნები. ასევე მგონია რომ არ მოიძებნება ერთი ადამიანიც კი რომელსაც არ აქვს ნანახი რაიმე ფილმი (ძირითადად ამერიკელებს უყვართ მსგავსი ფილმების გადაღება) სადაც მოქმედება ხდება კოსმოსში, დიდი აფეთქებების, ხმაურის, ცეცხლის და ა.შ. ფონზე. მაგრამ რამდენად ახლოა რეალობასთან ამ ფილმებში ასახული სცენები?

ამ პოსტში მინდა დავწერო ამ კითვაზე პასუხი. ინფო ვნახე აი ამ საიტზე . პასუხის ავტორია უმეოს ინივერსიტეტის ლექტორი ფიზიკის დარგში Patrik Norqvist

  • ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება არის ის რომ აფეთქება კოსმოსში არის ხმის გარეშე, რადგან იმსათვის რომ ხმა გავრცელდეს საჭიროა ჰაერი. (კოსმოსში კი არაა ჰაერი)
  • კოსმოსური ხომალდი შეიძლება აფეთქდეს მაგრამ ცეცხლი ეგრევე ჩაქვრება რადგან ცეცხლისათვის საჭიროა ჟანგბადი რომელიც ასევე არაა კოსმოსში.
  • როცა რამე იწვის როგორც წესი მას აქვს ბოლი, კოსმოსურ სივრცეში კი ბოლის არსებობა არის შეუძლებელი რადგან კოსმოში არ არის ამბიენტური აირი, და ნებისიერი ბოლი მის გაჩენისთანავე გაიწოვება 500მ/წმ სიჩქარით, შესაბამისად მისი დანახვა უბრალოდ შეუძლებელია.

ეს პასუხი რომ წავიკითხე, ერთადერთი რეაქცია მქონდა: ”რას ”ვბოლდებოდი!

2009-07-22


10 comments:

Mariam said...

shena da filmebshi marto eg naxe daboleba??
da iaragis axlodan gasrolisasac ki tipi rom gafrindes da rames mienarcxos rom sheuzlebelia? an kidev erti xeli moqnevit rom amsxvreven ragaceebs da araferi emartebat da smagsvi rameebi :D

Tjorven

Tomushka said...

Mariam - ara, kide meti magram es iseti raracaa ramac gamabraza sakutar tavze, imitom rom sufta fizikuri movlenaa da unda mcodnoda.

თორნე said...

ასე დაწვრილებით არ ვიცოდი კოსმოსში არსებული ვითარების შესახებ,მაგრამ ყველა ფილმი რეჟისორის ფანტაზიის ნაყოფია და მეცნიერულ დასაბუთებას მოკლებული(განსაკუთრებით კოსმოსის შესახებ).ასეთ ფილმებს ეხლა იშვიათად ვუყურებ.თუ ვუყურებ უბრალოდ მეღიმება...

Tomushka said...

თორნე - kii, მეც ნაკლებად ვუყურებ უკვე ფილმებს, (ყველანაირს სამწუხაროდ) მაგრამ ვკითხულობს სამაგიეროდ. :)
უბრალოდ რა შეგრძნება მქონდა იცი, რარაცას რომ ხარ მიჩვეული და უცებ ბრახ და აღმოაჩენ რომ ეს რაღაც სულ ტყუილია.

იმედგაცრუებაა რაღაც დონეზე :)

თორნიკე said...

მეც მქონია ასეთი განცდა.სწორედ ადამიანის ამ ''განცდებს''იყენებენ და ისე წარმოაჩენენ ყველაფერს,რომ დაგაჯერონ.ისე ხშირად ადამიანს სიამოვნებას ანიჭებს ასეთი ''ტყუილები''
და გაფართოებული თვალებით მიშტერებია ეკრანს.

კოსმოსურ სივრცეებში.. said...

რას ვბოლდებოდით..

Tomushka said...

კოსმოსურ სივრცეებში..- რახანც გამოჩნდი!
იმედია კარგად არის ყველაფერი გამოცდებთან დაკავშირებით!

Keti said...

ჰო, ხშირად გვაბოლებენ..
კონკრეტულ ფილმებში დაშვებულ შეუსაბამობებზე ადრე წავიკითხე და აღარ მახსოვს – სად..

Tomushka said...

Keti- რა სამწუხარა რომ არ გახსოვს, სიამოვნებით წავიკითხავდი :)

Cyborg said...

well თქვენის ნებართვით ცოტას შეგეკამათებით.

მიუხედავად იმისა რო მე დიდი ხანია ვიცოდი რო ეს კოსმოსური აფეთქებები დაბოლებაა, ვინაიდან განათლებით ფიზიკოსი ვარ და სადღაც მე-9 კლასიდან ვიცოდი ყველა სიმართლე კოსმოსური აფეთქებების, გადაძახილებების, და "შლემს ცოტა ხანი მოვიხსნი სანამ მეტკინება, მერე გავიკეთებ და ისევ ვისუნთქების" შესახებ...

მაინც:

ხმას არ ჭირდება მაინდამაინც ჰაერი, ხმა არის წნევათა სხვაობის საზღვარი. ნებისმიერ გარემოში, მაგალითად მყარ სხეულებში ან სითხეებშიც.

კოსმოსში სინამდვილეში - ხმა არის ყველაფერი რაც არ არის მთლიანად აბსოლიტური კოსმოსი.

იასნია პატარა აფეთქებებზე ეს ამბავი არ გავრცელდება მაგრამ როცა რამე მართლა დიდი ფეთქდება - გარშემო იფანტება უზარმაზარი მტვრის ღრუბელი, რომელიც პრინციპში - არის ხმა, ანუ არის ვაკუუმი, და უცებ ბევრ ნაწილაკებიანი გარემო, სჩიტაი "ჰაერი" ნუ ძალიან გაიშვიათებული და ა.შ. - მარა მაინც გარემო. სავსებით ვფიქრობ რეალურია რო საკმაოდ ახლო მანძილიდან საკმაოდ დიდი აფეთქებისას, სკაფანდრში, გაიგონო "პუხ" -ი როცა ყველა ეს ნაწილაკი ერთად დაგეჯახება შენ...

ცეცხლზე: კოსმოსური სადგური მირ-ი რამდენიმე დღე იწვოდა - მიზეზი მარტივია, კოსმოსში არ არის ჰაერი - ამიტო ჰაერი(ა ვერნეე მაქსიმალურად კონცენტრირებული ჟანგბადი, რომელიც არის სინამდვილეში მთავარი "მწველი" - ნივთირება რომელიც წვავს ჩვენს სხეულში ყველა სხვა ნივთიერებას და ვიღებთ ჩვენ ენერგიას) - ხოდა სანამ არის ეს ჟანგბადი - არის ცეცხლიც.

იასნია თუ კოსმოსური ხომალდი აფეთქდა ისე რო გაიფანტა ნამსხვრევებად მთლიანად - ჟანგბადიც სრაზუ ვიგარიტ და ცეცხლიც აღარ იქნება. მარა თუ დარჩა ჟანგბადის ცოცხალი ბალონები, როგორც ეს მირზე მოხდა, სავსებით შეიძლება ეკიდოს ცეცხლი იმ ჟანგბადს.

ნუ კოსმოსური ბოლი ისევ და ისევ არის როგორც უკვე ზემოთ ვთქვი უამრავი მცირე ნაწილაკების აქეთ-იქეთ გაფანტვა, შესაბამისად აფეთქება იწვევს კოსმოსურ ღრუბელს... რომელიც დიდი სიჩქარით იფანტება, მარა შორიდან - ვპალნე შეიძლება დაინახო როგორ გაეხვა ობიექტი ბოლში რაღაც დროით...

ასევე იასნია გააჩნია აფეთქების მასშტაბებს, მაგალითად თუ ფეთქდება რაიმე საკმარისად დიდი - თავისუფლად შეიძლება საკმაო დროით მის გარშემო შეიქმნას იმდენად მაღალი წნევის გარემო რო ხმებიც გავრცელდეს და ყველაფერიც მოხდეს (ბოლში კაკ რაზ, მაგას ერქმება ბოლი)

მოკლედ ფილმებში იასნია ეს ლამაზი სცენები - ტამ ასტეროიდზე რო რაღაც მტვრევებია და ხმები ისმის - ტრუხაა, მარა როგორც კი იმ ასტეროიდს შეეხები (და როგორც წესი ასტრონავტები დგანან ხოლმე ასტეროიდზე როცა ეს კატაკლიზმები ხდება, კამერა კი ცაშია, მარა წიპა ჩვენ ხო უნდა ვიგრძნოთ რასაც გრძნობენ ფილმის გმირები) - ხოდა ასტრონავტისთვის რომელიც დგას ასტეროიდზე - ყოველ გატეხვას თავისუფლად აქვს ხმა - ვინაიდან ის გადაეცემა ასტეროიდის მყარი მასებით(პრი ტომ ბევრად სწრაფად და ბვრად ეფექტურად ვიდრე ჰაერში)

ტაკ ჩტო...