Jun 22, 2010

Midsommar :)

დღეს მინდა დავწერო იმ ლამაზი ტრადიციული დღის შესახებ რომელსაც სკანდიავიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ხალხი ძალღონეს არ ზოგავს რომ რაც შეიძლება კარგად გაატარონ დღე. ამ წელს 19 ივნისიდან 20 ივნისი რომ თენდება შვედეთში მთელი ”ხოდით” აღინიშნება ზაფხულის ბუნიანობის დღე (იმედია სწორია ეს ტერმინი) იგივე Midsummer ან Midsommar როგორც მას შვედეთში ვეძახით. ეს არის წელიწადის ყველაზე გრძელი დღე და ჩრდილოეთ ნაწილში მზე არც კი ჩადის :) (სურათზე სპეციალურად მორთული ჩემი თმა :ჵ )

დასაწყისი: Midsommar მრავალი ასწლეულია რაც აღინიშნება და პირველად მოხსენიებულია Olav Trygvason -ის მიერ ისლანიურ სამეფო მითებში, 1200 წელს. (შეგნებულად არ ვწერ იმ კომფლიქტის შესახებ რომელიც გაჩნდა ქრისტიანობის გავრცლების შემდეგ, რადგან Midsommar მიიჩნეოდა როგორც წარმართული დღესასწაული.)

ტრადიცია: შვედეთში Midsommar აღინიშნება 1400 წლიდან (როგორც ამბობენ გერმანიიდან შემოვიდა ეს ტრადიცია) მინდორში, პარკში, ეზოებში იდგმევა დიდი ჯვარი მწვანე ტოტებიტა და ყვავილებით შემკული, ამ ჯვარის გარშემო ცეკვავს უამრავი ადამიანი, რომლებსაც აცვიათ საზაფხულო ტანსაცმელი, თმაში კი ყვავილები და ფოთლები აქვთ ჩაწნული, არა მარტო ქალებს არამედ მამკაცებსაც :)

სადღესასწაულო სუფრა: სუფრაზე ნებისმიერი რამ შეიძლება ნახოთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოანია : სილიოდკა, მწვანე ხახვი, მარწყვი (საშინლად ძვირია ამ წელს წვიმების გამო), ახალი კარტოფილი მოხარშული ან გრილზე შემწვარი. სასმელებიდან კი მიირთმევენ ლუდს, არაყს და შნაფსს :) :)

Glad Midsommar!

9 comments:

Sophie Golden said...

ლოლ
ამაზე ასტრიდ ლინდგრენსაც ხომ არ უწერია "ბიულერბიუელ ბავშვებში"? რაღაც იქიდან მაგონდება :)

Keti said...

სახალისო დღესასწაული ჩანს:)

Katten försvann said...

sofi - არ ვიცი, არ წამიკითავს მისი ეგ ნაწარმოები.

Keti - კიიიი. მთელი ამ ამბის მიზანი გამოთრობააა მე თუ მკითხავ :D :D რასაც ქვია იხრჩობენ თავს სასმელში.

unaamarga said...

კი, უწერია ლინდგრენს ამაზე და რაც ეგ ნაწარმოები წავიკითხე ბავშვობაში, სულ მინდა მაგ დღესასწაულზე მოხვედრა და ივან კუპალას (იმედია, სწორად მახსოვს) სვეტის მორთვა!

Katten försvann said...

აქა Maypole ქვია მაგ ჯვარს რომლის გარშემოც ცეკვავენ (შვედურად Midsommarstång). ზოგ ქვეყანაში მაგ რუსეთში კი ქვია ივან კუპალა :)

Anonymous said...

სილიოდკა ქართულად არის ქაშაყი :)

usatauro said...

მაგ დღესასწაულის შვედურ ვარიანტზე, მწარედ კაიფობენ ფინეთში (მიუხედავად იმისა რომ აქაც არანაკლებად აღნიშნავენ). განსაკუთრებით, უზარმაზარ ჯვრებზე და "თმაში ყვავილებზე". :) თუმცა მთავარი მიზეზი მაინც ისაა რომ ეს შვედეთში ხდება. :D

likk_a said...

Hej katten,
შვედეთში ცხოვრობ როგორც დავასკვენი ხო?

vad roligt! :))

ჩვენც ვაპირებდით წელს მიდსომარის აღნიშვნას საელჩოში, მაგრამ ისეთი ცუდი პროგნოზი იყო, დაიქცევა ქვეყანა წვიმითო, რომ გადაიდო. არადა ნორმალური ამინდი იყო ერთობ და სულ ტყუილად :|

babisa said...

miyars, ufro swored miyvarda
tbilisshi ramdenjerme daveswari
axla agaraa da guli mwydeba :)