Jul 21, 2009

ერთგული მეგობრის მოლოდინში

ჩემო ძვირფასო მკითხველო, ალბათ დროა შეგახსენოთ ბატონი თამაზი და მისი თავშესაფარი რომელიც მდებარეობს მისამართზე თბილისი, სვანიძის ქ. 30. (ყოფილი თამარაშვილის შესახვევი, ვაკეში) ტ: (99) 51 68 86. რამოდენიმე თვის განმავლობაში თავშესაფარს შეემატა რამოდენიმე ახალი ბინადარი. ვახდენ ბატონი თამაზის ციტირებას და ვდებ ძაღლების სურათებს და მათ ისტორიებს.

”1. ბინი, ფრანგული ბულდოგი, 8 წლის, ხვადი. ძალიან თბილი და კეთილი. გიჟდება მოფერებაზე. პატრონმა უარი თქვა, სახლში პატარები მყავსო და ძაღლი აღარ მინდაო. ბინი ძალიან დარდობს, საჭმელს არ ჭამს.


2. რიჩი, გერმანული ბოქსიორი, 4 წლის, ხვადი. პატრონმა ვეღარ უვლიო და ......... ძალიან თბილი ძაღლია. საოცრად დარდობს, სულ ტირის.

3. წითელცხვირა ალიხანა, შარშან გავაჩუქე თავშესაფარიდან და გუშინ დავაბრუნე უკან, კარგად არ უვლიდა ახალი პატრონი და იმიტომ. ალიხანას ძველი პატრონი ინგლისელი ცოლ ქმარი იყვნენ. კონტრაქტით მუშაობდნენ საქართველოში, ლეკვი იყიდეს, ლოგინში გაზარდეს, უზომოდ ყვარებიათ, კონტრაქტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდნენ სამშობლოში, მაგრამ ძაღლი ვერ წაიყვანეს, ვერც გააჩუქეს და დასაძინებლად გაატანეს პირველი კლინიკის მანქანას, ისე რომ ძაღლის სახელიც კი არ უთქვიათ. მოიყვანეს ჩემთან, ძაღლის სახელი არ ვიცითო, საღამოს შეუვლითო და დაგირეკავთო, დამირეკეს, უკვე წასულანო და მეზობლებმაც არ იციანო. ძაღლის დამჭერმა (ვინც მომიყვანა წითელცხვირა) ძალიან გთხოვ ჩემი სახელი დაარქვიო...... ალიხანა.
იმ ცოლ-ქმარმა დღემდე არ იციან, რომ მათი ,,ალიხანა,, ცოცხალია.


4. ბარსა, ყაზბეგური ნაგაზი, ხვადი, 2 წლის, ძალიან ავი, ამის გამო გამოაგდო პატრონმა.


5. ბომბორა, უზარმაზარი ტანის, კავკასიური, ხვადი, 1,5 წლის, ძილისგუდა, ძალიან კეთილი. პატრონმა, ძალიან დიდი გაიზარდაო და აღარ მინდაო.


6. დიჩი, საოცრად ნასწავლი, თბილი და კეთილი ხვადი როტვეილერი, 4 წლის, დღემდე ვერ გავარკვიე რატო გაიმეტა პატრონმა მოსაკლავად.


7. წყნეთელი ბათურა, ძუ, 3 წლის, კვერცხებს ჭამსო და ძაღლის დამჭერებს გაატანა მოსაკლავად. ძალიან კეთილი და ჭკვიანია.


8. რედა და რეი. დედა შვილი. ,,რედა,, სეტერი, 3 წლის, ,,რეი,, 1 წლის ნახევრად ლაბრადორი , ხვადი. საოცრად ხალისიანი და მოსიყვარულეები არიან, პატრონმა აღარ მინდა ძაღლებიო, მომბეზრდაო და გაატანა მოსაკლავად ძაღლდამჭერებს.


9. ულამაზესი ხვადი შნაუცერა-ბომბორა, ჩემთან მოიყვანა ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა, დიდუბეში ქუჩაში უპატრონოდ ცხოვრობდა. ძალიან წყნარია და მოწყენილი. ვერ შეეგუა ვოლიერის პირობებს. ”


თუ ეს პოსტი ბოლომდე წაიკითხეთ, ალბათ ნამდვილი ადამიანი ხართ რომელსაც გული შესტკივა ამ ცხოველებზე, რომლებსაც პატრონები ცუდად მოექცნენ. ალბათ ხედავთ იმ სევდას რომელიც ამ საყვარელ ძაღლებს თვალებში აქვთ. გთხოვთ, დაეხმარეთ რითიც შეგიძლიათ, გინდაც თავშესაფრის შესახებ ინფრომაციის გავრცელებით ანდა ძაღლის აყვანით. ისე როგორც შეგიძიათ და ჩათვლით საჭიროდ.

30 comments:

Keti said...

პატრონების "ლოგიკით" გავშტერდი..

როგორი სევდიანები არიან:( აი, არც კი ვიცი, რა ვთქვა.

Tomushka said...

ქეთი- მეც მაგას ვამბობ. ”რკინის” ლოგიკა და მიზეზები აქვთ.

skarabush said...

მოსაკლავი და დასაძინებელი ის პატრონია, მაგ ლოგიკით რომ აგდებს ამ საოცარ არსებებს:S არადა როგორ შეიძლება არ შეგიყვარდეს სევდიან თვალებში რომ ჩახედავ, სველ დრუნჩს რომ მოგადებს... გულქვები!

ნან said...

ტირილი მომინდა :( :(

ამ დღეებში ვაპირებ სტატიის მომზადებას ბათუმელ ქალზე, რომელსაც პატარა ძაღლების თავშესაფარი აქვს. უკვე წინასწარ მაქვს გული ცუდადთ.

Tomushka said...

ნან - ისე დაწერე რომ ხალხს გული აუჩუქდეს და იქნებ დაეხმაროს ვინმე :)
ქარმატებას გისურვებ.

skarabush - სიკვდილს ვერავის ვერ ვუსურვებ ვერც ძაღლს და ვერც მის პატრონს.პატრონი რომ უპასუხისმგებლოა მაგას თქმა არ უნდა

ჩორვენი¹³ said...

vax isec 3 zagli myavs (2 iqidan quchis) da axla amat shemyure cudad gavxdi sadga caviyano tore :(((((

vax me! isa da finansurad rogor axerxebs es adamiani amat patronobas???

auucileblad davcer mec am posts ki arada gadavakopireb tom imedia cinaagmdegi ar iqnebi xo?? iqneba chemtaac shemovides vinme da erti mainc aiyvanos

Tomushka said...

ჩორვენი¹³ - არ ვიცი როგორ ახერხებს. მხოლოდ ის ვიცი იყო ფინანსური შეტავაზება და უარი თქვა ჯერ ვუვლი ჩემითო. ხოდა ერტადერთი სურვილი ამ კაცისა ძაღების კაი ხელში გაჩუქებაა.

ჩორვენი¹³ said...

xoda mashin shenive posts gadavakopireb chemtan sheni kopiraitit!

Tomushka said...

ჩორვენი¹³- მადლობა :)

ჩორვენი¹³ said...

მსო უკეტესი რამე ვქენი ! ჰედერის ქვეშ ნებისმიერი დაინახავს უზარმაზარ ტექსტ და დასაკლიკებელ ლინკს და თანაც პოსტი არ დაიკარგება!! ვოტ მოკლედ გენიალურად მოვიფიქრე! ახლა იქნება და იქნება იქ!

Tomushka said...

ჩორვენი¹³ - მართლა კარგი მოფიქრებაა. მეც მსგავსი მაქვს გაკეთებულო ოღონდ სურათით :)

ERM0NIA said...

რუსუდან ხუნწარია არის თბილისში ძაღლების ყველაზე დიდი ქომაგი. ეს ქალბატონი ადრე შესანიშნავი პიანისტი იყო, მისი ფირფიტაც კი მაქვს. ბოლო წლებში აქტიურად იყო ჩაბმული ძაღლთა დაცვის საქმიანობაში. ძაღლების საკუთარი თავშესაფარიც ჰქონდა. თუმცა, რამდენადაც ვიცი და მახსოვს, ტერიტორია წაართვეს (თუ ვცდები ბოდიშს მოვიხდი). ამას წინათ ვნახე ქუჩაში ერთ-ერთ ძელსკამზე ეძინა. გული დამეწვა...

Anonymous said...

es kaci vin ari! dzegli ekutvnis! da maqsimaluri kuradgeba da daxmareba! ar sheidzleba rame angarishi ro sheiqmnas da visac una, daexmaros?

exposemaximum said...

Pity to see them in cages.

Anonymous said...

Tu shegidzlia, tamazis TavSesafarSi aris aseve Cemi ubneli baTura. modi imis suraTsac gamogigzavni da gamoaqveyne ra...

Zaan kai ZaRlia da ukve martidan yavs. arada iseTia rogorc erTguli lomi... dagicavs, eyvarebi da gierTgulebs.
Inanna var.

Anonymous said...

საერთოდ თბილისში რამოდენიმე თავშესაფარია (მე მითხრეს 4 არისო თუმცა მე მარტო ორი ვნახე). ყველა საკუთარი სახსრებით უვლის ცხოველებს. რა გასაკვირია ხუნწარიას სკამზე ეძინოს ღამე როცა ყველაფერი ამ უბედურების გადარჩენას შეალია და თან არც თუ ისე შეძლებული ადამიანი იყო თავიდანვე. :( კარგი იქნება თუ ამ თავშესაფრებს შესახებ ინფორმაცია მაქსიმალურად გავავრცელოთ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში და ხალხმა აიყვანოს ეს უბედური ცხოველები.

Kate said...

პატრონებს აზროვნება მაგარი აქვთ.

vasasi said...

ვაიმე...

ძაღლები!..

ჯანდაბა მაგათ პატრონებს!..
გულქვები!..

წავიყვანდი სახლში ყველას და მოვუვლიდი, მაგრამ ადგილი არ მეყოფოდა.. :(

Tomushka said...

Innana გამომიგზავნე სურათი
abtama@gmail.com - ze

ანონიმუს-უპრობლემოდ გავავრცელებ ინფორს თუ მეცოდინება ვის შესახებ გავავრცელო. :)

System32s said...

ვკითხულობდი და ცრემლები მომადგა ;( როგორ იმეტებენ? არ მესმის ;( მე 3წლის ტაქსა მყავს და ჩემით კიარა თავისით რამე რომ დაემართოს (ღმერთმა დაიფაროს) არვიცი რა დამემართევა, ალბათ გავაფრენ! ;(

როგორი თვალებით იყურებიან, მეცოდებიან მართლა ;(

რკინის გულები აქვთ! ;(

Sadie said...

მეც მყავდა ადრე ფრანგული ბულდოგი... რომ არ მყავდეს უკვე ძაღლი, წავიყვანდი. გული ამიჩუყდა.

Tomushka said...

არც მე ვიცი როგორ იმეტებენ. თქვენ შეიზლება გყავთ ძაღლი მაგრამ გაიკითეთ იქნებ ვინმეს უნდოდეს და მიასწავლეთ მერე ეს ადგილი :)

Anonymous said...

au rogor ver vitan aset xalxs,tu ar ici ra aris dzaglis sikvaruli saertod nu miikvan saxlshi, clebi acxovro da mere ase gaimeto,rogori aradamiani unda iko..
2 dzagli mkavs saxlshi da orive chaxutebuli micevs game da ver carmomidgenia aseti siborote rogor unda chaidinos adamianma:((( ikneb mec rame movaxerxo,gavikitxo xalxshi.

fsiqe said...

ნეტავ მარტო ვცხოვრობდე :( აუცილებლად წამოვიყვანდი ერთს მაინც.
ძალიან ცოდო არიან :((( რამდენი უგულო ადამიანი ყოფილა ამ ქვეყანაზე, როგორ შეუძლიათ თუნდაც ერთი დღე ყავდეთ ძაღლი და ვინმეს მოსაკლავად გაატანონ,მითუმეტეს მათი გაზრდილი ცოცხალი არსება

NiNuT$A said...

ywelaze ywelaze kargebi arian zaglukebiiiiiiiiii (da danarcheni pumpula cxovelebi. (da mere arpumpula cxovelebi )) ;];];];]

http://nkhvedelidze.blogspot.com/

Lord Vader said...

ფუ რა... რამდენჯერმე დავიწყე ლომენტარის წერა მაგრამ არ გამომდის კორექტულად.

ნორმალურ ქვეყანაში ძაღლს ვერ იყიდი თუ ათასი ფორმულარი არ შეავსე რომ მაქსიმალურად გამორიცხონ *** ადამიანის ხელში ცხოველის მოხვედრა.

Jeux De Dora said...

ეხა როგორ არა მაქვს ადგილი თორე =[[[[


ნეტა ვინმემ აიყვანა რომელიმე?

იმედია არ დარჩებიან ისე =/

GioChiwinx said...

უიმე რა ცოდონი არიან = [

იმედია გამოუნჩდებათ პატრონი = [[[[

taktaktak999 said...

Chemi am patarebs shiga aqvtt??

ვამპირი said...

რა თქმა უნდა საშინელებაა, საბრალო ძაღლების ასეთ მდგომარეობაში ხილვა (სამწუხაროდ არც ადგილი მაქვს და არც ფული მათ დასახმარებლად და, არც ისეთი ნაცნობი, ვინც ჩემს მაგივრად დაეხმარება მათ), დასანანია, რომ ასეთი დაუნდობლები არიან ადამიანები, მაგრამ როცა ამდენი ადამიანი შიმშილობს და თავშესაფარის გარეშეა დარჩენილი, ცხოველების ბედი არ უნდა გვიკვირდეს... ასეთია სამწუხარო რეალობა...