Jul 11, 2009

კუჭის მონა

თავიდანვე მინდა გითხრათ რომ ამ პოსტით არ მინდა ვინმეს გაკრიტიკება, რელიგიური თუ მორალური შეხედულებების შეურაწყოფა. ჩემი მიზანი მხოლოდ ერთია - გავერკვიო ერთ საკითხში რომელიც დიდი ხანია მაწუხებს.

მოგეხსენებათ რა მართლმორწმუნე ხალხია ქართველები. ეკლესიაში სიარული, სანთლის დანთება, მარხვა, ზიარება, აღსარება - ის ქცევითი პატერნებია რომლებსაც საზოგადოების დიდი ნაწილი რეგულარულად სჩადის, ის კი არა ვინც არ აკეთებს ამას გაკვირვებას და კრიტიკას იწვევს ”მორწმუნე” უმრავლესობის თვალში. ჩემი შეკითხვაც რელიგიურობის გამოვლენის ერთ ასპექტს კერძოდ კი მარხვას ეხება..

სხვადასხვა ქართულ ვებ გვერდებზე ხშირად წამიკითხია და გამიგია თუ როგორ ეძებს მარხვაზე მყოფი ადამიანი სხვადასხვა სახის ”სამარხვო” გემრიელობებს. ზოგი ყიდულობს, ზოგიც თავად აკეთებს. მოკლეთ მარხვა მარხვად მაგრამ საკუთარი კუჭის სიამოვნება მაინც წინა პლანზეა წამოწეული - სამარხვო ხაჭაპური (სოიას ყველისაგან), სამარხვო ტორტები, და ა.შ. სიმართლე გითხრათ ეს ფაქტი ძალიან მაკვირვებს და ვერ ვხვდები რეალურად რაში მდგომარეობს მარხვის არსი?

13 comments:

Bas said...

:) მშვენიერი შეკითხვაა :)

Tomushka said...

პასუხი რაა?

lasharela said...

ადამიანმა პირველ რიგში გულში უნდა იმარხულოს...
მარხვა მწუხარებაა...კვების რაციონის შეზღუდვა ერთერთი ცოდვის – ნაყროვანების უარყოფაა.

მარხვა, მე ასე მესმის რომ უნდა მოიკლო ყოველგვარი განცხრომა, სიამოვნება...უნდა დააკლო სხეულს რათა აიმაღლო სული...

ჩორვენი¹³ said...

eg zaan mainteresebs mec da rodesac vizaxi rom marxva ukve mibazva da modaa zustad mag argumentit gamyarenulia

Anonymous said...

იდეურად რაში მდგომარეობს მარხვის არსი ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ რასაც დღეს ქართველი მორწმუნეების უმეტესობა აკეთესბს არის ტიპიური ფარისევლობა + მოდას აყოლა.

"ვაიმე კვირაობით ეკლესიაში არ დადიხარ?", "ეკლესიის დანახვაზე პირჯვარს რატო არ იწერ?, "არ მარხულობ?"-ასეთი რეპლიკები ალბათ ყველას გვსმენია პაკაზუხა "მორწმუნე" ფარისევლებისგან, რომლებიც ყველაფერს სხვასთან თავის წარმოსაჩენად აკათებენ.

კიდევ ერთი რეპლიკა გამახსენდა. მეზობელი თავის ცოლს-შე დედამოტყნულო ამ გაგანია მარხვაში კატელტს რა გაჭმევს :D

Tomushka said...

lasharela - მეც მასე მესმის. მაგიტომ ვიყავ გაკვირვებული.

ჩორვენი¹³- ნამდვილად მისაბაძი გახდა. 100%

Anonymous - მოდააა და მეტი არაფერი.
რა აჭმევდა იმასაც იმ გაგანია მარხვაში კატლეტს :D :D :D

Natalia said...

რატომღაც ხალხი თვლის რომ მთავარია კუჭში არ ჩავიდეს ხორციელი საკვები, თორემ სამარხვო საკვებით [მაგ.ტორტი ან შოკოლადი] პირში იგივე გემოს რომ გრძნობ და ტვინს იგივე სიამოვნების სიგნალები მიეწოდება, ეს არაფერია :))

daliela said...

რაში მდგომარეობს და იმაში,რომ მერე ყველას მოსდებ მარხვაზე ვარო და ნაცნობ-მეგობრებიც იტყვიან-ვაიმე რა მორწმუნეა დაჟე მარხვაზეაო აბაა. ესაა მარხვის არსი საქართველოში( უმრავლეს შემთხვევებში)

Tomushka said...

ლოლ, მაშინ რა აზრი აქვს ამ თავის შეკავებას, ყველას შეუძია სახლში ჭამოს ის რაც უნდა და თქვას მარხვაზე ვარო, ვინ ვის უმოწმებს რა აქვს მაცივარში :D :D

Sophie Golden said...

რამდენი ვიფიქრე აქ დასაკომენტარებლად, იცი? :) საბოლოოდ დავასკვენი, რომ ეს მათი უფლებაა, როგორც უნდათ, ისე დაიცვა მარხვა. რა თქმა უნდა, მოდა ცუდია ამ შემთხვევაში, მაგრამ სასულიერო პირებიც ცოდავენ, როცა ხალხს კარგად არ უხსნიან მარხვის საერთო არსს, რომ ეს ძალიან პირადულია და შენთვის უნდა გააკეთო, თორემ მე სულ არ მაინტერესებს, ვინ ხორცს ჭამს და ვინ - თევზს. ცოტა მეტი რელიგიური განათლება, ახსნა და მგონია, რომ ადამიანებს შეუძლიათ მარხვების სასიკეთოდ შემოტრიალება. Все должно быть в нашей голове.

Tomushka said...

Sophie Golden - მე თუ მკითავ ადამიანის უფლებაა არჩევნის გაკეთება, იმარხულოს თუ არა. მაგრამ როცა მარხულობს მგონი აქ უვკე არ ღირს ”მოდაზე და კუჭზე” ფიქრი. რა ვიცი მე მაინც ვბრაზდები ხოლმე ამ პაკაზუხა ქცევაზე და რა ვქნა?

tiko said...

ხო ეს მეც მიკვირს, ჭამენ სამარხვო ნაყინს, წვავენ სოიოს "კატლეტებს" და ა.შ.
მარხვაზე თუ ხარ ჭამე პური , კიტრი და სვი წყალი. ან სამარხვო ნამცხვარი რა უბედურებაა, ან მაიონეზი :~|

Tomushka said...

tiko -სოიო კარგი პროდუქტია, მე თუ მკითავ მაგი ყველამ უნდა ჭამოს მაგრამ, აი მითხარი სამარხვო ნაღები რაა? :D :D