Jul 4, 2009

ვარდების ფესტივალი

დღეიდან ჩემი ქალაქის ერთ ერთ პარკში - Trådgårdsföreningen, ოფიციალურად გაიხსნა ვარდების ფესტივალი :) მოგეხსენებათ მიყვარს ყვავილები, არ დავაყოვნე და გავეშურე პარკისაკენ. ის რაც იქ დამხვდა სრულიად აღემატებოდა ჩემს მოლოდინს. უამრავი ვარდი, ულამაზესი, ფერად-ფერადი, სურნელი გადასარევი :) ერთადერთი დისკომფორტი მცხუნვარე მზე იყო, რომლის გამოც დიდი ხანი ვერ შეძელი პარკში დარჩენა. გთავაზობთ პატარა ფოტოკოლაჟს :)


ვარდები ორანჟერიის კედელზე

სპილოს ძვლის ფერი ვარდი


ეს ფერი არის ჩემი ფავორიტი :)


ჩაის ვარდი როგორც მე ვეძახი :) საკმაოდ ძლიერად გამოხატული სურნელით.

3 comments:

Dreamer Kikito said...

au dzalian lamaziaaaa :love:

Sophie Golden said...

მე უფრო პირველი, კლასიკური წითელი ვარდი მომეწონა :)

Keti said...

მიყვარს ვარდები :)) ლამაზია..