Jul 2, 2009

ომი როგორც გადარჩენის საშუალება

ეს ფრაზა არის ერთი დოკუმენტური ფილმიდან რომლსაც ამ საღამოს ვუყურე. სამწუხაროდ არ ვიცი ფილმის დასახელება რადგან უკვე დაწყებული იყო ტელევიზორი რომ ჩავრთე.

დოკუმენტური ფილმი გადაღებული იყო 2005 წელს და ეხებოდა აფრიკის ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა ნიგერია, უგანდა და კონგო. არაფერს ვამბობ იმაზე თუ რა საშინელ მდგომაეობაშია მოქალაქეთა 98%, მშივრები, ტიტვლები და ძალიან გაჭირვებულები, ყველაფერთან ერთად არაჯანსაღ ფსიქიკურ მდგომარეობაში ყველა იმ ნარკოტიკური ნივთიერებებისა თუ გამონაბოლქვის გამო რასთანაც მათ შეხება ქონდათ.

ფილმში ნაჩვენები იყო თუ როგორ ხდებოდა ევროპიდან და რუსეთიდან იარაღის შეტანა ამ ქვეყნებში. ხალხის ძირითადი მასა, ვისაც ბძლოლა შეუძლია ომის მოლოდინში იყო, და არა მარტო მოლოდინში. მათ უნდოდათ ომი რომ დაწყებულიყო რადგან ეს იყო ერთადერთი შემოსავალი მათთვის. ”ჯარისკაცი არის ერთადერთი პროფესია რომელსაც კარგი ხელფასი აქვს, რათქმაუნდა გვინდა ომი რომ დაიწყოს” ეს იყო ძირითადი განწყობა.

თანამედროვე, განვითარებული ქვეყნების კეთილდღეობა განუვითარებელი ქვეყნების უბედურებაზე იგება :(

6 comments:

ბაბისა said...

ბოლო ფრაზას ვეთანხმები
დიდი ქვეყნები პატარა სახელმწიფოებით
საზრდოობენ", ისევე როგორც, ქალაქი სოფლით და მისი მეურნეობით მარაგდება..

თავიდან სათაურს რომ სევხედე, ვიფიქრე, პაციფისრტური პოსტი იყო, რომელიც ომს მხოლოდ იმ შემთხვევაში ამართლებდა, თუ ეს ადამიანების და ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა იქნებოდა- მე ასე ვფიქრობ, საშინელი პაციფისტი ვარ :|

Tomushka said...

ბაბისა - ნოგერია, უგანდა და კონგო არ არიან პატარა ქვეყნები. რატომ არიან ისე როგორც არიან კიდე სხვა საკითხია მაგრამ ფაქტია სურვილი რომ იყოს შესძლებდნენ ამოძრომას.

სამწუხაროდ არაა ეს სურვილი

zurriuss said...

კიდევ და კიდევ, მე ვრჩები იმ "დებილ" ადამიანად, რომელსაც სწამს, რომ ყველას სამაგიერო მიეზღობა!

Tomushka said...

zurriuss - :)
არ ვიცი, თუ რელიგიური ხარ ალბათ კარგი პოზიციაა, მაგრამ რეალურად ცოტა სხვანაირადაა საქმე.

Sophie Golden said...

ეჰ, მეც მაგას ვამბობ ამდენი ხანია :(
ხალხი რძეში ბანაობს და წარმოიდგინეთ, ეს საწყალი აფრიკელები კიდევ შიმშილით და უწყლობით იხოცებიან, ისევე როგორც შიდსი ხელოვნურად შექმნეს და მსოფლიო დააავადეს :| სამწუხაროდ ასეა, ომში გარკვეული ადამიანები მდიდრდებიან, დანარჩენები - კი იხოცებიან, როგორც ტოლსტოი იტყოდა: საზარბაზანე ხორცები ხდებიან :(

Khatia said...

ომები მაგ იარაღის გამსაღებლების 'ხათრითაც' იწყება ზოგჯერ. ფაბრიკები დახურვაზეა, თუ ომი არაა. არადა ხელფასები და ფული უნდათ. და აი თუ გაჩაღდა კაი დიდი ომი სადმე, მერე ყველაფერი გაეყიდებათ. ამაზრზენი ბიზნესია.