Jun 17, 2009

როგორ ვისწავლოთ მტრის სიყვარული?

პოსტში ჩემი საყვარელი დალაი ლამა ვწერდი რომ ვკითხულობ მის წიგნს ”სიყვარული”. წიგნის იდეაა განვავითაროთ და გავაძლიეროთ სიყვარული ყოველი ცოცხალი არსების მიმართ. დალაი ლამა ამბობს, რომ განსაკუთრებით საჭიროა შევძლოთ იმ ცოცხალი არსებების შეყვარება რომლებიც გვძულს, გვეშინია ან უბრალოდ უსიამოვნო გრძნობებს იწვევს ჩვენში. არ აქვს მნიშვნელობა, არის ეს ადამიანი, ცხოველი, მცენარე თუ სხვა რამ.

რეინკარნაცია: სიყვარული განვითარებისა და გაძლიერებისათვის, წიგნში მოცემულია მედიტაციური სავარჯიშოები. ის რომ ამ წუთას ადამიანები ვართ არის სრული შემთხვევითობა ამბობს დალაი ლამა, მომავალ ცხოვრებაში ჩვენ ნებისმიერ სხვა არსებად შეიძლება მოვევლინოთ დედამიწას (იგივე რეინკარნაცია), იგივე პრინციპით, წინა წხოვრებაში ჩვენ და ჩვენი საყვარელი ადამიანები ნებიესმიერი სულიერი არსება ან მცენარე შეიძლება ყოფილიყო, ამიტომ ამბობს დალაი ლამა, რომ აუცილებელია სიყვარული და თანაგრძნობა ნებისმიერი ცოცხალი არსების მიმართ, რადგან ის წინა წხოვრებაში ან მომავალ ცხოვრებაში შეიძლება ყოფილიყო/იყოს ჩვენი დედა, მამა, და, ძმა და ა.შ.

ვისწავლოთ სიყვარული: ძალიან ძნელია ამის განხორციელება, მაგრამ მგონი არა შეუძლებელი. ცდა ნამდვილად შეიძლება. გარდა იმისა უნდა ვაღიაროთ, რომ სიძულვილს საშინლად დიდი ფსიქიკური ენერგია მიაქვს, ის ასევე ანგრევს ჩვენს პიროვნებას. ამიტომ მოდით ვცადოთ და შევიცვალოთ ჩვენი განწყობა, ვისწავლოთ სიყვარული.

ექსპერიმენტები: ბავშვობაში უამრავ ბაყაყზე მაქვს უამრავი ცდა ჩატარებული, ჩემს სისასტიკეს რომ ვიხსენებ ახლაც ცუდად ვხდები, მაგრამ ბაყაყებზე ტკივილის მიყენება არასდროს ყოფილა ჩემი მიზანი, მე ჩვეულებრივი ბავშვური ცნობისმოყვარეობა მამოძრავებდა მხოლოდ, ნორჩი ”ნატურალისტის” ცნობისმოყვარეობა.

2 comments:

Sophie Golden said...

მტრის სიყვარული, არ ვიცი, ჩემი რელიგია მაგას არ მთხოვს :ლოლ: ჯერ ახლობელი უნდა გიყვარდეს, მშობლები, მეგობრები და მტრებზე მერე იფიქრო, ჩემი ფილოსოფია ასეთია. არ მჯერა ადამიანების, რომლებსაც სხვები "უყვართ" და ამ დროს საკუთარ ნათესავებზე შეუძლიათ ჭორაობა. (პოსტი სხვა მიმართულებისაა, მაგრამ სათაურზე ეს კომენტი მომივიდა თავში)

Katten försvann said...

Sophie Golden - სხვათაშორის მტრის სიყვარულს ასწავლის დედის ხატიდან. მაგიტომ დავწერე კიდეც პოსტში მედიტაციის ტექსტს არ დავწერთქო :)

რა ძალიან ჰუმანური რელიგიაა ხო? არ ვიცი ჰუმანური თუ შეიძება ვიხმარო, იმიტომ რომ არა მხოლოდ ადამიანების სიყვარულს არამედ ყოველი არსების სიყვარულს მოიცავს :)