Jun 22, 2009

როგორც მოხუცი პანგლოსი იტყოდა

"-Доказано, -- говорил он, -- что все таково, каким должно быть;
так как все создано сообразно цели, то все необходимо
и создано для наилучшей цели. Вот, заметьте,
носы созданы для очков, потому мы и носим
очки. Ноги, очевидно, назначены для того, чтобы их обувать,
вот мы их и обуваем. Камни были сотворены для того, чтобы их тесать
и строить из них замки, и вот монсеньор владеет прекраснейшим
замком: у знатнейшего барона всего края должно быть наилучшее жилище.
Свиньи созданы, чтобы их ели, -- мы едим свинину круглый год.
Следовательно, те, которые утверждают, что все хорошо, говорят
глупость, -- нужно говорить, что все к лучшему."

Вольтер. Кандид, или оптимизм

ხედვა და განწყობა: სულ ადვილია დაინახო ცუდი, იწიწუნო, მიეცე თვითგვემასა და თვითშეცოდებას, სრულ ინდულიგენციას, მაგრამ დაინახო მხოლოდ კარგი, ცუდი ფაქტიც კი შენს სასარგებლოდ გამოიყენო და დადებითი დასკვნები გამოიტანო, დამეთანხმებით რომ ძალიან რთული საქმეა; განსაკუთრებით იმ დროს როცა რატომღაც ადამიანის ფსიქიკა დესტრუქციული აზრებისაკენ და ქმედებებისაკენაა მიმართული (ასე რომ არ აიყოს ამდენი კანონი და აკრძალვა არ იქნებოდა).

მშურს ადამიანების რომელთა დევიზია ”все к лучшему ”. ვცდილობ მეც შევიცვალო და როგორც ადრე ვაკეთებდი ყველაფერში რაც ჩემს გარშემო ხდება დადებითი დასკვნები გამოვიტანო, რაღაც ვისწავლო და ა.შ. მაგრამ აშკარად არ გამომდის ჯერ.

ამ პოსტში ერთი პატარა კითხვით მინდა მოგმართოთ: როგორ დავინახოთ კარგი? როგორ გამოვიტანოთ მხოლოდ დადებითი დასკვნები მაშინაც კი როცა ვიძირებით?

5 comments:

ჩორვენი¹³ said...

mxolod am postis cakitxvis mere mivxvdi rom sul egre vmoqmedeb magram kitxva "rogor"-ze pasuxi ar maqvs.
mgoni ubralod situacias gaanalizeb tu ara xvdebi rom an kidev ufro cuds gadarchi an friad kargi ragac daicyo :D

Katten försvann said...

ჩორვენი¹³ , რა კარგია მასე რომ ხარ.
შენ რაც დაწერე მაგის მეორე მხარეა სიტუაციის გაანალიზების შემდეგ მხოლოდ ცუდი რამეების დანახვა, და გრძნობა რომ ”ციხესიმაგრე” გეგნგრევა თავზე.

უსახელო said...

სხვათაშორის ვოლტერი მაგ წიგნში დასცინის უაზრო ოპტიმიზმს. ყველაფერში კარგის დანახვა ძნელი არ არის, მაგრამ შემდეგ მაგ "კარგის" დაჯერება ნამდვილად რთული საქმეა.

Katten försvann said...

უსახელო - კი, მაგრამ ამ პოსრტში კანიდიდს არ განვიხილავთ.

Sophie Golden said...

მიყვარს შენი კითხვები :ლოლ: მერე ბევრს ვფიქრობ და ერთ ჭეშამარიტებამდე მივდივარ :) ყველაფერი ისეთია, როგორც ჩვენ ვქმნით, როგორც ვუყურებთ. მე ვარ ადამიანი, რომელიც თავიდან ძალიან განიცდის, მაგრამ მერე კარგად რომ დავფიქრდები, მართლა ვსო კ ლუჩშემუ :) ასეთი ფრაზა არსებობს, ღმერთი ადამიანს იმაზე მძიმე განსაცდელში არ ჩააგდებს, ვიდრე მას შეუძლია ატანაო; ესე იგი, ყველაფერს შეგვიძლია გავუმკლავდეთ, ჩაძირვას, მწვერვალზე ყოფნას, დეპრესიას.
Bring it on, LORD! :)