Jun 15, 2009

ფსიქოლოგიური აშლილობა თუ დევიანტური ქცევა?

ადამიანს აქვს სიტყვის, ქცევის, არჩევნის თავისუფლება- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის კანონში. მაგრამ არის კი ეს მართლა ასე? შეგვიძლია კი ჩვენ ადამიანებს გავაკეთოთ ის რაც გვსურს? მაშინაც კი როცა ზიანს არ ვაყენებთ სხვას.

ჩემთვის როგორც რიგითი მოქალისათვის ძალიან მიუღებელია ფაქტი როცა ზრდასრული ადამიანი სახემწიფოს მიერ კონტროლდება პარტნიორის არჩევის პროცეში, უფრო უარესი კრძლავს და კანონის დამრღვევს ციხეშიც სვავს. ალბათ ხვდებით რომ უჩვეულო სიტუაციაზე მინდა დღეს დაწერა, კერძოდ ინცესტზე.

ინცესტი - სექსუალური კავშირი ახლო ნათესავებს შორის. მშობელს და შვილის, და და ძმის და ა.შ. მოკლედ დავწერ თუ რატომ არის ასეთი ურთიერთობა არასასურველი.
  • ბილოგიური:ინცესტური კავშირის შედეგად დაბადებული ბავშვი როგორც წესი ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური დაავადებების რისკ ჯგუფშია.
  • სოციალურ-ფსიქოლოგიური: ინცესტური კავშირის შედეგად დაბადებული ბავშვი ისევე როგორც მშობლები ხშირად ხდება გაკიცხვის, თავდასხმის ობიექტი. შედეგად მთელი რიგი ფსიქოლოგიური პრობლემები.
როგორც ზემოთ ავღნიშნე ინცესტის რამოდენიმე ფორმა არსებობს, მაგრამ მე მინდა განვიხილო ფორმა რომელიც ეხება ურთიერთობას ზრდასრულ ადამიანებს შორის - დას და ძმას შორის. ბუნებრივია, რომ ასეთი წყვილი საზოგადოებაში აგრეისიულ ემოციებს იწვევს. მეც როგორც საზოგადოების წევრი ვერ ვღებულობ მსგავს კავშირს, მაგრამ ამავდროულად როგორც ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ვერ ვხვდები რატომ ისჯება ასეთი ურთიეთობა კანონით.

<=სურათზე: გერმანელი და- ძმა რომელთა საქმე რამოდენიმე წლის განმავლობაში იხილებოდა სასამრთლოს მიერ. წყვილს შეეძინა 4 ბავშვი, აქედან 2 ფსიქოფიზიოლოგიური დეფექტით, ორიც ჯანმრთელი. წყვილს სამი ბავშვი ჩამოერთვა და გაუშვილდა. ერთი ბავშვი დღესდღეობით ცხოვრობს დედასთან. მამა მრავალჯერ იყო დაპატიმრებული კანონის დარღვევისათვის.

სიბლნგებს შორის კავშირის აკრძალვის ერთ ერთი მიზეზად სწორედ გენეტიკურად არაჯანსაღი შთამომავლობის მოცემა სახელდება (საზოგადოებას ეშინია ”ავადმყოფი” ბავშვების! მე ბოდიშით ასეთი გამოთქმისათვის), მაგრამ თუ წყვილი არ აპირებს ბავშვის გაჩენას და ერთ ერთი მათგანი ტერილურია, მაშინ რატომ ხდება აკრძალვა და შესაბამისად დასჯა?

პ.ს.გთხოვთ გაითვალისინოთ, რომ ამ პოსტში არ ვსაუბრობ ფაქტის რელიგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ასპექტზე, მე კითხვა კანონთან დაკავშირებით მიჩნდება მხოლოდ.

17 comments:

გურამი said...

ის რაც მიღებულია საზოგადოებაში, გამყარებულია კანონით. მე სხვა ფაქტორს ვერ ვხედავ.

Katten försvann said...

გურამი - საზოგადოებაში (ქართული) მიღებული რომ მართმადიდებლობა ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოებაა, მაშინ რატომ არ არის ის გამყარებული კანონით?

პერწკლი said...

მე ვეთანხმები სახელმწიფოს.
არაა აუცილებელი არაჯანსაღი შთამომავლებით გარემოს დაბინძურება.
ერთია როცა ასეთი რამ "შემთხვევით" ხდება დამეორეა როცა შეგნებულად მივდივართ ამაზე.

მეორეც, როცა ასეთი რამე არ იკრძალება და ბავშვები ამას ხედავენ,(ნუ აქ უკვე გვკიდია შთამომავლობის დატოვება-არდატოვების საკითხი) ქვეცნობიერში ელექებათ რომ შეიძლება და ჩვეულებრივია და თუ დაელექათ თაობებს და ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, ნახე შენ მერე გადაჯიშება და კაი ცხოვრება.
რაღა შორს წავიდეთ, ცნობილ დინასტიებში სადაც მხოლოდ ახლონათესაური კავშირები იყო სიმდიდრის და გვარის სიწმინდის შესანარშჩუნებლად, პანტა-პუნტით იბადებოდნენ არასრულფასოვანი ბავშვები. ანალოგიურად, იმ ქვეყნებში სადაც ახლო ნათსავებს (ბიძაშვილ-დეიდაშვილებს) შორის ქორწინებაა ნებადართული, გაცილებით მეტი სიმახინჯეები, მკვდრადშობილებნი და ა.შ. ბედნიერებებია.

პ.ს. ჩემი პასუხი საბოლოოა და კამათს არ ექვემდებარება : )))

პერწკლი said...

ხო, კიდევ ერთი, მე ვთვლი რომ მსგავსი ადამიანები უბრალოდ, ფსიქიკურად არიან ავად.

Katten försvann said...

პერწკლი - თუ ავად არიან მაშინ ფსიქიკურ საავადმყოფოში უნდა გაუშვან და არა ციხესი ხო? :)
ისე ფსიქიკურ საავადებათა სიაში (DSM IV) არ ირიცხება როგორც ავადმყოფობa.

ჩემი პოსტი ეტყობა არ ჩიკითხე ბოლომდე :) როგორც წესი ერთ ერთი სიბლინგი სტერილიზაციას იკეთებს და მათ შტამომავლობა არ ყავს. მაგიტომ გამიჩნდა ასეთი შეკითხვა.

zurriuss said...

ამ ცხოვრებაში ყველაფრის უტრირება და რადიკალურად ქცევა შეიძლება: აქედან გამომდინარე, თუ ინცესტი გახშირდა, უკვე გასაკვირი აღარ იქნება ჯგუფური სექსი ოჯახის წევრებს შორის. დროთა განმავლობაში საზოგადოება ამასაც შეეჩვება და კანონებიც გაქრება. ცხოვრება ცუდი სიახლისადმი შეჩვევას ასწავლის ადამიანებს. ჩვენი გადასახედიდან ეს ამაზრზენია. ძველ ეგვიპტეში, მაგალითად, ეს სულაც არ იყო მიუღებელი. თუნდაც ტუტანხამონი საკუთარ ნახევარდაზე, ანქსუნამუნზე იყო დაქორწინებული. ყველაფერი მაინც შეხედულებებიდან მოდის.

zurriuss said...

თუ აქ ბიოლოგიასაც ჩავრევთ, მასინ, რა თქმა უნდა, ინცესტი დაუშვებელია. ისევ ტუტანხამონის მაგალითს მოვიყვან: მის მეუღლე დას ორჯერ მიეცა ბავშვი და ორჯერვე მუცელი მოეშალა. ე.ი. 3000 წლის გასნმავლობაში ადამიანი ისე ვერ განვითარდა, რომ ინცესტის შედეგად დაბადებული ჯანსაღი პიროვნება იყოს. თავად განსაჯეთ, რა დასკვნამდეც მივდივარ...

ბაბისა said...

კანონები ძირითადად გვიცავს და საზოგადოების წესრიგისთისაა, ნუ იდეაში.
ეს კანონიც ამისთვისაა, გვიწესებს ნორმებს. თუ გვინდა საზოგადოებაში ცხოვრება, უნდა დავემორჩილოთ, თუ არ გვინდა - უამრავი ადგილია, სადაც ეს კანონი არ გავრცელდება და არავინ გაიგებს და-ძმა ხარ ერთმანეთისთვის თუ ვინ,წადი და იცხოვრე სხვაგან. ეს რაც შეეხება წყვილის თავისუფლებას - კანონმა რომ არ შეუზღუდოს.

მაგრამ არის მეორე მხარე - საჭიროა თუ არა საერთოდ ასეთი კავშირი, თუნდაც კანონით არ ისჯებოდეს, მე მაინც არ ვემხრობი და ვისურვებდი ჩემს საზოგადოებაში არ ყოფილიყვნენ დედა-შვილი, მამა-შვილი,და-ძმა ,დები და ძმები დაოჯახებულები. ვერანაირად ვერ ვამართლებ ასეთ კავშირს.მახინჯები, რომ იბადებიან, ჩემთვის მეორეხარისხოვანია, ასეთი ბავშვები ჩვეულებრივ ოჯახებშიც ჩნდებიან.

unaamarga said...

კანონი განიცდის ზნეობის ნორმების და საზოგადოებაში დამკვიდრებული მოსაზრებების გავლენას. რა თქმა უნდა არა იმ დოზით, როგორც შუა საუკუნეებში, მაგრამ მაინც. კსტატი, საქართველოში ინცესტისთვის ცალკე მუხლი არ გვაქვს. ანუ, ასეთი პირები ოფიციალურად ვერ დაქორწინდებიან, მაგრამ ამგვარი ურთიერთობისათვის ციხეში არავინ ჩასვამს, თუ რა თქმა უნდა, რომელიმე მათგანი 16 წელს მიუღწეველი პირი არაა.

Keti said...

ვერაფრით გავამართლებ ინცესტს.
მე არ ვიცი, როგორ უნდა დაისაჯონ ეს ადამიანები, მაგრამ არანაირ მორალურ ნორმაში არ ჯდება მსგავსი.

Katten försvann said...

unaamarga -eh ეგ ცოდნოდა მაინც იმ გერმანელ წყვილს :D.

მადლობა ყველას, თქვენი ძალიან საინტერესო მოსაზრებების დაწერისათვის!

პერწკლი said...

ისა, მაგ შემთხვევაში იხილი ჩემი პოსტის მეორე ნაწილი , კი, წავიკითხე ეგეც ,ამგრამ ნებისმიერ ადამიანს უნდა შვილი, აქედან გამომდინარე აბა სად მაქვს მე 100% გარანტი რომ მომავალი თაობები მაგ სტერილიზაციას არ დაიკდებენ? ან თუნდაც ახლანდელი თაობები არ გააჩენენ "ლევად"? : )))


ფსიქ, ავადმყოფოფების სიაში თუ არაა, შესატანია ე.ი.

Katten försvann said...

პერწკლი-ლევად ბავშვის გაჩენა მაგარი იყო :D :D :D

hexe said...

არ დავფრიქრებულვარ ამ საკთხზე ადრე არასდროს
დღეს დავფიქრდი
და ასეთ დასკვნამდე მივედი

შენი უფლება მთავრდება იქ სადაც იწყება სხვისი უფლება
ხომ ასეა?
შესაბამისად რადგანაც ინცესტის შემდეგ დიდი შანსია არაჯანმრთელი ბავშვის დაბადების
სახელმწიფო იცავს ამ ბავშვის უფლებას
გარდა ამისა კანონი ხომ ზოგადად მოსახლების ზნეობრივობას უნდა ემსახურებოდეს და ესეც კიდევე ერთი მიზეზი

Katten försvann said...

hexe - ki, მაგრამ სტერილურები არიან. მაგათ ბავშვი ვერ ეყოლებათ ერთმანეთთთან.

ზნეობა შეიძლება, მაგრამ ხომ წერენ რომ ყველა ადამიანს აქვს სიტყვის ქცევის და გამოხატვის ტავისუფლება? მაშინ საერთოდ უნდა ამოიღონ ეს პუნქტი.

Sophie Golden said...

"პ.ს.გთხოვთ გაითვალისინოთ, რომ ამ პოსტში არ ვსაუბრობ ფაქტის რელიგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ასპექტზე, მე კითხვა კანონთან დაკავშირებით მიჩნდება მხოლოდ." - კანონი უმეტეს შემთხვევაში რელიგიიდან, კერძოდ კი 10 მცნებიდან მოდის, ამიტომ არ შემიძლია ამ ფაქტს სხვანაირად მივუდგე. ინცესტის სოციალური ასპექტი რას ნიშნავს, არ ვიცი; ფსიქოლოგიურად - კი ანომალიაა და მეტი არაფერი, ყველანაირად ვეწინააღმდეგები. კანონს რაც შეეხება, ციხეში კი არა, ფსიქიატრიულში უნდა ათავსებდნენ ასეთ ადამიანებს, პლუს მათ მშობლებს, იმიტომ, რომ ასეთი შემთხვევები წარმოუდგენელია ბავშვობაში მომხდარი რამე ტრაგედიის შედეგი არ იყოს.

g9gjeux said...

martlac rom zaalin saitereso kitxvaaa