Jun 19, 2009

ლიზას მთა ანუ ჩრდილოეთის ყველაზე დიდი გასართობი პარკი

როგორც წინა პოსტში გითხარით შვედეთში ავღნიშნავთ ზაფხულის ბუნიანობის დღეს. მეც ამინდისდა მიუხედავად (წვიმა, ქარი, სიცივე) მივაშურე ჩრდილოეთის ქვეყნების ყველაზე დიდ გსართობ პარკს სახელად Liseberg.

მცირეოდენი ფაქტები: Liseberg არის ჩრდილოეთში ყველაზე დიდი გასართობი პარკი, რომლის ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად სამ მილიონზე მეტია, ეს არის ყველაზე პოპულარული ადგილი მთელს შვედეთში. ამავე პარკში მდებარეობს მსოფლიოში ხის ყველაზე დიდი ( ხანგრძლივობის მიხედვით) ატრაქციონი სახელად Balder, რომელიც ორჯერ იყო დასახელებული მსოფლიოს საუკეთესო გზად. თავად პარკი კი 2005 წელს მსოფლიო გასრთობი პარკების ათეულში იყო. პარკის ოფიციალური ცხოველი არის მწვანე კურდღელი. ეს კურდღელი მე ჩავსვი ბალახებში :P



ისტორია: რამოდენიმე ასწლეულის წინ პარკის ტერიტორია წარმოადგენდა კერძო საკუთრებას, რომლის მფლობელმა Johan Anders Lamberg მას დაარქვა სახელი ”ლიზას მთა”(ელიზაბედი ერქვა მის ცოლს) . 1908 წელს კი ქალაქმა გოტებორგმა შეისყიდა. 1924 წელს კი ქალაქმა გადაწყვიტა ამ ტერიტორიაზე გასართობი პარკის დაარსება. ხოდა აგერ უკვე რამოდენიმე ათეული წელია ეს პარკი შვედეთის სიამაყეა.

ატრაქცინები: პარკში უამრავი ატრაქციონია, რომელითაც შეუძლია ისამოვნოს ნებისმიერი ასაკის ადამიანმა, მაგრამ მათ შორის არის რამოდენიმე ყველაზე მეტად გამორჩეული.
  • ბალდერი (Balder) ხის ატრაქციონი: მაქსიმალური სიჩქარე 90კმ/სთ. რელსის სიგრძე 1070მ. დახრის კუთხე მაქსიმუმი 70გრადუსი.
  • კანონენი (Kanonen) დახრის კუთხეები 90, 180 და 360 გრადუსი. ჩემი აზრით ეს ყველაზე თავბრუდამხვევი ატრაქციონია მთელს პარკში;
  • Lisebergbanan, სიჩქარე 80კმ/სთ, სიგრძე 1.5 კმ.(სურათი არ მაქვს)
გასართობი პარკში არის ულამაზესი ლანდშაფტი, რესტორნები სადაც შეგიძიათ მიირთვათ როგორც ტრადიციული ასევე კონტინენტალური საკვები.

სურათზე ატრაქციონი პატარებისათვის :)


და ბოლოს, მგონია რომ ლისაბერგი არის შესანიშნავი ადგილი ოჯახებისათვის, მეგობრებისათვის და ზოგადად ნებისმიერი ადამიანისათვის ვისაც უნდა კარგად გაატაროს დრო და ისიამოვნოს ახლობელ ადამიანებთან ერთად :)

1 comment:

Keti said...

კარგი ადგილი ჩანს
თბილისში "ბომბორას" ბუმია :)