Jul 21, 2009

დიდი მადლობა/Thank You/Tack

სენტიმენტალურ განწყობაზე ვარ და ალბათ ამიტომ გადავწყვიტე ამ პოსტის დაწერა :)

1. ბოლო თვეების განმავლობაში ბლოგზე უნიკალური ვიზიტორების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა და თქვენ ვერ წარმოიდგენთ მე ეს როგორ მიხარია :) აი ძალიან :)
ყოველი ახალი უნიკალური ვიზიტორი საშინლად მახარებს და ბედნიერს მხდის, ამიტომ თქვენ ჩემო ძვირფასო ვიზიტორებო, ბლოგის მკითხველებო თუ შეცდმით შემოსულო ინტერნეტის მომხმარებლებო მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის რომ არსებობთ! იმისათვის რომ ბლოგზე მიმდინარე სიახლეებს რეაგულარულად ადევნოთ თვალი, შეგიძლიათ ბლოგის გამოწერა აი ამ ბმულიდან :)

2. ალბათ გემახსოვრებათ ერთხელ სვითიმ დადო თავის ბლოგზე პოსტი თუ როგორ შეიძლება ბლოგერობით ვიშოვოთ ფული. პოსტი იყო საიტზე Blogsvertise სადაც მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირება და მერე სარეკლამო შეკვეთებით ფულის გამომუშავება.ამ საიტზე ჩემი ყველა ბლოგია დარეგისტრირებული და შიგ და შიგ ვღებულობ ხოლმე შეკვეთებს, ცოტა ფული გამოდის მაგრამ მაინც მიხარია. თავიდან ფულს ვაგროვებდი საქართველოს თვითმფრინავის ბილეთისათვის :D, მაგრამ მას შემდეგ რაც გავიგე რომ უნივერსიტეტში მომიღეს, გადავწყვიტე წიგნების ყიდვა. ხოდა აი ჩემი პირველი ორი შენაძენიც :) (პირველი სემესტრის სავალდებულო ლიტერატურის სიიდან, კიდევ 6 წიგნი მაქვს საყიდელი)









2009-07-21

14 comments:

ჩორვენი¹³ said...

gut gilocav!!!
eseigi gamodis blogebi shens scavlas uzrunvelyfen!! great!!

Tomushka said...

მთლად ვერ უზრუნველყოფს სამწუხაროდ :(
საშინლად ძვირი ღირს წიგნები, 1/4 ნაწილს ბლოგები და 3/4 ჩემი ქმარი :ჵ :ჵ:ჵ :*

Lalena said...

1/4იც საქმეა :ჵ

ხოოოდა ის, კარგი ბლოგი გაქვს და აბა როგორ :)

Tomushka said...

Lalena - მადლობა

:shy:

tatushka55 said...

Sul male 1000sebi geshovos sakvarelo :)

Au cignebs rac sheexeba, Tomushka da miso mkitxvelebo, astrid lindgrenis cignebi xom ar icit sad ikideba? Qartulad minda. An vinmes tu gaqvt xom ar gakidit. Me mag mceralma bavshvooba gamilamaza da gamimravalferovna da minda chems shvilsac shevugrovo misi cignebi. samcuxarod mec ar mqonda bavshvobashi da sxvis cignebs vkitxulobdi xolme :(
Please help me

Tomushka said...

tatushka55 - საქართველოში ვერ გეტყვი სად იყიდება. ისე ონლაინ ვერსიები რომ გენახა?
ნახე აი ამ ბმულიდან აუდიო წინგნის ჩამოქაჩვა შეგიძია, რუსული ვერსიაა და უფასო
http://www.liveinternet.ru/community/2702708/post95724874/

Sophie Golden said...

ვახ ამ საიტიდან ფული რეალურად კეთდება? :ლოლ:
უნიკალური მნახველები რას ნიშნავს, კარგად არ ვიცი :D მე ის უფრო მიხარია, როცა ერთგული მკითხველები მყავს, განსაკუთრებით ბლოგერები და მათი "ახლობლები". იმ დღეს მეგობარმა მთელი ბლოგოსფეროს ამბები რომ მომიყვა, მივხვდი, ღირს ამ ყველაფრის კეთება, ფულის თუ მის გარეშე :) სერიალია რა!

Tomushka said...

Sophie Golden- ერთგული მკითველები სულ სხვა რამეა. უნიკალური ვიზიტორი კი უნიკალირი IP -ია რომლიც საიტის რეიტინგზე მუშაობს.

რატომ გეგონა რომ არარეალურია ამ საიტიდან ფულის გაკეთება? :) რათქმაუნდა რეალურია :)

tatushka55 said...

რატომ გეგონა რომ არარეალურია ამ საიტიდან ფულის გაკეთება? :) რათქმაუნდა რეალურია :)

ki magram maT saqarTvelo ainteresebT?
realuria fulis keTeba Tu cxovrob amerikaSi an minimum evropaSi me rogorc vici
da saqartveloshi ucdia vinmes? da gamosula?

Tomushka said...

tatushka55 - საქართველო არაფერს შუაშია. ფატია რომ ბლოგი უნდა იყოს რამოდენიმე ენოვანი. ანუ შიგდაშიგ რამოდენიმე ინგლისური პოსტი გაურიე და ეგაა. მე ასე მგონია.

და კიდევ ერთი, როგორც ვიცი ვორდპრესის ბლოგებთან არ ხდება მსგავსი თანამშრომლობა.

Keti said...

მომწონს შენთან შემოხედვა, ფაქტია, რაკი ასე ხშირად გსტუმრობ :*

Tomushka said...

Keti - :* neta icode emc rogor mixaria sheni komentarebis kitxva :) :hug:

ნინი said...

ინგლისური ენა ჩემი ტკივილია და ნეტა რუსულად არ აწყობთ, რო დავუწერო პოსტები? :D :D :D

Tomushka said...

ნინი - ინგლისური ჩემი ტკივილიცაა.
სცადე რუსული. რატომაც არა? :)
დარეგისტრირდი იმ საიტზე და ნახე აბა თუა რუსულიც.