Jun 5, 2009

წინათგრძნობა

რა უცნაურია, როგორ შეიძლება ადამიანი წინასწარ გძნობდეს რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს, რაღაც ცუდი უნდა გაიგოს ან შეემთხვეს. არსებობს კი რაიმე მეცნიერული ახსნა ამ მოვლენისა?

უცაბედად ცვალებადი ხასიათი, უაზრო სიცილი და ტირილი, არეული სიზმრები, აგრესიულობდა და ა.შ. თან ერთვის ცუდ წინათგრძნობას. მაგრამ რატომ? რატომ მაინცდამაინც ცუდი? ბოლო კვირაა საშინლად არეული ვიყავი. ჩემი ქმარი, მისი და ჩემი მშობლები ტვინს მიჭამდნენ შეკითხვებით თუ რა მჭირს, რატომ ვარ ცუდად. მიზეზი? ნამდვილად არ მქონია რომ არა ეს საშინელი წინათგრძნობა რომლის არსებობაც კი თავისთავად მაშინებს.

დღეს კი, სულ რამოდენიმე წუთის შემდეგ რაც სახლში ძლიან კმაყოფილი დავბრუნდი ანტიქრისტეს ნახვის შემდეგ, დავიწყე პოსტის წერა ფილმზე ჩემმა დამ შემატყობინა რომ ჩვენმა ახლობელმა თავი ჩამოიხრჩო, ახალგაზრდა ბიჭმა...

კიდევ ერთი სიცოცხლე დამთავრა უაზროდ....

12 comments:

ჩორვენი¹³ said...

xdeba
miuxedavad imisa rom ar vic roogoria rodeac axlbeli adamianis TVITMKVLELOBIS shesaxeb igeb mainc mgonia rom tvitmkvlelebi degenratebi arian da titon ar undodat sicocxle da sxvas rogor unda dacydes guli mat sikvdilze

nati kuda said...

tvitmkvlelebze mec daaxloebit msgavsad vfiqrob. mara dges ert gogoze gavige, dgedgeze bavshvs elodeboda da uceb saxlshi marto myofs guli gauskda. saxlshi gvian miakitxes da bavshvic ver gadaarchines :( hoda.. ra sashinelebaa, ase uazrod..

No Dar 7th said...

დეგენერატები არ არიან უბრალოდ ჯობია რო სხვა გზით წახვიდე აქედან ისე რო ნაკლებად დაშოკო შენიანები

თორნიკე said...

ასე ადვილად არ უნდა განვსაჯოთ ადამიანები...როცა ჩვენ არ ვიცით წინ რა გველოდება...ცხოვრებისეულმა პრობლემებმა შეიძლება მიგიყვანოს თვითმკვლელობამდე,მაგრამ ეს არ არის გამოსავალი...ადამიანს ეს სურვილი მაშინ უჩნდება,როცა სხვა გამოსავალს ვერ ხედავს და გონება დაბნელებული აქვს...ზუსტად ის ნათესავ-მეგობრები არ უდგანან ხოლმე გვერძე და არ ეხმარებიან პრობლემების მოგვარებაში...არავის იმედი რომ არ გაქვს ადამიანს და შენც ვერ ახერხებ პრობლემების მოგვარებას ამ დროს ჩიხში შედიხარ...
ამიტომ ადამიანს მანამდე უნდა დავეხმაროთ
სანამ ამ ნაბიჯს გადადგავდეს...

vasasi said...

ჰოოო...
ეს წინათგრძნობა მაგარი რაღაცაა..
განსაკუთრებით, თუ გამძაფრებული გაქვს..
ბევრ რაღაცაში დაგეხმარება..

თვითმკვლელობას რაც შეეხება..
ყველას თავისი თავი აბარია...

”არ განიკითხოთ და არ განიკითხებითო”..

თუ როგორც არის..

Katten försvann said...

ჩორვენი¹³ - ვერ ვეძახი დეგენერატებს. სასოწარკვეთილები უფრო მგონია.
ყველაზე ცუდად ის ფიგრი მხდის რომ თავი რომ ჩამოიხრჩი, მაგას ხო დრო უნდა სიკვდილამდე, ვაიდა გადაიფიქრა მაგრამ მშველელი არ იყო არავინ გვერდით

nati kuda- ახალგარდა გოგო? რა ძალიან უცნაურია, გულთან ასე რომ ქონია პრობლემა. საშინელებაა, და საცოდაობა. დედისაც და შვილისაც.

No Dar 7th - ალბათ, მაგრამ ეტყობა არის ისეთი მომენტი როცა ვერ ფიქრობ სხვებზე.

თორნიკე- არავინ არ არის აზრზე რატომ გააკეთა ასე. საშჳნლად სოციალური ადამინი იყო, ხუმარა და სიცოცხლის ხალისით. რა რა მაგრამ ასე თუ დაამთავრებდა ალბათჴბის დონეზეც კი არ დავშვებდით.

თორნიკე said...

თუ რელიგიური კუთხით მივუდგებით(ვასასის კომენტარის მიხედვით ''არ განიკითხო და არ განიკითხები)თვითმკველობა მიუტევებელი ცოდვაა,რადგან სიცოცხლე ღმერთამ მოგცა და შენ არ გაქვს უფლება დადგენილზე ადრე მოისწრაფო სიცოცხლე.თუ ადამიანი მორწმუნეა გამოსავალი ლოცვაში და უფლისადმი სასოებაში უნდა ეძებოს.ამ შემთხვევაში განკითხვა კი არა უბრალოდ უნდა აუხსნა,თუ რაოდენ მძიმე ცოდვაა და მისი სულის დამღუპველი.ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანმა უნდა ეძებოს გამოსავალი...

iasamani said...

კვლევა არის მაგაზე ჩატარებული, რომ ყველა ადამიანს აქვს წინათგრძნობა, მარა ძალიან განუვითარებელია. იმდენად, რომ ძირითადად მხოლოდ მცირე იმპულსებს იძლევა და ეს არ არის საკმარისი, რომ კარგად გაიგო, რა მოდება ...
ამ სორი თქვენი ახლობლისთვის

ბაბისა said...

zalian cudia, roca adamiani sicocxles ase amtavrebs, magram ase xelagebit imis tqma, rom masze guli ar unda dagvwydes, radgan ase moiqca, araa swori.
vfiqrob rom tvitmkvlelobasac didi gambedaoba schirdeba, yvela amas ver aketebs, amasac sizliere unda, tan warmoidginet, rogor unda iyos adamiani, rom aseti gadawyvetileba miigos da tundac bolo wuts araferma sheacheros. amitom mxolod sibraluli gvmartebs da ara gansja :))

rac sheexeba winatgrznobas, saocaria martla, mec gamomicdia.
da vici, rom cxovelebsac zalian aqvt ganvitarebuli.

Keti said...

კი, არსებობს. ჩემი ყოველთვის მართლდება ხოლმე..

Sophie Golden said...

მე ნაკლებად მჯერა წინათგრძობების :| ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანები ისე დაიღუპნენ, ოდნავადაც არ მქონია ეჭვი. პრინციპში, ეტყობა მე არ მაქვს, თორემ შეიძლება სხვებს აქვთ წინათგრძნობა და ინტუიციაც კარგად განვითარებული.

ძალიან შემეცოდა ის ადამიანი. არავის განსჯა არ შეიძლება, მხოლოდ იმ ადამიანმა იცოდა რატომ გადაწყვიტა და მისი არჩევანი იყო. ამ დროს ადამიანები იმაზე ვბრაზობთ, რომ მერე ვინმეს სიკვდილი ჩვენ გვადარდებს და გვამწუხრებს, ამ დროს თვითონ იმ პიროვნების სულიერ ტკივილზე ნაკლებად ვფიქრობთ. ამიტომ, ესეც ადამიანის არჩევანის თავისუფლებაა და მორჩა!

Keti said...

კომენატრებს ახლა გადავხედე. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, როცა ასე.
მე მახსოვს, თვითმკვლელებზე ვსაუბრობდით აქ. ჩემი აზრი მაშინ გამოვთქვი, თუმცა ცოტა სხვა კუთხით.
აქ იმას ვიტყვი, რომ მიზეზებია საინტერესო. არიან ადამიანები, სოციალურებიც, გახსნილებიც, მაგრამ ეს ყველაფერი გარეგანია, შიგნით რა ხდება, ზუსტად არავინ იცის. ნუ, ინტერესს ნაკლებად იჩენენ ხოლმე. და ამ შედეგის დადგომის მერე: "უი, გუშინ ვნახე, იცინოდა"...
კი, რელიგიურად მძიმეა, მაგრამ ვერ განვიკითხავ, მხოლოდ მიზეზებზე ფიქრი შემიძლია.

სამწუხაროა ყოველი ფაქტი. ვწუხვარ.