Jun 12, 2009

პოსტი ერთი გენიალური იდეის შესახებ

ეს გენიალური იდეა თავში მომივიდა დღეს. ყველაფერი ასე დაიწყო..

ჩემი სამზარეულოს სასადილო მაგიდას საწერი მაგიდის დანიშნულება აქვს. ზედ ტონა ფურცლები, წიგნები და ათასი ნივთი მიდევს, ისეთი არეულია ყველაფერი რომ ვერ ვპოულობ ვერაფერს ხოდა ვზივარ დღეს ამ არეულ მაგიდასთან ჭიქა ცხელი ყავით და ამაზრზენად ვუყუბ ჩემს წინ გადაშლილ ”პეიზაჟ - ნატურმორტს”. ხოდა ვზივარ და ვფიქრობ, რამდენი რამ მაქვს სასწავლი, დასაწერი და წასაკითხი (ეს ყველაფერი ნებაყოფლობით) და ყველაფერი იმისათვის რომ მომავალში კარგი სამსახური ვიშოვო და ”რაღაც ღირებული გავაკეთო ცხოვრებაში” ხოდა უცებ გამოჩნდა იდეა : მკითხავთან ხომ არ წასულიყავი?მდენს ვწვალობ და იქნებ სულ ტყუილად? :D :D:D

ხოდა რათქმაუნდა მივხვდი საითკენაც მიდიოდა ჩემი ფიქრი, შემეშინდა და გავჩერდი, სამაგიეროდ დავიწყე ფიქრი ადამიანებზე რომლებიც უამრავ ფულს ხარჯავენ და მთელი ცხოვრება ერთი მკითხავიდან მეორესთან დადიან მომავლის გასაგებად. რა ამოძრავებთ ასეთ ადამიანებს? ვითომ მართლა მოავლის გაგების სურვილი? თუ უბრალოდ ერთგვარი აკვიატებაა?

5 comments:

Dreamer said...

mkitxavebis ar mjera,magram mgoni ki artyavden ragaceebs aba xalxi ise tyuilad dadis davijero?ertxel ro mivlen mere ikidan vegar gamodiaan anu sul ik miucevt guli xoda ragac ki arsebobs magram cxviri ar unda chayo aset ragaceebshii mgoni :D

Katten försvann said...

ხოდა რატომ მიუცევთ გული საკითხავი აი ეს არის ?

ბაბისა said...

მჯერა, რომ მართლა არსებობენ ადამიანები , რომლებსაც შეუძლიათ მომავალი და წარსულიც კი დაინახონ, მაგრამ ასეთები იშვიათობაა, ძირითადად კი, მატყუარა ადამიანები არაინ, რომლებიც ასე შოულობენ ფულს. ერთნაირი ტექსტი აქვთ ყველა კლიენტისთვის და იციან, როგორ ითამაშონ ადამიანის ფსიქიკაზე.

მე არასდროს ვყოფილვარ და ალბათ, არც წავალ, მაგრამ შენი არ იყოს, მეც წამომივლის ხოლმე ფიქრებში 'ხომ არ?!'

რა ამოძრავებთ და თავიდან, ალბათ, სურვილია, გაიგონ რაღაც სიახლე და მერე უკვე აკვიატება და ჩვევა უაზრო :D

Sophie Golden said...

ნებისმიერ ძლიერ ფსიქოლოგს შეუძლია მკითხაობა ;) ადამიანს შეხედავ, "დაათვალიერებ" იმის ფსიქ-პორტრეტს, მანერებს, ჟესტიკულაციას და ეგრევე ეტყვი იმას, რისი გაგონებაც უნდა და მერე შეიძლება აუხდეს კიდეც. დიდი სიბრძნე არ სჭირდება ამას

Katten försvann said...

Sophie Golden - :D საკითხი ის კი არაა გვჯერავს თუ არა,შეუძლიათ თუ არა, არამედ რატომ დადის ხალხი მკითხავთან :D