Jul 21, 2009

რობოტები ჩვენი მომავლიდან. მზად ხართ თუ არა გაუღოთ მათ სახლის კარი?

ვუბრუნდები რობოტების თემას და დღეს მინდა წარმოგიდგინოთ 5 რობოტი რომლებიც ალბათ მალე დაიმკვიდრებენ ადგილს იაპონურ კულტურაში. სტატია ვნახე ადგილობრივ გაზეთში
1. ბლინების მცხობელი რობოტი სახელად მატომანი - Motoman.


2. საყვარელი რობოტი რომელიც დაგეხმარებათ დისტანციური მართვის გაკონტროლებაში. ტოშიბას ეს საყვარელი რობოტი- ApriPoco დაგეხმარებათ არა მხოლოდ ტელევიზორის პულტის არამედ ნებისმიერი დისტანციური მართვის მოწყობილების გაკონტროლებაში. ის სიგნალს ღებულობს თქვენი სიტყვებისაგან და აკეთებს იმას რასაც ეუბნევით. ძალიან მომეწონა ამ რობოტის დიზაინი, უსაყვარლესია და ძაალიან Kawaiiii :)


3. დამხმარე რობოტი - TwendyOne. სპეციალურად მოხუცებული ხალხისთვისაა შექმნილი, რომლებსაც უჭირთ ლოგინიდან წამოდგომა და თავისუფლად გადაადგილება. მის მასიურ გამოშვებას 1015 წელს ელიან


4. ტრანსფორმერი სამზარეულოში. ამ რობოტზე ტოკიოს უნივერსიტეტში რამოდენიმე წელი მუშაობდნენ. ის არის ლამაზი და ელეგანტური გარეგნობით, შეუძლია ჩაის დასხმა და ჭიქის გარეცხვაც კი (ჭურჭლის მრეცხავი რობოტი კი მეყოლებოდა ისე :ჵ :ჵ )


5. მუსიკოსი რობოტები. რას იტყოდით თუ თქვენს წვეულებაზე ცოცხალ მუსიკას რობოტები შეასრულებდნენ? ეს მუსიკოსი რობოტები ტოიოტას ”შვილობილები” არიან.



2009-07-21

4 comments:

Sophie Golden said...

I hate robots!!! თუმცა, ბავშვობაში წავიკითხე აზიმოვის "მე რობოტი" და შეყვარებულიც კი ვიყავი, იმიტომ, რომ სინამდვილეში, აზრზე არ ვიყავი რა ხილი იყო რობოტი. სახელის ხსენებაც კი უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს ჩემში.

Tomushka said...

Sophie Golden - :) ცაცკლები, რა დაგიშავეს :D :D
თუ მოახერხე წაიკითე Robot Dreams :* აზიმოვის.

კოსმოსურ სივრცეებში.. said...

მას არრ შეუძლია ადამიანს ავნოს ..^^

Tomushka said...

კოსმოსურ სივრცეებში.. - არ შეუძლია, კარგები არიან :ჵ