Jun 10, 2009

ჩემი საყვარელი დალაი ლამა

დღევანდელი დღიდან დაწყებული რამოდენიმე თვის (იმედია) განმავლობაში ვაპირებ პოსტების წერას ბუდიზმზე.

ამ პოსტში მინდა დავწერო ის პატარა შესავალი რომელითაც მეთოთხმეტე დალაი ლამა იწყებს თავის წინგს ”სიყვარული”. რატომ დალაი ლამა - ადრეც ავღნიშნე რომ რელიგიური ადამიანი არ ვარ, მაგრამ ამ კაცის სურათს რომ ვხედავ ძალიან ვმშვიდდები.

”როდესაც მე ვლაპარაკობ სიყვარულსა და თანაგრძნობაზე, მე ვსაუბრობ არა როგორც ბუდისტი, დალაი ლამა ან როგორც ტიბეტელი. მე ვსაუბრობ როგორც ადამიანი. მე იმედი მაქვს რომ ამ მომენტში შენ ფიქრობ შენს თავზე როგორც ადამიანი და არა როგორც ამერიკელი, აზიელი, ევროპელი აფრიკელი ან რომელიმე ქვეყნის მოქალაქე, ეს ყველაფერი მხოლოდ წამიერია. თუ მე და შენ ვიპოვით ერთ საერთო ადამიანურ საწყისს, მაშინ შეგვიძლია კომუნუიკაცია საწყის დონეზე. მე თუ ვამბობ ”მე ვარ ბერი” ან ”მე ვარ ბუდისტი” ეს არის შემთხვევითი მდგომარეობა ჩემ ადამიანურ ბუნებასთან შედარებით. ადამიანობა არის ის საწყისი რომელიც ყოველ ჩვეთაგანს აერთანებს. შენ დაიბადე როგორც ადამიანიდა ამის შეცვლა შუძლებელია მანამ სამან შენ ცოცხლობ. სულ სხვა საკითხია თუ შენ ხან უმაღლესი განათლებით ან დაწყებითი განათლებით, ახალგაზრდა ან მოხუცი, მდიდარი ან ღარიბი- ყველაფერი ეს წამიერია. ”

როდის გახდა ჩვენი ადამიანობა მეორეხარისხოვანი? რატომ გახდა ის ასეთი უმნიშვნელო?

6 comments:

თათია said...

მიყვარს დალაი ლამა :))

სოსო said...

უძლიერესი რელიგიაა ბუდიზმი და მართალი ხარ, რომ ეს კაცი ნამდვილი ადამიანობის, სიმშვიდის და პატიოსნების განსახიერებაა. მის სიტყვებში რამდენი უბრალოებაა და როგორი ამაღლებულია ეს სიტყვები, და არა სიტყვები როგორც სიტყვები, არამედ მათი აზრი, ის, რასაც ეს ადამიანი ამბობს. გასაკვირი არცაა, მას ალაპარაკებს როგორც საკუთარი დიდი გამოცდილება, ასევე ის გენეტიკურ–შემეცნებით–რელიგიური გამოცდილება, რაც მასშია, როგორც წინამძღვარში და როგორც უბრალოდ ადამიანში...

Katten försvann said...

სოსო - ნამდვილად მასეა.
წიგნში საკუთრ გამოცდილებაზეც ლაპარაკობს სხვათაშორის, და გასნაკუთრებით საინტერესოა მისი დამოკიდებულება ჩინეთის მთავრობის მიმართ. დავწერ ამაზეც. მის ამ წიგნს მინდა რამოდენიმე პოსტი მივუძღვნა.

თათია - ალბათ ძნელია არ გიყვარდეს ასეთი ადამიანი :)

Sophie Golden said...

მე ამ კაცს იცი რატომ ვცემ პატივს, გარდა იმისა, რომ სიმშვიდეს ასხივებს? ასეთი ამბავია ცნობილი, რომ ერთი ებრაელი ბიჭი წავიდა ტიბეტში საკუთარი თავის საძიებლად, შეხვდა დალაი ლამას და რომ მოუყვა თავის შესახებ, ლამამ უთხრა: "ოქრო გაქვს და ვერცხლს რატომ ეძებო", და მერე ის ბიჭი წერდა, რომ ამხელა გზის გავლა და დალაი ლამას ნახვა ნამდვილად ღირდა, რომ იუდაიზმს დავბრუნდებოდიო :) იმის შემდეგ ძალიან კარგი შთაბეჭდილება მაქვს ლამაზე და საერთოდ, ბუდიზმი ისეთი ლოიალური რელიგიაა, როგორ შეიძლება ცუდად იყო განწყობილი.

Katten försvann said...

Sophie Golden - კი, მგონი ბუდიზმი ყველაზე ლოიალური რელიგიაა რაც არსებობს (ყოველ შემთვევაში რაც მე გამიგია)

სამწუხაროდ დალაი ლამა არ ცხოვრობს ტიბეტში, ინდოეთშია გადახვეწილი.

სოსო said...

Sophie Golden მომეწონა შენი მოყოლილი ისტორია :) საერთოდ კი ყველამ კარგად ვიცით, რომ ნებისმიერი რელიგია, ყოველ შემთხვევაში, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ფესვები აქვს, სიყვარულს და ერთმანეთის პატივისცემას ქადაგებს. სამწუხაროა, რომ თანამედროვე სამყაროში, დღეს, როდესაც თითქოს ყველას კარგად უნდა ესმოდეს რა მნიშვნელობა აქვს ყოველი ადამიანის არჩევანის უფლებას, ხშირად რელიგია სულ სხვა მიზნებით გამოიყენება... თუმცა ასე ადრეც არა ერთელ მომხდარა.

ვთვლი, რომ ბუდიზმის დამსახურება ისაა, რომ მისი სახელით ხელში ხმალს ვერავინ აიღებს და ვერც სხვას ვერ დაიპყრობს და ვერ დაიმონებს. პირველი ვინც ამას გაკიცხავს, ისევ სასულიერო პირები იქნებიან.

იუდაიზმს რაც შეეხება, თუ გავიხსენებთ იმას, რომ ზოგჯერ რწმენა ადამიანებს საკუთარი თავის ფიზიკურად დაცვაში უქმნიდა დაბრკოლებებს, რის გამოც ამ ადამიანებს საშინელი ტანჯვის გადატანა მოუხდა, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ თავდაცვის უფლება ყველას უნდა ჰქონდეს და რელიგია ამას არ უნდა უკრძალავდეს.

თუმცა მსოფლიოში დღეს ისეთი დომხალია.. რთულია ვინმეს რელიგიის ჭეშმარიტ დანიშნულებაზე ელაპარაკო. ყველა ცდილობს სათავისოდ გამოყენებას...