Jul 18, 2009

ვისი ბრალია თუ ძაღლი ავია?

კი იცით როგორ მიყვარს ძაღლები, ხოდა არც ის გაგიკვირდებათ რომ ტელევიზორში მხოლოდ ორ გადაცემას ვუყურებ. პირველი გადაცემა არის შვედური და ქვია Hundcoachen ანუ ძაღლის მწვრთნელი, მეორე კი ამერიკულია და ქვია Dog Whisperer ცეზარ მილანთან ერთად.

ორივე გადაცემა ეხება მეტ ნაკლებად პრობლემურ ძაღლებს, რომლებთაც აქვთ აშლილი ფსიქიკა და ცუდად იქცევიან. ცეზარს წიგნიც კი აქვს გამოცემული ძაღლთან დაკავშირებული პრბლემების შესახებ, რომელიც სასურველია ყველამ წაიკითხოს მანამ სანამ ძაღლს აიყვანს და რაიმე პრობლემა შეექმნება მის ქცევასთან დაკავშირებით.

შეძლებისდაგვარად ვცდილობ ყველა პროგრამას ვუყურო, და დღითი დღე ვრწმუნდები რომ არ არსებობს ცუდი ძაღლი, არსებობს ცუდი პატრონი ან პატრონი რომელიც ფიქრობს რომ კარგს აკეთებს თავისი ცხოველისათვის მაგრამ ეს ”კარგი” ძაღლის ტვინში სხვანაირად აღიქმება, და შესაბამისად არაადაკვატურ ქცევაში ვლინდება.

აქ ვდებ ერთ ვიდეოს რომელიც ძალიან აქტუალურია სოფლებში, ანუ ძაღლი რომელიც ერჩის ქათმებს. ამ ვიდეოს რომ ვუყურე მაგრად ვიცინე მაგრამ მერე გამახსენდა რამდენი ძაღლის სიცოცხლე ეწირება მსგავს ქცევას და ძალიან მოვიწყინე :(





7 comments:

Natalia said...

ძაღლების უფრო მეტად მეშინია, ვიდრე მიყვარს. პანიკური შიში მაქვს თან :(

Tomushka said...

ui ratom? yvelanairi dzarlis? lekvebisic?

Chemi amxanagia mase. suratis danaxvazec ki kankals ickebs.

Keti said...

ქათმის რეაქციაზე გამეცინა :)) ისე, მაგ ძაღლს არ ვიცი, რა გადააჩვევს ქათმის ჭამას. მეეჭვება, მარტო დარჩენილმა თავი შეიკავოს:)


მიუხედავად იმისა, რომ ძაღლმა ორჯერ მიკბინა, არ მეშინია. უბრალოდ, ყველას მოფერებას აღარ ვცდილობ :))

Tomushka said...

Keti - მართლა სასაცილოა :D :D

კარგად იქცევი სხვათაშირის, ყველას მოფერება არც ისე კარგი აზრია, ზოგჯერ პატრონს არ სიამოვნებს, ზოგჯერ შენთვისაა საშიში :) ამიტომ მოვეფეროთ მხოლოდ ნაცნობ ძაღებს და ლაბრადორებს :ჵ :ჵ :ჵ

Natalia said...

tomushka, აბსოლუტურად ყველანაირის, ლეკვებისაც კი. არ ვიცი რატომ, ბავშვობაში 1-2-ჯერ კი შემაშინეს, მაგრამ ასე ძალიან არ უნდა მეშინოდეს მაგის გამო..

Tomushka said...

Natalia - რა საინტერესოა. რაა ნეტა მიზეზი.
დიდი ძაღლის კიდე ხო, შეიძლება რაღაც მიზეზი იყოს მაგრამ ლეკვის?

Sophie Golden said...

ვისი ბრალია და პატრონის.
როგორც პატრონი ექცევა ძაღლს, ისე ექცევა მერე ძაღლი სხვებს. სხვათა შორის, ათენში რომ ვცხოვრობდი, ერთი ძაღლის "ბეიბისიტერი" ვიყავი :) პუდელი იყო უსაყვარლესი, ვასეირნებდი, ვბანდი და პატრონები თან ჰყვებოდნენ, სამაგიეროდ მეზობელი იყო, რომელსაც უზარმაზარი ძაღლი ჰყავდათ, ურტყამდნენ, უყვიროდნენ და იმათ ეზოსთან გავლისაც კი გვეშინოდა მე და პუდელს :| ძაღლიც ადამიანივითაა, როცა ანერვიულებენ, აგრესიული ხდება და ადამიანები ეზიზღება. მე არ მეშინია ძაღლების და ცხოველებთან ადვილად ვპოულობ საერთო ენას :ლოლ: აქაც ჩვეულებრივი თეორიაა რა: მოექეცი სხვებს (ძაღლებსაც) ისე, როგორც შენ გინდა გექცეოდნენ :) :sunny: