Jun 29, 2009

როგორ ვებრძოლოთ ფასდაკლებაზე შოპინგს?!

დამეთანხმებით რომ ფასდაკლების დროს ჩვენ ვიძენთ/ ვცდილობთ შევიძინოთ უამრავი ნივთი, რაც სავსებით ნორმალურია, როგორ არ უნდა იყიდო მაგალითად ოთხი მაისური ორის ფასად, ან სამი წყვილი შარვალი ერთის ის ფასად. აღარაფეს ვამბობს სახლის ნივთებზე მაგ: ლამაზად მოხატული ჭიქები, თეფშები და ა.შ. ფასდაკლების რამოდენიმე სეზონის განმავლობაში იმდენი ნივთი გროვდება რომ ბოლოს შესანახი ადგილი არარ რჩება სახლში. :D

მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და სიმართლე გითხრათ ყოველთვის ველოდები ფასდაკლებებს. დაიწყება თუ არა სეზონი თვალყურს ვადევნებ მაღაზიებს და ვამოწმებ რამდნი პროცენტით დაიკლო ფასმა, მიაღწევს თუ არა სასურველ ციფრს გავრბვარ და ვყიდულობ, არ აქვს მნიშვნელობა მჭირდება არ მჭირდება, უბრალოდ ვყიდულობ. მაგალითად ამ სეზონზე ”შემომეყიდა” ძალიან მოკლე შორტები, თხელი მაიკები და ა.შ. მაგრამ რად მინდა ეს ნივთები როცა მათ ვერ ჩავიცმევ იგივე ამინდის გამო? უბრალოდ გავიყინები რომ ჩავიცვა.

თუმცა გასულ კვირას მაღაზიებში მორიგი რეიდის შემდეგ არაფერი არ მოვიტანე სახლში. გაგიკვირდათ ალბათ. რატომ? იმიტომ, რომ როცა კი რამე ნივთზე გამექცეოდა თვალი ჩემს თავს ვეკითხებოდი 1. ვიცი რომ მინდა ეს ნივთი, მაგრამ განა მჭირდება მე ის? სამწუხაროდ პასუხი უფრო ბევრჯერ კი იყო, ამიტომ მეორე კითხვა დავუსვი ჩემს თავს: რაში მჭირდება? რას მაძლევს მე ამ ნივთის ყიდვა? აი აქ კი იწყებოდა მთელი რიგი დედუქციური თუ ინდუქციური მსჯელბებისა, შედაგად კი ვხვდებოდი რომ ეს ნივთი სულ არ მჭირდება. და მისი ყიდვა უბრალოდ ფულის გადაყრაა. ჯერ-ჯერობით ეს მეთოდი ძალიან კარგად მუშაობს, და ვნახოთ აბა როგორ გაგრძელდება მომავალში.

თქვენ თუ გაქვთ სპეციალური ”პრიომი” ფასდაკლების ცთუნების დასაძლევად?

6 comments:

fsiQe said...

saintereso midgomaa dzalian shopingebisadmi da mgoni gaamartlebs kidevac :D:D

Chaotic said...

მე მაქვს ძალიან ობიექტური და 100%იანი მიდგომა: ფული არ მაქვს :D

Tomushka said...

Chaotic - მე ვაგროვებ ხოლმე სპეციალურად შოპინგისტვის. თორემ ზოგადად არც მე მაქვს :) აბა რა გგონია რატომ ველოდები ? :D

Keti said...

Chaotic :D

ტომუშკა, მე თუ ძალიან არ მომეწონა + მჭირდება ნივთი, ვერანაირი სეილი ვერ მაყიდინებს :) ყიდვამდე ზუსტად ვხვდები, მომიხდება თუ არა და მოკლედ, დიდად აღტაცებული მოვდივარ ხოლმე შინ, თუ სასურველი რამ ვნახე :დ
ამინდის გამო არ ვიცი, ჯერ არ გადამიფიქრებია ყიდვა. ხომ გამოიდარებს, ჰოდა, გამოიყენებ მაინც :)

"ბრძოლის" მეთოდი – რა ვიცი, ნუ ათვალიერებ ვიტრინებს, ანუ ნუ ელი სეილს :)))

Sophie Golden said...

ჩემზე ეგ არ მოქმედებს :ლოლ: თბილისის სეილები ისეთი არ არის, რომ "თვალი მიგივიდეს" და ყველაფერი შემოგეყიდოს :P აქ იცხოვრეთ და თქვენც ასე იქნებით =))

Tomushka said...

kai axla. mandac mShvenieri seilebia, gansakuTrebit ekonomikuri krizisis fonze