Jun 8, 2009

ოქროს შუალედი

ავუსრულოთ თუ არა თინეიჯერებს კაპრიზები? ვუყიდოთ თუ არა გარკვეული ბრენდის ტანსაცმლი და ფეხსაცმლი მხოლოდ იმიტომ რომ ”სკოლაში ყველას ეგ აცვია და კარგ ტონად ითვლება”, ან კიდევ ბოლო მოდელის ტელეფონი, რადგან დღესდღეობით 3G და iphone-ია მოდაში.

თუ თქვენ გყავთ თინეიჯერი ოჯახში ალბათ პრობლემა ნაცნობი იქნება თქვენთვის. ხშირად ოჯახს ბინის ქირის გადასახადი ფული არ აქვს, მისი თინეიჯერი წევრი კი იმის ნაცვლად რომ დაკმაყოფილდეს ნაკლებად ცნობადი ბრენდის ჯინსით მოითხოვს ლევისს და ა.შ. როცა მოზარდი ვერ ღებულობს იმას რაც უნდა, ძირითადად უჩნდება აგრესია მშობლების მიმართ და რაც მთავარია ხდება ჩაკეტილი. იმის თქმა მინდა, რომ დღესდრეობით (არ ვიცი ადრეც ასე თუ იყო, ჩემი სკოლის პერიოდიდან თითქმის აღარაფერი მახსოვს) ის თუ როგორ გამოიყურება მოზარდი, რა ბრენდის ფეხსაცმელი აცვია, რა ტელეფონი უჭირავს ხელში და რამდენი აქვს ჯიბის ფული განსაღვრავს მის თვთშეფასებას და აქედან გამომდინარე მეგობრების რაოდენობასაც.

თინეიჯერი რომელიც არ აკმაყოფილებს ”სკოლის და კლასის სტანდარტს” ხშირად ხდება დაცინვის და აბუჩად აგდების ობიექტი. აქედან გამომდინარე მისი თვითშეფასება ვარდება, სკოლაში აქვს ცუდი მოსწრება და ხდება ჩაკეტილი. პუბერტატის პერიოდი კიდევ უფრო მძაფრდება და ხშირად ასეთი ”ბავშვები” პროფესიონალურ დახმარებას საჭიროებენ.

მეორეს მხრივ თუ თინეიჯერი ღებულობს იმას რაც სურს, რაც მოდაშია და კარგ ტონად ითვლება ხასიათდება მაღალი თვითშეფასებით, არის უფრო გახსნილი და ბევრად ეადვილება კონტაქტი თანატოლებტან. თუ პირველ შემთვევაში მოზარდი იყო დაცინვის ობიეტი, ამ შემთხვევაში ”რაც მინდა ვღებულობ” მოზარდი შეიძლება აღმოჩნდეს დამცინველად.

ჩემი აზრით საკითის ასე რადიკალურად გადაწყვეტა არის ძალიან მავნე ახალგაზრდის ფსიქიკისათვის. პირველ შემთხვევაში ვღებულობთ ჩაკეტილ ახალგაზრდას, ხოლო მეორე შემთვევაში კი ახალგაზრდას ”რასაც მოვითხოვ იმას მივიღებ”, ხოლო იმისათვის რომ მიიღოს ის რაც უნდა არაფერს არ აკეთებს თავად.

სადაა ოქროს შუალედი?

7 comments:

Keti said...

ოი, როგორი პრობლემური საკითხი დასვი. თან, ნებისმიერ თაობაში რომ დგას. ანუ ამ თაობის ბავშვების "ბრალი" არ არის, მათმა მშობლებმა გაიხსენონ საკუთარი სკოლის პერიოდი, იგივე იყო: რა გეცვა, მამას როგორი მანქანა ჰქონდა და ა. შ. და ახლაც იგივეა. რა, უფროსები არ ცდილობენ, ჰქონდეთ ბოლო მოდელის მობი, როცა ხშირად ანგარიშის შევსებაც კი უძნელდებათ, ან ძვირადღირებული მანქანა, როცა ბაკს ვერ ავსებენ.

საზოგადოება საოცრად შეპყრობილია სნობიზმით. ის ბავშვები, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ მსგავსზე (ანუ დასცინიან), ასეთივე ოჯახებში იზრდებიან. დაცინულები კი კომპლექსდებიან და უკვე გაზრდილებიც კი ცდილობენ ამ კომპლექსის მოცილებას – მაგალითად, კრედიტით/ვალით გამოაქვს მობილურები, მაშინ როცა არც თუ ცუდი (მაგრამ არა ბოლო მოდელის) მობის ყიდვა უპრობლემოდ შეუძლიათ. იგივე ვრცელდება რემონტებზე, ინტერიერის მოწყობაზე, აგარაკებზე და ა. შ. :დ

Katten försvann said...

სამწუხაროდ თითქმის ყველა ბავშვი ამახვილებს ყურადღებას. ისიც ძნელია იგნორირება რომ გაუკეთო და არ მოუსმინო ან არ შეუსრული, მაგრამ სულ მათ კაპრიზებზე დამორჩილება კიდევ უარესია.

ზრდასრულებზე არ მინდა ლაპარაკი ახლა იმიტომ რომ მათ საკუთარი თავი აბარიათ და რასაც უნდათ იმას იზავენ.

embrioni said...

ra tqma unda ,yvelas unda ro lamasad gamoiyurebodes da levisis jinsi,marto magaisashi ki ara,sakutar karadashi idos,magram amis gamo chaketili gaxde da utriertobebshi problemebi shegeqmnas,ukve bevria...
ubralod,bavshvs pataraobidanve unda auxsna ro tansacmeli bednierebis cyaro ar ari da sxva,shedarebit ufro myaro bedneirebebic arsebobs...
magalitad,tu vinmes mesame taobis ragac mkvleloba telefoni aqvs,shen shegizlia adge da piknikse caxvide shentvis sasurvel xalxtan ertad,an ert sharvalshi 300 laris micemas cifruli iyido da cado bedi rogori fotoebi gamogdis...
an italiuri oqros samkaulebis nacvlad diskebis koloqcia sheagrovo...
aseti bavshvi ufro tavisufali,ganvitarebuli da konkurentunariani iqneba da tu vinmes magastan utriertobis survili ar gauchndeba,marto imito,ro ise ar acvia, ,,rogorc sachiroa'',ecodineba ro aset xalxtan urtiertoba didi arafris momcemia da chaketilobis survilis nacvlad gulgrilobis grznoba gauchndeba...

ogond bavshvsi egre gazrdas cota ganvitarebuli mshobeli chirdeba da ara iseti,mezoblis gulis gasaxetqad ro aketebs remonts da yidulobs manqanas...

Katten försvann said...

embrioni - გეთანხმები რომ გაზრდა ძალიან მნიშვნელვან როლს თამაშობს. მაგრამ დრევანდელ დღეს საქართველოში ჯერ კიდევ არაა ასე გავრჩელებული) როცა ორივე მშობელი დრე და ღამე მუშაობს ძნელია ცოტა.
ხშირად ფიქრობენ კიდეც რომ თუ მოაგვარებენ ყოველგვარ მატერიუალურ პრობლემას შვილთან მაშინ ყველაეფრი რიგზე იქნება. მაგრამ შედეგებზე ნაკლებად ფიქორბენ.

მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენი როგორც ზრდასრული ადამიანების აზრია, თინეიჯერები ცოტა სხვაგვარად ფირობენ და ძალიან ცოტაა რომელიც არ ფიქრობს სოციალურ სტატუსზე და ღრმა პიროვნულ ღირებულებებს სჯერდება.

ზინა said...

"ძალიან ცოტაა რომელიც არ ფიქრობს სოციალურ სტატუსზე და ღრმა პიროვნულ ღირებულებებს სჯერდება" - არცთუ ისე ცოტანი; მშობლების შემდეგ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ წრეში ტრიალებს,ვინ ჰყავს გარშემო.
keti წერს �საზოგადოება საოცრად შეპყრობილია სნობიზმით. ის ბავშვები, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ მსგავსზე (ანუ დასცინიან), ასეთივე ოჯახებში იზრდებიან.� ბოლომდე ვერ დავეთანხმები,რადგან ასეთ ოჯახში გაზრდილი ,მშობლებისაგან აბსოლუტურად განსხვავებული მენტალიტეტით აღზრდილი,უამრავი ბავშვი შემხვედრია.

Katten försvann said...

ზინა - მშბლების შემდეგ სკოლაში ტრიალებენ.

a.r.a. said...

მე ჯერ კიდევ თინეიჯერი ვარ, მაგრამ მსგავსი რამ არასოდეს მომითხოვია.. პირიქით, რაც სხვას აცვია და რაც მოდაშია, ხშირად არ მომწონებია.. იქით მშობლემი მეჩხუბებოდნენ, "ნორმალურად" ჩაიცვიო :))სულ ჩემი დახატული და დაწერილი შარვლები მეცვა, ჩემი გაკეტებული თიხის საყურეები და ჩემი აწყობილი სამაჯურები.. მოჰიპო სტილი ვარ ..
არც მობილურზე მქონია პრობლემა.. კაი ხანია უკვე 1 მობილურით დავდივარ და სულაც არ ვაპირებ გამოცვლას, თუ არ გაფუჭდა..

არც მესმის, რატო უნდა გინდოდეს იმის ჩაცმა და გაკეთება, რაც ყველას აცვია და უკეთია.. რატომ უნდა გინდოდეს, რომ ყველას გავდე..

მოდას რაც შეეხება.. ეს სიტყვა პირადად ჩემთვის არც არსებობს.. მე ჩემი მოდა მაქვს და ამაზე ფრანგი დიზაინერების ხშირად უაზრო გემოვნება ვერასდროს იმოქმედებს..

ისე თინეიჯერი, რომელიც ხედავს, რომ მის მშობლებს საშუალება არ აქვტ, არც უნდა ითხოვდნენ ეგეთ რაღაცეებს...

რა კატეგორიული ვარ, ღმერთო ჩემო ..