Jun 21, 2009

ჩემი საწყალი მანქანა

აი ასე გამუფუჭეს და დამიმახინჯეს ჩვენი სააბი :( ძალიან მეშინია რომ უფრო სერიოზული დაზიანება შიგნით არის, რადან მთელი ღამე ასფალტზე იდო :(

ეს უკანა ბორბალის ადგილი

წინა პანელი, მიჭეჭყილია. დღეს ზამთრის საბურავები დავუყენეთ მანქანას (ერთი სერვის ცენტრისაგან ვითხოვეთ ) და საკმაოდ უცნაურ ხმას გამოსცემს ტარებისას, მხოლოდ ეს მხარე, ვფიქრობ რომ ეს დისკი არის დაზიანებული.


აქ უკეთესად ჩანს ნაჭეჭყი

ასე საწყლად იყო მთელი ღამის განმავლობაში:( ძირს დაგდებული

16 comments:

Keti said...

საწყალი :(((
აუ, რა ძნელია ასეთი "სიურპრიზი"

Katten försvann said...

keti - ნამდვილად.
თან მეცოდება :( თითქოს ცოცხალი არსებააო ისე.

იმედია ნათხოვარ სერვის ცენტრის საბურავებსაც არ მოიპარავენ

Dv0rsky said...

ძალიან ცუდი ამბავია :(

მაგრამ მაგას შეიძლება ებრძოლო შემდეგი ხერხებით:

1. ფასიანი სადგომი (დაცვით)
2. სიგნალიზაცია
3. საბურავებზე ერთი სპეციალური ქანჩი (სეკრეტი), რომელსაც სხვანაირი თავი აქვს და ჩვეულებრივი ხელსაწყოებით ვერ მოუშვებენ.

მიკვირს, ქართველ ადამიანს ასეთი რამე როგორ გამოგეპარა

Katten försvann said...

Dv0rsky - ფასიანზეა. აქ უფასო საზოგადებრივი სადგომი საერთოდ არ არსებობს.

სიგნალიზაცია აქვს. არ ვიცით რატომ არ ამუშავდა.

საბურავისათვი თურმე სპეციალური ბოლტები იყიდება, მისი მოხსნა კი შეიძლება მგრამ დიდი დროა მიაქვს ძალიან, გასაღებით იკეთება. ჩვენ არ ვიცოდით.გუშინ გავიგეთ. რათქმაუნდა ვიყიდით.

lasharela said...

მთელი ღამე თუ ასფალტზე გაატარა გაცივდებოდა ეგ...ქოლდრექსი და ბევრი სითხე მიეცი....

Dreamer Kikito said...

auf :((

iasamani said...

გული მომიკვდა :/

tiny said...

აუუ როგორ შემეცოდა :|

Katten försvann said...

ჩვენ როგორ ვართ ხომ წარმოგიდგენიათ.
ცოცხალი არსებასავით აღვიქვავ :)
:* ჩემი CarShip :hug:

vasasi said...

რა არის, რა საქონლობაა...

ჯანდაბა!...


:@

iron fish said...

vaaa...mandac ician kaco? :(

Katten försvann said...

iron fish - ცოდნიათ.
მე მიკვირს ამ შტერი მაქნანისაგან რა უნდოდათ, გვერდზე ახალი აური და კაი კაი მანქანები აყენია და ჩვენის რა მოეწონათ ნეტა? :ჵ:ჵ

usatauro said...

შვედეთში (თუ არ ვცდები :P) ხდება ეგეთები? :eek:

მდაა...

Katten försvann said...

კი ხდება.
დღეს წავიყვანეთ მანქანა სერვის ცენტრში და ასე გვითროს მარტო გასულ კვირას მაგ რეგიონიდან 25 მანქანა მივიღეთ იგივე პრობლემითო.

Sophie Golden said...

დაზღვეული არ გქონდათ, ტომუშკა???
წარმომიდგენია და მჯერა, რომ ცოცხალივით აღიქვამ, მე ჩემი მაცივარი და ტელეფონიც მიყვარს ეგრე და მანქანაზე რა დღეში იქნები. მთავარია თქვენ იყოთ კარგადო, ხომ იცი.

არის ასეთი შეხედულება, როცა ადამიანის ქონებას ასეთი სერიოზული რაღაც ემართება, უკეთესიცაა, რადგან შეიძლება უარესი მომხდარიყო თვითონ ამ ადამიანის თავს. რას იზამ, ადამიანები იხოცებიან და ... ნუღარ ინერვიულებ, please. :hugz:

Katten försvann said...

სოფი, კი გავქვს დაზღვევა, მაგრამ რარაც თანხის გადახდა მაინც მოგვიწევს.
ჩვენ არ ვიცით ჯერ რა სჭირს. ამ კვირაშჳ უნდა გავიგოთ წესით.