Jun 9, 2009

მოქნილი მთვლელი ჩვენი ბლოგებისათვის

მე არ ვიცოდი ამ მშვენიერი სერვისის შესახებ რომელიც გუგლს ქონია, როცა ჩემი ამხანაგისაგან რამოდენიმე დღის წინ გავიგე ისე მომეწონა რომ ჩემი ყველა ბლოგი დავარეგისტრირე.

საუბარი მაქვს Google Analytics -ზე. ეს მეტად მოქნილი საიტი საშუალებას გვაძლევს თვალყური ვადვნოთ ჩვენი საიტების სტატისტიკას. განსაკუთრებით blogspot- ზე განთავსებული ბლოგერებს მოგეწონებათ ალბათ, რადგან მსგავსი მონეცემების სერვისი ბლოგსპოტს არ გააჩნია.

მონაცემთა ბაზის შესაქმნელად, საჭიროა რომ დარეგისტრირდეთ საიტზე და ჩასვათ სპეციალური კოდი თქვენს ვებ გვერდზე.



შემდეგ 24 საათის განმავლობაში ხდება ინფორმაციის დამუშავება. და თქვენ მიიღებთ ყველანაირ სტატისტიკას რაც კი შესაძლბელია რომ არსებობდეს. მონაცემები შეგიძლიათ ნახოთ საათის, დღის, კვირის, თვის , წლის და ა.შ. მიხედვით.( შეგიძლიათ დღეთა რაოდენობა თავად შეარჩიოთ. )



საიტი საშუალებას გვაძლევს ლამაზი გრაფიკით გავიგოთ რა სიტყვებით მოგვძებნეს და არამარტო ეს :)



მგონია რომ Google Analytics ძალიან მოქნილი საშუალებაა სტატისტიკის სანახავად. ამიტომ ყველას გირჩეთ დაამატოთ. რაც მთავარია თქვენს ბლოგზე არანაირი ვიჯეტი არ გამოჩნდება!

14 comments:

Sophie Golden said...

ტომუშკა, რა მაგარია, გაიხარე! ახლავე დავაყენებ. მადლობა!!! აი, მიყვარს ასეთი პრაქტიკული პოსტები შენს ბლოგზე, იმენა ყველაფერს იპოვი აქ! :love:

Alexander said...

დიდი ხანია ვსარგებლობ და მინდა გითხრათ, რომ მარტლა მაგარია და სრულ ამომწურავ ინფორმაციას იძლევა :)

Katten försvann said...

Sophie Golden - მადლობა

Alexander - მართლა არ ვიცოდი რომ ასეთი რამე არსებობდა, ჩემმა ფეისბუქელმა ამხანაგმა მითხრა :)

სხვა დროს როცა მსგავს პრაქტიკულ რამეზე გეცოდინება გთხოვ დაწერე და გაგვაგებინე :)

ჩორვენი¹³ said...

va jigari xar kai veshia mec davayeneb!!

Katten försvann said...

რა კარგია რომ მოგეწონა :)

Natalia said...

რა კარგი რაღაცაა,მეც დავაყენე.

დიიდი მადლობა :)

hexe said...

wow
sxvatashoris magas vezebdi zutad
lamaz statirikas ra sityvebit monaxes chemi blogi.
mgoni davregistrirdi
:D

Kate said...

აუ გაიხარე.
ახლა ვრეგისტრირდები.

ხოდა "მონაცემთა ბაზის შესაქმნელად, საჭიროა რომ დარეგისტრირდეთ საიტზე და ჩასვათ სპეციალური კოდი თქვენს ვებ გვერდზე." რომ გიწერია, ანუ დავრეგისტრირდიდა მივადექი მაგ კოდს და ეგ კოდი ჩემს ბლოგში სად უნდა ჩავაკოპირო???

Tomushka said...

სად ჩასვი და add a gadget => HTML/JavaScript HTML/JavaScript Add => ჩასვი მერე და => Save

Kate said...

გავაკეთე, მაგრამ ძალიან ბანძი რაღაც გააკეთა.
ანუ ბლოგში დამისვა და უაზროდ.

Kate said...

აუ მერე იქნებ მომხედო რა.

Tomushka said...

აბა მაჩვენე სურათი როგორ დაგისვა ბლოგში?
მაილზე გამომიგზავნე

არ უნდა დაესვა ბლოგში არაფერი.

ucodinari said...

ვორდპრესზე შეიძლება მაგ კოდის ჩასმა? თუ არ დაგეზარება იქნებ მითხრა. მადლობა.

Tomushka said...

არ ვიცი სამწუხაროდ. სცადე შენი რა მიდის?