Jul 15, 2009

როგორ შევცვალოთ ბლოგის თემპლეითი?

მოგწყინდათ ერთიდაიგივე თემფლეითი? ფიქრობთ რომ დროა ის შეცვალოთ? მაშინ ეს პოსტი თქვენ ნამდვილად დაგეხმარებათ. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მე გაჩვენებთ როგორ შევცვალე ბლოგის თემფლეითი და თითოეულ ეტაპს სათითაოდ აღვწერ. აბა დავიწყეთ.

1. მზა თემფლეითის უამრავი საიტი არსებობს. ზოგი მათგანი ფასიანია, ზოგიც უფასო. მე გირჩევთ შემდეგ საიტებს: http://www.bloggertemplatesfree.com/, http://btemplates.com/, http://freetemplates.blogspot.com/

2.გადახედეთ ზემოთ დადებულ საიტებს კარგად და შეარჩიეთ ის თემფლეითი რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. ბევრი წვალება რომ არ დაგჭირდეთ სასურველია რომ შეარჩიოთ სპეციალურად ბლოგსპოტის ან ვორდპრესის თემფლეითი.

3. ჩამოქაჩეთ სასურველი თემფლეითი და შეინახეთ ის თქვენს კომპზე.

4. გახსენით ჩამოქაჩული ფაილი. იქ როგორც წესი ორი ფაილია - 1. read me. აუცილებლად წაიკითეთ და მიყევით ინსტრუქციებს. მეორე ფაილი კი ცალკე დესკსტოპზე დადეთ უფრო რომ გაგიადვილდეთ ატვირთვა

5.გახსენით ბლოგი სადაც გინდათ ახალი თემფლეითის დაყენება Customize=>edit HTML. პირველ რიგში აუცილებლად ჩამოქაჩეთ ძველი თემფლეითი, ასევე შეინახეთ ბლოგერთა სია და ა.შ. სხვადასხვა მთვლელის კოდების ედიტ ფაილები გახსენით, დააკოპირეთ და შეინახეთ. (მე gmail- ში შევინახე ეს კოდები)
შემდეგ უკვე თავისუფლად შეგიძლიათ ახალი თემფლეითის ატვირთვა ისე როგორც სურათზეა ნაჩვენები.

6.მას შემდეგ რაც თქვენს ბლოგზე ახალი თემფლეითი ატვირთეთ, თქვენ გექნებათ მსგავსი სურათი. ეს ის ვიჯეტებია რომლის დაყენება თავიდან მოგიწევთ, მაგრამ არა მგონია ძნელი იყოს :) დაყენება კი ისე სდება როგორც ჩვეულებრივი თემფლეითებში. ანუ add gadget. ასევე არის მეორე ვარიანტიც, ანუ თავად ასწორებთ HTML კოდს. ეს ვარიანტი შეგიძლიათ იხოლოთ ვარდისფერ ბლოგზე :)


თუ რამე შეკითვა გაგიჩნდათ, ქე იცით რომ სულ ბლოგზე შეგიძლია დამიკავშირდეთ.

წარმატებას გისურვებთ!

16 comments:

Sweet Baby Girl said...

რატო ამბობ კაცო რო თავიდან მოუწევთ?

თავიდან დაყენება რომ არ მოეწიათ მაგ გაწითლებული ვიჯეტების იმიტომ დავწერე ამხელა ფილარმონია ტუტორიალი აგერ:

http://sweet.ge/2008/11/%E1%83%93%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A2/

შეგიძლია ჩაამატო ბოლოში.

Tomushka said...

№ე ყველა ბლოგზე თავიდან მომიწია დაყენება. და ამ პოსტშიც დავწერე რომ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარეთქო :)

ნინი said...

გაიხარე, საღამოს ჩავუჯდები და იქნება რამე გამომივიდეს. იმდია გზადაგზა გაჩენილ კითხვებზე პასუხისთვის არ დამზარდები :) კიდევ ერთხელ დიდი, დიდი მადლობა. :)

Tomushka said...

ნინი - დაგეხმარები როგორც შემიძლია.
სვითის პოსტიც ნახე, იქნება ისიც დაგეხმაროს.

tatushka55 said...

Ra magari rameebia, au me cota ucignuri var am sakitxebshi da wordpress_is dashboardze layout ver vipove
Hlp me pleaseeee

tatushka55 said...

Raoden ucnauric ar unda ikos, blogroll_shi ar mkavdi, arada vkitxulobdi xolme shens blogs :) cherez-cherez :)

Tomushka said...

თათუშკა აი ეს ნახე
მგონი ძალიანა დვილადაა დაწერილი
http://www.ehow.com/how_2012732_install-newwordpress-template.html

Natalia said...

შენს მიერ შემოთავაზებული მთვლელი დავაყენე როგორც იქნა, ადრეც ვცადე მაგრამ ვერ ვქენი. კარგი რაღაც ჩანს :)


ამ საიტებსაც გადავხედავ დღეს, იქნებ რამე შევარჩიო.

Tomushka said...

Natalia - უიი, შერჩევით ნამდვილად შეარჩევ, მაგრამ არჩევისა რა გითხრა. ძალიან ძნელია არჩევა :(

usatauro said...

ძალიან კარგი ტემპლეიტი დაგიყენებია ახლა ვნახე ;)

პ.ს.პოსტიც კარგია, გამოდგება ხალხს.

Tomushka said...

usatauro - მადლობა :)
შევიფერო უნდა :ჵ

Keti said...

რა კარგია, რომ დაწერე ეს რჩევები, თან საკუთარი გამოცდილებიდან..
მე ჯერ არ ვაპირებ შეცვლას, რაღაცნაირად ძალიან მივეჩვიე... მაგრამ თუ გადავწყვიტე – შენს ბლოგზე რომ გამოსადეგი რჩევები მეგულება, დავიმახსოვრებ :*

Tomushka said...

Keti - როგორ მესმის შენი მიჩვევაზე. მეც მასე ვიყავი მიჩვეული, მაგრამ მერე მომბეზრდა. :)

ნინი said...

მარტო ეს gadget შეიძლება დაიკარგოს? სხვა (პოსტი, კომენტარები) რო დაიკარგოს მაგისი შანსი არის? თუ ეს ავტომატuრად ინახება? საქმე იმაშია, რო ამ gadget-ის დაკარგვას არაუშავს, მარა პოსტები და კომენტარები რომ დაიკარგოს ეს არ მინდა.

Tomushka said...

ნინი, პოსტები და კომენტარები არ იკარგება!
არც გაჯეტები დაგეკარგება თუ ისე შეცვლი html-ს როგორც სვითის უწერია. თუ დაგეზარება მისი ჩასწორება მაშინ ხელით თავიდან დააყენებ და ეგაა.

teone said...

auu gaixareee