Jun 12, 2009

ყველაზე მხიარული გამოფენა!

ამ პოსტში მინდა დავწერო ერთი გამოფენის შესახებ, რომელიც ჩემს ქალაქში ჩამოიტანეს. მსოფლიო კულტურის მუზეუმში სრულმა ფერადოვნებამ დაისადგურა, ფერადოვნებამ სახელად - ბოლივუდი . ყველამ იცით რომ ყოველწლიურად ბოლივუდში ათასობით კინო იწარმოება, დაახლობით იმდენი რაც მთელს დანარჩენ მსოფლიოში. ბოლივუდური კინო ხუთ ძირითად ჟანრად იყოფა: ისტორიული, ლეგენდა, სოციალური, სასიყვარულო დრამა, და ექშონი - ლამაზი გოგოებით, მაგარი მანქანებით და ა.შ.

ყველაზე მეტი მაყურებელი ინდურ კინოს თავისთავად ინდოეთში ყავს. ხალხისათვის ეს არის გართობის ყველაზე გავრცელებული საშუალება. როგორც გამოფენაზე წერდნენ კონოთეატრის ბილეთები არ არის ძვირი და ღარიბ ადამიანსაც შეუძლია კინოში წასვლა და სიამოვნება.

პოსტერები. გამოფენაზე ძირითადად იყო ამა თუ იმ ფილმის პოსტერები. 24 მეტრის სიმაღლისა და 10 მეტრი სიგანის პოტერები ხელით იხატებოდა , სამწუხაროდ ეს მშვენიერი ტრადიცია ნელ ნელა კვდება და მას კომპიუტერული და გრაფიკული ტექნიკა ანაცვლებს.

ტრადიციული ქუჩის ჯიხურ სადაც ათასი წვრილმანი იყიდება. ასანთი, პლაკატები, სიგარეტი, მცირე სუნელები და ა.შ.





















ძალიან მომეწონა გამოფენა იმ მხრივ რომ იქ გამართული იყო რამოდენიმე სცენა სადაც სხვადასხვა ჟანრის ფილმებიდან ამოჭრილი სიმღერები იყო. გარდა ამისა იყო სცენა და მსურველებს შეეძლოთ ემღერათ კარაოკეზე. ძალიან ძნელი იყო სხვათაშორის :) (ინდური სიტყვები ძნელი გამოსათქმელია :ჵ ) ასევე იყო სპეციალური ოთახი სადაც მსურველებს შეეძლოთ საკუთარი ინდური ვიდეოს გადაღება, იმავე ოთახში განთავსებული ტანსაცმლით რომელიც შეგვეძლო ჩაგვეცვა და შემდეგ გვეცეკვა :ჵ:ჵ

ქალღმერთი კალი, ღვთაება შივას მეუღლე. იგი განასახიერებს ბოროტებასთან მარადიულ ბრძოლას.

მოკლეთ გამოფენა იყო ძალიან ფერადოვანი და სასიამოვნო. იატაკზე სცენის წინ ეყერა ბალიშები და მსურველებს შეეძოთ წამოწოლა და ფილმების ყურება ინდოელი მაჰარაჯასავით :)

ქალღმერთი ლაქშმი - სილამაზის, სიბრძნისა და ფერტილობის ქალრმერთი ინდურ მითოლოგიაში.


გამოფენიდან ძლიან ნასიამოვნები წამოვედი :)

12 comments:

ბაბისა said...

sul minda indoetshi wasvla da am postis wakitxvisas es mizinebuli survili gamofxizlda :D

ჩორვენი¹³ said...

vaax aqac chamoitanon netaa vax rogor minda

სოსო said...

Katten försvann მადლობა ამ პოსტისთვის :) ისე შენი ქალაქის სახელიც დაგეწერა ბარემ, მეტი კონკრტიკა იქნებოდა :) ჩვენ თბილისში ჯერ–ჯერობით ასეთი გამოფენა არ გვქონია, მხოლოდ ტანსაცმლის და რაღაც წვრილმანების გამოფენა გვქონდა აპრილში და ამას ჩემს ბლოგზე 2 სტატია მივუძღვენი. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში რომ იყოს ეს გამოფენა, ისეთივე ჭედვა იქნებოდა, თუ არა უარესი, როგორც ეს წერეთელზე გამოფენაზე იყო აპრილში.

ხო ინდოეთში შაჰები უფრო ნაკლებად, მაჰარაჯები უფრო იყვნენ და დაჟე ახლაც არიან :)

ისე ადნაკლასნიკებზე როგორც მინიმუმ ბოლივუდისა და ინდოეთის მოყვარულთა სამი ჯგუფია, ერთერთი ჩემია, თუ ვინმეს ექნება სურვილი მომძებნეთ და სიამოვნებით მიგიღებთ :)

კიდევ ერთხელ მადლობა სასიამოვნო პოსტისთვის :)

Katten försvann said...

სოსო, ოდნაკლასნიკებში არ ავრ დარეგისტრირებული :)
დიდი მადლობა მინიშნებისათვის, ახლავე ჩავასწორებ :)

მეც მგონია რომ ბევრი ხალხი იქნებოდა, აქ არ იყო ბევრი ხალხი ნამდვილად, თან უფაოსია მსოფლიო კულტურის მუზეუბმში შესვლა.

სოსო said...

შესვლა ალბათ უფასოა, მაგრამ რამის ყიდვა თუ შეიძლება?.. ისე აქ ჩვენთან რო გასკდე ინდურ სანელებლებს და პროდუქტებს ვერ იშოვი. გამოფენაზე ძალიან ცოტა რაღაცები ჰქონდათ, და ძირითადად ქალის ტანსაცმელი, ასე რომ.. ისე ამ გამოფენის მერე ნახევარი თბილისი ინდურ კაშნეებში დადიოდა, ახლა ცხელა და აღარ უკეთიათ :)

Katten försvann said...

სოსო - გამოფენაზე ვერაფერს ვერ იყიდი.

კაშნები და საჭმელი სპეციალურ მაღაზიებში იყიდება. ან დიდ სუპერმარკეტებში სპეციალური ეთნიკურ განყოფლებაში. დიდი არჩევანი არაა, მაგრამ უდიდესი არჩევანია ინდური რესტორნების :P :P

სოსო said...

თბილისში არც მაგაში გაგვიღიმა ბედმა, ერთი რესტორანია "მაჰარაჯა" პეროსვკაიაზე, და ან პუტანკები ჩითავენ, ან ღიპიანი ბიძები მამა–პაპურად ღვინით ქეიფობენ.... ეჰჰ

Katten försvann said...

სოსო- :D სიმართლე რომ ვთქვა არ ვიცი ის ინდური საჭმელი რასაც ამ რესტორნებში ამზადებენ მართლა ინდურია თუ არა. გემოზე კი მომწონს, მაგრამ ნამდვილი ინდური, ანუ იდოეთში გამზადებული რომ არ გამისიჯავს არ ვიცი გვაბოლებენ თუ მართლა მასეთი გემო აქვს.

Sophie Golden said...

აუ, როგორ მომწონს ასეთი ფერადოვანი რაღაცები!!! ამასწინათ იყო მგონი თბილისში ინდური გამოფენა და ვერ წავედი :(

P.S. ირაკლი ჩარკვიანის 'I was born on Sunday mornin' when my daddy took a plane to India' არ გახსენდებათ? :love: :miss:

Keti said...

თბილისში იყო ინდური ნაწარმის გამოფენა, მაგრან ვერ წავედი. თუმცა, ინდურ მაღაზიაში შესვლა მომწონს ჭრელა–ჭრულა ქსოვილების გამო :)

Katten försvann said...

ნეტა რა არის საჭირო რომ მსგავსი გამოფენა მანდაც გაიმართოს.

სოფი, არ ვიცი ეგა.

embrioni said...

carmomidgenira msiaruli feradovneba iqneboda :)