Jul 5, 2009

საცურაოდ ცურვის ცოდნა არაა საჭირო!

ეს კვირა დიდი სიცხის გამო რეგულარულად დავდიოდი ზღვაზე. რადგანაც პლიაჟზე წოლის დიდი მოყვარული არ ვარ, და როგორწ წესი წყალში მიყვარს ”ბირჟაობა” საშუალება მომეცა მთელი კვირის განმავლობაში აქტიურად განმეხორციელებინა ერთი ექსპერიმენტი.

სტატისტიკა: სტატისტიკის დეპარტამენტის მიხედვით ყოველწლიურად შვედეთში 100 ზე მეტი ადამიანი იხრჩობა ზღვებსა თუ ტბებში. საკმაოდ გასაკვირია ჩემთვის, რადგან თითქმის ყველა პლიაჟს ყავს მაშველთა ჯგუფი პლიაჟზეც და შიგ წყალშიც კატერით კონტროლდება წყალი. ხოდა როგორ ახერხებს ეს ხალხი დახრჩობას ჩემთვის გამოცანას წარმოადგენდა. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ მხედველოაბში არ მაქვს არაფხიზელ მდგომარობაში მყოფი ადამიანების დახრჩობა.

ექპერიმენტი: მოკლედ რომ მოვჭრა, ჩემს ექსპერიმეტში შევეცადე დახრჩობის იმიტაცია. ამისათვის რამოდენიმე ხერხს მივმართე მაგ: ჩავეშვი მედუზებიან და წყალმცენარეეიბიან ადგილებში (საზიზღრობაა მინდა გითხრათ.) და ა.შ.

პირველი დასკვნა: როგორც ხედავთ არ დავიხრჩვი, იმიტომ კი არა რომ კარგად ვცურავ- სულაც არა, არამედ იმიტომ რომ არ დავპანიკდი და სხეუზლე კონტროლი შევინარჩუნე. აქედან გამომდინარე დავასკვენი რომ ფხიზელი ადამიანები რომლებიც იხრჩობიან პანიკდებიან, კონტროლს კარგავენ საკუთარ სხეულზე, ყლაპვენ ბერ წყალს და ბოლოს ....

მეორე დასკვნა: იმისათვის რომ იცურო, არაა საჭირო იცოდე ცურვა, ან რა გასაკვირია, ადამიანის ნაყოფი 9 თვე წყალშია, და წყალი პირველი და ერთადერთო გარემოა რომელშიც ჩვენ ვვითარდებით. ამიტომ ცურვის შესაძლებლობა ჩვენი არსებობის პირველივე წუთებიდან არის ჩვენში, უბრალოდ დროთა განმავლობაში შევიძინეთ სხვა თვისებები, როგორიცაა შიში, რაციონალური ფიქრი არ ვიცი და ვერ ვიზავ/ არ გამომივა და ა.შ და იმ პირველყოფილს, საწყისს ძალიან დავშორდით.

12 comments:

magicnohair said...

ნუ მეც ვცადე ეგ და როცა ვიძირებოდი მშვიდად ველოდებოდი როდის მივხვდებოდი რომ არ ვიხრჩობი მაგრამ ვერ მივხვდი.

Tomushka said...

magicnohair - შეგეშინდა? ხელის მოსმა სცადე? ერთნაირი მოძრაობით?

Keti said...

ვეთანხმები შენს დასკვნას :)
პანიკა ადამიანებს არა მხოლოდ წყალში ცურვაში უშლის ხელს, ცხოვრებისეულ ცურვაშიც. სრულიად ბუნებრივია, რომ ხელი გაიქნიო, როცა წყალში ეშვები (ან როცა ცხოვრებაში ვამბობთ, რომ გვიჭირს)...
ადრე წავიკითხე წყალში მშობიარობის მეთოდზე, სადაც გაჩენისთანავე ახერხებს ადამიანი "სიტუაციაში გარკვევას" :)

მე არ ვიცი ცურვა, მაგრამ თუ არ დავპანიკდი, იმედია ადვილად შევძლებ :)

Tomushka said...

Keti - სრულიად გეთანხმები! ცხოვრებაშიც მასეა. პანიკა ხელის შეშლის მეტს არაფერს აკეთებს.

ცდა ბედის მონახევრეაო. მთავარია მართო არ იყო ცურვას რომ სცდი :) და მერე სულ ადვილად გამოგივა ყველაფერი :)

vasasi said...

მე არ ვიცი ცურვა...

არადა, ძალიან მინდა ვისწავლო, მაგრამ არ გამომდის.. :(

ალბათ, სანამ ღრმა წყალში არ ცამაგდებენ არაფერი გამოვა ჩემგან...


პ.ს. ზღვაზე მინდა სასტიკად და ამ პოსტმა კიდევ უფრო მომანდომა.. ;(

Tomushka said...

vasasi - ღრმა წყალში შეიძლება ძალიან დაპანიკდე ამიტომ არ გირჩევ მანდედან დაწყებას. იმხელა წყალიდან უნდა დაიწყო რომ მაქსიმუმ მხრებს გიფარავდეს, თან ვინმე უნდა გყავდეს გვერდით, უბრალოდ თავის დაზღვევის მიზნით :)

აპირებ ამ წელს ზღვაზე წასვლას?

Nikoloz said...

რა ექსპერიმენტებს ატარებ საღოლ შენ :D

iasamani said...

პლიუს ერთი, პანიკა მართლა ერთ-ერთი მთავარია მაგ ამბავში...
მარა წყალმცენარეებიან ადგილას როგორ ჩახვედი? მე მასეთ ადგილას კატერითაც კი ვერ ვჩერდებოდი ))) ძაან უსიამოვნოა )))

სტრანნა, მარა როგორც ვიცი, ცურვის მცოდნეები უფრო ხშირად იხრჩობიან. ალბათ ზედმეტად თამამდებიან და არ ფრთხილობენ

Tomushka said...

iasamani - წყალმცენარეები არ იკბინებიან. მაგრამ სამაგიეროდ ბევრს თუ მოძრაობს ადმიანი სხეულზე ეკრობა და ”ითრევს”

არ ვიცი ცურვის მცოდნეებზე. ცოდნაცა და ცოდნაც. ჩემ ამხანაგებს რომ კითხო თევზივით ვარ და ვიცი ცურვა, მაგრამ მე ვიცი რომ არ ვიცი და წყალში თუ მიყვარს ჯდომა სულაც არ ნიშნავს თევზობას. :D :D

Nikoloz - ეს ყველაფერი არის Boredom -ის შედეგი :D

Khatia said...

"ჩავეშვი მედუზებიან და წყალმცენარეეიბიან ადგილებში"-ის მერე გულაფართხალებული ველოდი შედეგს, გადარჩი თუ ვერა :) და ცოტა გვიან მოვტვინე, შემდეგ ფრაზაში, რომ ბლოგზე ჩანაწერს სხვა შემთხვევაში ვერ გამოაქვეყნებდი :)))

Tomushka said...

Khatia - მართლა არ იკბინებიან წყალმცენარეები.
მედუზები კი ისუსხებიან მაგრამ ასატანად :ჵ:ჵ
უფრო ზიზღის ამბავია!

ბაბისა said...

დახრჩობის მიზეზებზე გეთანხმები,
რაც შეეხება 9 თვე წყალში ყოფნას და ცურვის ინსტიქტს - დისქავერიზე ვუყურე ფილმს, ბავშვი 6-7 თვემდე რომ ჩაიყვანო წყალში ინტიქტურად ცურავს და არ იძირება და არ ყლაპავს წყალს, შესაბამისად არ იხრჩობა. მერე რაც გვემართება ეს გაცნობიერებაა, რომ არ ვიცით, ანუ არ გამოგვივა ის, რაც არ გვისწავლია და შიშის გამო ვერ ვბედავთ :მმმ: